როგორ მოვაშორო საღეჭი რეზინი ტანსაცმელს?

  • ihow.ge
  • იანვარი 27, 2012

დასვარეთ ტანსაცმელი სარღეჭი რეზინით ? ვერ მოაშორეთ ტანსაცმელს მიწებებული საღეჭი რეზინი სრულად და მის გადაგდებას აპირებთ ? სანამ საბოლოოდ გადაწყვეტდით მის გადაგდებას, გადახედეთ რჩევებს, რომელსაც მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ  და  გადაარჩინეთ ტანსაცმელი გადაგდებას.

გამოხარშვის მეთოდი

I ხერხი

1. მოათავსეთ ცხელ წყალში საღეჭი რეზინით დასვრილი ტანსაცმელი და შემდეს შეეცადეთ მის მოშორებას კბილის ჯაგრისით, დანით ან რაიმე ბასრი საგნით;

2. სანამ ქსოვილს მოათავსებთ ცხელ წყალში ეცადეთ მას მაქსიმალურად მოაცილოთ საღეჭი რეზინი;

3. აცადეთ ტანსაცმელს გაშრობა და თუ არ მოშორდა საღეჭი რეზინი,  პროცედურა კვლავ გაიმეორეთ.

II ხერხი

1. ჩაასხით წყალი ჩაიდანში და აადუღეთ;

2. ჩაიდნის ყელს, საიდანაც ორთქლი ამოდის მიუშვირეთ ტანსაცმლის დასვრილი ნაწილი და შემდეგ დაიწყეთ მისი წმენდა (ერთი მიმართულებით იმოძრავეთ) კბილის ჩოთქის დახმარებით.

გაყინვის მეთოდი

1. დაკეცეთ ტანსაცმელი ისე, რომ რეზინიანი ადგილი იყოს ზემოდან;

2. მოათავსეთ ტანსაცმელი პოლიეთილენის პარკში, ისე რომ რეზინი პარკს არ მიეკრას. თუ ვერ ახერხებთ ტანსაცმლის ისე ჩადებას, რომ იგი პარკს არ მიეწებოს, მაშინ მოათავსეთ ტანსაცმლის რეზინით დასვრილი ნაწილი მის ყელთან.

3. შეკარით პარკი და მოათავსეთ ის საყინულეში რამოდენიმე საათის განმავლობაში (ეს დამოკიდებულია საღეჭი რეზინის ზომაზე და ტანსაცმლის მატერიაზე), ტანსაცმელი უნდა გაიყინოს. თუ პარკს არ შეკრავთ, მაშინ ტანსაცმლის ის ნაწილი, რომელიც პარკის გარეშეა დარჩენილი მოათავსეთ საყინულეში ისე, რომ სხვა რაიმე იქ განთავსებულს არ ეხებოდეს ან თავად საყინულეზე არ იყოს მიდებული;

4. გაყინვის შემდეგ, გამოიღეთ პარკში მოთავსებული ტანსაცმელი და ეცადეთ მოაშოროთ საღეჭი რეზინი. მოსაშორებლად გამოიყენეთ დანა (უმჯობესია ძველი და არაბასრი, რადგან თავიდან აიცილოთ ტანსაცმლის გაფუჭება), თუ ტანსაცმელი გალღვა და თქვენ საღეჭი რეზინი ბოლომდე ვერ მოაშორეთ, მაშინ კიდევ ერთხელ გაყინეთ, ან გამოიყენეთ ყინულის ნატეხები მის გასაცივებლად.

დაუთოვების მეთოდი

1. უბრალოდ დააუთოვეთ ტანსაცმლის დასვრილი ადგილი, ეს ნელ-ნელა ამოიყვანს და გააქრობს საღეჭ რეზინს, ხოლო მისი გარეცხვის შემდეგ საღეჭი რეზინი საბოლოოდ გაქრება.

ძმრის მეთოდი

1. გააცხელეთ ერთი წიქა ძმარი;

2. ჩაყავით კბილის ჯაგრისი ძმარში და შემდეგ გაწმინდეთ ტანსაცმელი, იმოქმედეთ სწრაფად, რადგან რაც უფრო ცხელია ძმარი მით უფრო უკეთეს შედეგს გვაძლევს;

3. განაგრძეთ ჯაგრისის დასველება ძმრით და ტანსაცმლის წმენდა, სანამ საღეჭი რეზინი საბოლოოდ არ გაქრება (თუ საჭიროება მოითხოვს, ძმარი კიდევ ერთხელ გააცხელეთ).

4. გარეცხეთ ტანსაცმელი რათა ძმრის სუნი აღარ ჰქონდეს.

ბენზინის მეთოდი

1. დაასხით რეზინით დასვრილ ადგილზე ბენზინი (ბენზინი დაშლის რეზინას), იყავით ფრთხილად, რადგან ბენზინი არის აალებადი და შესაბამისად არის საშიში. გამოიყენეთ ბენზინის ის მინიმალური რაოდენობა, რაც საჭირო იქნება.

2. გარეცხეთ ჩვეულებრივად ტანსაცმელი რათა მოაშოროთ ბენზინის სუნი;

3. თუ თქვენ არ მოგეპოვებათ ბენზინი მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ალკოჰოლი, მაგალითად ჯინი და მასაც თითქმის ანალოგიური ეფექტი ექნება რაც ბენზინს.

კიდევ არსებობს რამოდენიმე მეთოდი საღეჭი რეზინის ამოყვანისა, მაგრამ თუ ამ მეთოდთაგან ვერცერთმა ვერ უშველა თქვენს ტანსაცმელს, მაშინ  ვერც არსებული სხვა ხერხები უშველიან და მაინც, თუ გაინტერესებთ სხვა რა ხერხებით შეიძლება საღეჭი რეზინის მოშორება, მოკლედ გეტყვით მათ ჩამონათვალს: არაქისის ქარაქის, ფორთოხლის წვენის, თმის სპრეის, თხევადი სარეცხი საპნის და სხვა საშუალებების დახმარებით შეიძლება საღეჭი რეზინის ამოყვანა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტის გამოყენების მეთოდი საღეჭი რეზინის წინააღმდეგ არის მსგავსი – ასხამთ სასურველ ინგრედიენტს და შემდეგ ცდილობთ საღეჭი რეზინის მოშორებას ჯაგრისით ან ბასრი საგნით.

წინა «
შემდეგი »