როგორ მოვახდინოთ ზეგავნლენა რეალობაზე?

  • Creed
  • მაისი 26, 2014

რეალობაზე-ზეგავლენა-ihow.geროგორ მოიქცეს ადამიანი, თუ ის ხედავს რომ ცხოვრებაში ხორციელდება რაც მას არ სურს? ყოველდღიური გონება ამაოდ ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს “სარკის ანარეკლზე”. მაშინ როდესაც, აუცილებელია შევცვალოთ წარმოსახვა (სახე/გამოსახულება). წარმოსახვა არის ფიქრების მიმართულება და ხასიათი. მაგალითისათვის წარმოვიდგინოთ ესეთი აბსურდული სიტუაცია : სარკესთან მდგარი ადამიანი ცდილობს ხელით დაიჭიროს სარკის გამოსახულება და მოახდინოს რაიმე ცვლილება. აუცილებელია მოვწყვიტოთ მზერა სარკეს და უარი ვთქვათ გონებაშეზღუდულ განზრახვაზე – მოვატრიალოთ მსოფლიო დასახული მიმართულებით. ახლა, თუ თქვენ მიზანდასახულად აგზავნით სამყაროში საკუთარ ფიქრის ფორმებს და მიუხედავად ყველაფრისა გამოხატავთ პოზიტიურ დამოკიდებულებას, მაშინ ყველაფერი იქნება თქვენებურად.

რეალობა-გოგო-ihow.geაუცილებელია ჩავატაროთ ფიქრების ინვენტარიზაცია და ამოვკვეთოთ ყველა “ნეგატირი” სიტყვები. უკმაყოფილება, უხალისობა, მტრობა, დაწუნბა, სიძულვილი, ურწმუნოება წარმატებისა და ასე შემდეგ – ეს მთელი ნაგავი ჩავტენოთ ჩანთაში და გადავყაროთ. თქვენი ფიქრები უნდა იყოს მიმართლი, იმაზე თუ რა გსურთ და რა მოგწონთ. ზუსტად მაშინ სარკეში გამოიხატება მხოლოდ სასიამოვნო გამოსახულება. სხვამხრივ, იყავით მზად, რომ მოკლე ხნის განმავლობაში თქვენ საკუთარ რეალობაში ვერ დააფიქსირებთ ცვლილებებს. ან პირიქით გამოძვრება ყველა უსიამოვნებობები. და, მერე რა? ეს ყველაფერი იქნება დროებითი უხერხულობა, დაკავშირებული “გადასვლასთან”, ახალ დონეზე, ახლა რეალობის დამოკიდებულებაზე. “სარკე” მუშაობს დაგვიანებით. უნდა ბოლომდე გაიტანოთ თქვენი აზრი, მიუხედავად ყველაფრისა. მშვიდად შეეგუეთ პაუზას, როდესაც არაფერი ახლი არ ხდება. არ გაიხსენოთ ცუდი წარსულიდან. დაე, თუ “სარკეში” ღმერთმა იცის რა ხდება , მაგრამ თქვენ იცოდეთ : თქვენი მიზანი არსად არ წავა – ადრე თუ გვიან სარკე გამოსახავს სასურველ გამოსახულებას, რასაც თქვენ ქმნიდით საკუთარ ფიქრებში. თუ ჩვენ არ ვისარგებლებთ უკან მოხედვის ცდუნებით და მყარად ვიდგებით საკუთარზე, მაშინ სარკეში ჩამოყალიბდება საკუთარი რეალობა. ყველაფერი იქნება თქვენებურად.

წინა «
შემდეგი »