როგორ მოვახდინოთ გავლენა იმ ბიჭზე რომელიც მოგვწონს?

  • An'na
  • იანვარი 26, 2015

გოგო და ბიჭიროგორც კი “მას” ვხედავთ,  ვიწყებთ ნერვიულობას, მუხლები გვეკვეთება ან ვიწყებთ უაზრო ლაპარაკს 5 წლის ბავშვივით – უცებ აღმოვაჩენთ რომ ვსაუბრობთ პატარა დათუნიაზე, ჩვენ საყვარელ სათამაშოზე. ეს კი იმითაა გამოწვეული რომ ჩვენ უბრალოდ ვერ ვუძლებთ სიჩუმეს. თუმცა როდესაც ერთხელ დამშვიდდებით, დალაგდებით და შეახსენებთ თქვენ თავს რომ თქვენი რჩეულიც თქვენნაირად ნერვიულობს, უფრო ადვილად მოახერხებთ იმ ბიჭის გაოცებას ძალიან მცირე დროში.

 

 

ნაწილი 1: ყურადღების მიქცევა

ნაბიჯი 1: თვალებით კონტაქტი.

როდესაც ის დაიჭერს თქვენს მზერას, თქვენს ტკბილ ღიმილს, მაშინვე დაუბრუნდით იმ საქმიანობას რასაც მანამდე აკეთებდით.  თუ მთელი დღე იჯდებით მის წინ და უყურებთ, ის თქვენ ძალიან აკვიატებულ ადამიანად ჩაგთვლით.  როდესაც მას ელაპარაკებით, უყურეთ თვალებში იმის ნაცვლად რომ მიწას უყუროთ, ის გაოცებული იქნება როგორ ართმევთ თავს ასე კარგად.

  • საუბრისას თქვენ მხოლოდ ერთხელ შეხედეთ პირდაპირ თვალებში ,თუ ამას მთელი საუბრის განმავლობაში გააკეთებთ, ეს გრძნობის ძალიან დიდი გამოვლინება იქნება

 

თვალებით კონტაქტი

ნაბიჯი 2: მისმა მეგობრებმა უნდა შეგამჩნიონ.

ეს არ ნიშნავს რომ თქვენ ულმობლად უნდა ეფლირტავოთ მის მეგობრებს, ეს ნამდვილად არ დაგეხმარებათ. თქვენ უნდა იმხიარულოთ მის მეგობრებთან და გაიცნოთ ისინი. ცოტა სხვა ბიჭთან ფლირტი კარგია და დაგეხმარებათ კიდეც, თუმცა თუ ძალიან გადაეშვებით თამაშში მაშინ თქვენს რჩეულს თქვენზე ცუდი წარმოდგენა გაუჩნდება. ნაცვლად ამისა გამოიჩინეთ ცოტაოდენი ინტერესი, კითხეთ მის მეგობრებს საყვარელ ფეხბურთის გუნდებზე, სპორტზე ან მათი უიქენდის გეგმებზე. მხოლოდ ეს ისე მოახერხეთ რომ ძალიან აშკარა არ გახდეს თქვენი გრძნობები.

  • თუ მისი მეგობრები შეგამჩნემნევენ და მოეწონებით, მაშინ ისინი ბევრს ისაუბრებენ თქვენზე თქვენი რჩეულის წინაშე და ის მეტ ყურადღებას მოგაქცევთ.
  • თუ თქვენ დაუმეგობრდებით მის მეგობრებს, მაშინ ისინი მიგიწვევენ დღესასწაულებზე, შეხვედრებზე, რაც უფრო შესაძლებელს გახდის ბიჭის გაცნობას.

ნაბიჯი 3: მიხვდეს რომ თქვენ კარგ დროს ატარებთ.

თუ ბიჭი თქვენთან ახლოსაა და არ გელაპარაკებათ, არ მოაჩვენოთ თავი მოწყენილად ან უბედურად და არ დახარჯოთ დრო იმის ლოდინში თუ როდის მოვა. ნაცვლად ამისა, შეუერთდით სხვებს გართობაში, მოყევით სასაცილო ისტორიები. იყავით დაკავებული ირგვლივ მყოფი ხალხის გართობით. მოანდომეთ მას თქვენთან მოსვლა და საუბარი.

 

იყავით მხიარული

ნაბიჯი 4: იყავით ის ვინც ხართ

თუ ბიჭს ელაპარაკებით, საუკეთესო გზაა იყოთ ის ვინც ხართ. იყავით ისეთები როგორებიც ხართ თქვენ მეგობრებთან, ოღონდ ცოტა მორიდებულად. არ მოუყვეთ თქვენ შესახებ პირველივე ლაპარაკისას. თავიდან ცოტა გაგიჭირდებათ, თუმცა ცოტაოდენი საუბრის შემდეგ ურთიერთობა უფრო და უფრო ადვილი გახდება.

