როგორ მოვაწესრიგოთ საკუთარი სამყარო?

  • Creed
  • მაისი 27, 2014

სამყარო-ihow.geთუ თქვენ დაიღალეთ მონოტონური სამყაროთი, თუ თქვენ უკვე ვეღარ გრძნობთ ცხოვრების ხალის, თუ თქვენ გაწუხებთ მტანჯველი სიცარიელეს გრძნობა, გირჩებთ უპირველესად დაკავდეთ სამუშაოს ან სახლის გარემოს მოწესრიგებით. განალაგეთ ავეჯი სხვანაირად, მოიცილეთ ძველი და არა სასარგებლო ნივთები – დაგროვებული ხარახურა, ხოლო სასარგებლო და ძვირფასი ნივთები მოაწყეთ და განალაგეთ, აკურატულად და გემოვნებით. თქვენ მალევე იგრძნობთ ძალების მოზღვავებასა და ცხოვრების ხალისს. აუცილებელია ზუსტად ასევე, გაბედულად მოვიშოროთ ყველა ნეგატიური მოსაზრებები გონებიდან, რათა მათ არ გაგიფუჭონ საკუთარი სამყარო. შიში, შფოთვა, ეჭვი, ცუდის მოლოდინი, უკმაყოფილება, დაგმობა, სიძულვილი, დანაშაულის გრძნობა, არასრულფასოვნება – ეს მთელი ნაგავი უნდა გადააგდოთ საკუთარი გონებიდან.

წვეულება-ihow.geდეპრესიისგან საუკეთესო წამალია – შემოქმედებითი საქმიანობა, რისი შედეგიც არ მოითხოვს დიდ ლოდინს. ამგვარად, რაიმეს შექმნის პროცესში, სული, ისევე პოულობს დაკარგული ცხოვრების გემოს. განსაკუთრებით მოქმედი საშუალებაა – ელემენტარულის სახლის დალაგება და ნაგვის გადაყრა. ზუსტად ასევე შეგიძლიათ გაწმინდოთ საკუთარი სამყარო. ყოველი ადამიანი საკუთარი მოსაზრებებითა და მოქმედებებით ქმნის და ცხოვრეობს საკუთარ სამყაროში. რაშიც “აზროვნების ფორმა” თამაშობს პირველად როლს. თქვენი სამყარო გახდება ისეთი, როგორსაც წარმოიდგენთ. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ იგი აგრესიულია, არასტუმართმოყვარე გარემოაა – ზუსტად ასე იქნება თქვენთვის. თუ თქვენ დაჯერებული ხართ, რომ ამ მსოფლიოში ყველაფერი კარგი მიიღება ულევი შრომით – მაშინ თქვენ მოგიწევთ დიდი და მძიმე შრომის გაწევა. თუ თვლით რომ სიმდიდრე და წარმატება – ეს გამორჩეულთა ხვედრია – მაშინ თქვენ ყოველთვის იდგების რიგის ბოლოს. რაც უფრო ნეგატივი გაქვთ საკუთარ თავში, მით უფრო ბნელია სინამდვილე. ნეგატიური ნაგავის მოშორებით, თქვენ აღტაცებით აღმოაჩენთ, რომ რეალობა მიიღებს უფრო თბილ და მყუდრო ფერს.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.