როგორ მოვახდინოთ ზეგავლენა ადამიანებზე?

  • Creed
  • March 10, 2014
  • 0

ზეგავლენა-ადამიანებზე-ihow.geგთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკაზე გამოცდილ მეთოდს, თუ როგორ მოახდინოთ ზეგავლენა ადამიანებზე. რჩევები დაგეხმარებათ დააჯეროთ არა მხოლოდ შვილი ან მეუღლე, არამედ უფროსი სამსახურში და მკაცრი ოპონენტიც კი.

 

 

 

რუპორი-ihow.geროგორ მოვახდინოთ ადამიანზე ზეგავლენა სიტყვიერი გამოსვლით? ყოველთვის შეაქეთ ადამიანი მისი მცდელობებისა და შესაძლებლობების გამო, მაშინაც როცა ამაში არაა რაიმე განსაკუთრებული. ადამიანის ქება განაწყობს მას თქვენს მიმართ, რის შემდგომაც იგი ყოველთვის დაკვირვებით მოგისმენთ თქვენ და ამის ხარჯზე თქვენ შეძლებთ დაასტიმულიროთ მისი მოქმედებები.

 

 

ადამიანის-ნაკლოვანებები-ihow.geძალიან დამაჯერებლად გამოიყურებიან ადამიანები რომლებსაც არ ეშინიათ საკუთარი ნაკლოვანებების და შეუძლიათ ამაზე გაიცინონ კიდევაც. არ დამალოთ საკუთარი შეცდომები, ყოველთვის აღიარეთ ისინი. შედეგი: თქვენ შეგამჩნებენ და გაითვალისწინებენ თქვენს თვითკრიტიკასა და ობიექტურობას.

როგორ მოვახდინოთ ადამიანებზე ზეგავლენა? მთავარი წესია: თუ გაგიწიეს რამე მომსახურება, მაში უპასუხეთ მსგავსით. ასევე მოიქეცით სხვა სიტუაციებში: არავინ დარჩება მოვალედ – დაგეუფლებათ საპასუხო დახმარების გრძნობა გაწეული მომსახურებისათვის.

მოვლილობა-ihow.geროგორ მოვახდინოთ ადამიანებზე ზეგავლენა? რა თქმა უნდა, უნდა იცოდეთ ადამიანის მოსმენის უნარი, ურჩიოთ რაიმე და თანაუგრძნეთ. აუცილებლია გამოიჩინოთ ინტერესი მოსაუბრის მიმართ და არა მექანიკურად უპასუხოთ. თანამოსაუბრე ინტუიციურად განეწყობა, და შემგომ შეგიძლიათ უბიძგოთ იმ მოქმედებისაკენ რაც თქვენ გაწყობთ.

ყოველთვის იყავით თავაზიანი – ხშირად ეს ამართლებს. გამოიყენეთ “ჯადოსნური” სიტყვები: გთხოვთ და წინასწარ გმადლობთ.

ღიმილი-ihow.geროგორ მოვახდინოთ ადამიანებზე ზეგავლენა? საკუთარის მიზნების მიღწევა ადვილია, უბრალოდ ისაუბრეთ თავდაჯერებულად და ოპტიმიზმით. და დაიმახსოვრეთ მთავარი იარაღი –  ეს არის გაბრწყინებული ღიმილი :)

წინა «
შემდეგი »