  • თქვენ შეიძლება ფიქრობთ რომ ბიჭებს მოსწონთ გოგონები რომლებიც არ ლაპარაკობენ, უბრალოდ კისკისებენ, თმებს ისწორებენ და ელაქუცებიან ბიჭს, თუმცა ეს ასე ნამდვილად არაა.  ბიჭებს ბევრად უფრო მოსწონთ როდესაც გოგო დამოუკიდებელია და კომფორტულად გრძნობს თავს იმით ვინც არის და არ უწევს სიყალბე.

ნაბიჯი 5: აიცილეთ უვარგისი ლაპარაკი.

თქვენ შეიძლება ფიქრობთ რომ ჭორაობა და ცუდი რამეების თქმა იმ ადამიანზე ვისაც ორივე იცნობთ, თქვენი რჩეულის თვალში საინტერესო ადამიანად წარმოგაჩენთ, თუმცა ბიჭი იფიქრებს რომ თქვენ უბრალოდ ლამაზი გოგონა ხართ რომელსაც ვერ ენდობი. არცერთ ბიჭს არ უნდა გვერდით ყავდეს გოგონა რომელიც ცუდ რამეებს ლაპარაკობს, იმიტომ რომ თქვენ ჩართული იქნებით დიდ დრამაში. ბიჭებს კი დრამიდან 10 მილის დაშორებით ყოფნაც კი აშინებთ, განსაკუთრებით თუ ეს დრამა გოგონებს შორისაა.

  • წარმოაჩინეთ ყველაფერი პოზიტიურად. ბიჭმა თქვენთან ყოფნისას უნდა მიიღოს დადებითი ენერგია, ნაცვლად ნეგატიურისა.

ნაბიჯი 6: არ იყოთ ეჭვიანი.

ეჭვიანობა ყველაზე დიდი შეცდომაა იმ გოგოსი რომელსაც ბიჭის ყურადღების მიპყრობა უნდა. თუ ის სხვა გოგოს ელაპარაკება, არ კითხოთ მას მოსწონს თუ არა ის გოგო ან არ თქვათ რომ ის მახინჯია, მსუქანი ან სულელი. მას თქვენ აუტანელი და ძალიან ეჭვიანი ეგონებით.

  • თუ ჩაგივლით გოგონა რომელსაც ორივე კარგად იცნობთ, გააკვირვეთ ბიჭი იმ გოგონას ქებით. ის იფიქრებს რომ თქვენ ხართ გოგონა რომელსაც არ სჭირდება სხვასთან შეჯიბრება.

 

ნუ იეჭვიანებთ

ნაბიჯი 7: ელაპარაკეთ მის ინტერესებზე.

ბიჭებს უყვართ თავიანთ თავზე საუბარი. თუ გინდათ რომ ბიჭი ჩაერთოს თქვენთან საუბარში, მაშინ აჩვენეთ მას რომ გაინტერესებთ მისი ცხოვრება. კითხეთ რომელი სპორტის სახეობა უყვარს, რომელს თამაშობს ან თუ არის რომელიმე სასკოლო გუნდში. ისაუბრეთ მის საყვარელ მომღერლებზე, სატელევიზიო გადაცემებზე ან საერთოდ მის საყვარელ საჭმელზე. შეგიძლიათ ცოტა თქვენი ინტერესებიც ჩაურთოთ. არ აგრძნობინოთ ბიჭს თითქოს დაკითხვას უწყობთ, აგრძნობინეთ რომ უბრალოდ გიხარიათ მის შესახებ ინფორმაციის გაგება.

  • ზოგ ბიჭს უჭირს საკუთარ თავზე ლაპარაკი, ამიტომ თუ ასეთ რამეს შეამჩნევთ, გადადით ისეთ თემაზე, რომელზეც ორივენი თავისუფლად ისაუბრებთ.

ნაწილი 2: ყურადღების შენარჩუნება

ნაბიჯი 1: იყავით თავაზიანი ყველასთან.

ეს ძალიან მარტივი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ეფექტურია. იყავით გულკეთილი მასთან და სხვებთან. ის მიხვდება თუ როგორი სასიამოვნო ადამიანი ხართ. თუ თქვენ თბილი ხართ მასთან, სხვებს კი ცუდად ექცევით, ამით შორს ვერ წახვალთ.

  • თუ ბიჭი პაემანზე დაგპატიჟებთ, ეს იდეალური იქნება. მაშინ თქვენ შეძლებთ კარგად მოექცეთ ხალხს. ბიჭს არ მოეწონება იმ გოგოსთან წასვლა ვისაც მოჩხუბარის რეპუტაცია აქვს და ტყუილუბრალოდ ეჩხუბება ყველას.

 ნაბიჯი 2: ფლირტი

ზოგისთვის ფლირტი ამართლებს. თუ ასეა მაშინ გაეპრანჭეთ მას, თუ არა და უბრალოდ ეკონტაქტეთ მას თვალებით, იცინეთ ბევრი და ისაუბრეთ ცოტა. არ შეაქციოთ ზურგი მას და თუ თქვენი საუბარი კარგად მიდის არ შეეხოთ.

ნაბიჯი 3: კომპლიმენტი

ჭკვიანური, მარტივი კომპლიმენტები არაჩვეულებრივია. თუ შეამჩნევთ რამე მარტივს, რისთვისაც შეიძლება კომპლიმენტის თქმა, გამოიყენეთ ეს შემთხვევა. უთხარით უვნებელი კომპლიმენტი მის ჩაცმულობაზე ან საქციელზე. მაგალითად როგორიცაა: “მომწონს შენი ახალი ვარცხნილობა” ან “ძალიან მაგარია, როგორ შეგიძლია ასე მაგრად ითამაშო ბეისბოლი და ამავდროულად სკოლაშიც კარგად ისწავლო”.  არ უთხრათ ისეთი კომპლიმენტი, როგორიცაა: ამ მაისურში ძალიან სექსუალურად გამოიყურები–ეს მას თავს უხერხულად აგრძნობინებს.

კომპლიმენტი

 

ნაბიჯი 4:  ფიზიკური კონტაქტი

თუ ბიჭი გაჯავრებთ, მაშინ მას ნაზად ხელი დაარტყით ან ნაზად შეეხეთ მუხლზე. თუ თქვენ დგახართ გვერდიგვერდ, მაშინ ბუნებრივად შეეხეთ იდაყვით ან ფეხებით. დააკვირდით როგორ მოქმედებს ის, მარტივად გპასუხობთ თუ უფრო მეტის სურვილი აქვს…

შეხება

 

ნაბიჯი 5: თქვით მისი სახელი როდესაც ელაპარაკებით

თუ მის სახელს გამოიყენებთ ერთხელ ან ორჯერ, ის თავს განსაკუთრებულად იგრძნობს.

ნაბიჯი 6: იყავით მხიარულები.

მოუყევით სახალისო ისტორიები, მაგალითად როგორ გაატარეთ შაბათ–კვირა. უამბეთ უაზრო სიახლე, რომელიც მოისმინეთ ტელევიზორში.  განიხილეთ თქვენი სიყვარული ცეკვის ან პიანინოს მიმართ. ნუ მოგერიდებათ მისთვის თქვენი იუმორისტული მხარის ჩვენება.  იყავით კარგი მოსაუბრე, რომ მას თქვენთან საუბარი კიდევ მოუნდეს.

ნაბიჯი 7: დამშვიდდით.

შეინარჩუნეთ სიწყნარე, მაშინაც თუ ” მუცელში პეპლებს გრძნობთ”. თქვენ მაინც შეგიძლიათ იყოთ გულწრფელი და მხიარული  ანერვიულების გარეშე, როცა ბიჭთან ხართ. თუ ხვდებით რომ ზედმეტად აღელვებული ხართ, ღრმად ჩაისუნთქეთ. არ შეხედოთ სახეზე. ძალიან გულგრილიც არ უნდა იყოთ, მითუმეტეს თუ ეს არაა თქვენი ხასიათი. მაგრამ არც ძალიან უნდა დაინტერესდეთ მისით.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე

 

ნაბიჯი 8: დააინტრიგეთ

თუ თქვენ დაიმსახურებთ მის ყურადღებას, უნდა შეინარჩუნოთ ეს ყურადღება. აჩვენეთ მას რომ თქვენ უნიკალური გოგონა ხართ, რომელზეც მეტის შეტყობას აუცილებლად მოინდომებს. იყავით ცოტა გამოუცნობები და არ გახსნათ ყველა ბანქო ერთად. არ აჩვენოთ თავი ძალიან გახსნილად, მაგრამ აგრძნობინეთ რომ მისი ყურადღება გსიამოვნებთ

წარმატებულ ურთიერთობას გისურვებთ !

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.