როგორ მოვახდინოთ ფოკუსირება

  • daviti
  • February 27, 2012
  • 0

აღნიშნული პრობლემა ხშირად ბევრს გვაწუხებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისასაც კი რთულია შეინარჩუნო ყურადღება და იგი ბოლომდე მიიყვანო წინაღმდეგობების გარეშე. ვინც ფლობს ერთ საგანზე კონცენტრაციის უნარს  მას ჭეშმარიტად შეუძლია აკონტროლოს საკუთარი დრო და რაციონალურად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები. მოცემულ სტატიაში მე გაჩვენებთ თუ როგორ შეიძლება გამოვიმუშავოთ ფოკუსირების უნარი, მე თავად ვიყენებ ამ ხერხებს და გაოცებულიცვარ შედეგით, ამიტომ გირჩევთ განაგრძოთ კითხვა.

მოაშორეთ ყველაფერი  ზედმეტი

  • დაგეგმეთ საკუთარი დღე.

თქვენ ნათლად უნდა იცოდეთ თუ რის გაკეთებას აპირებთ მიმდინარე დღეს. ამიტომ წინა დღეს გაწერეთ ყოველი თქვენი წუთი. დაიცავით ოქროს წესი – პირველ რიგში ვაკეთებთ იმას რაც მნიშვნელოვანია.  

  • მოაწესრიგეთ საკუთარი სამუშაო მაგიდა.

მაგიდაზე  დატოვეთ მხოლოდ ერთი კონკრეტული  სამუშაოს შესასრულებლად საჭირო აღჭურვილობა, ზედმეტი ფურცელიც კი არ უნდა ხვდებოდეს თქვენი თვალთახედვის არეში. მთელი ყურადღება მხოლოდ საქმისკენ მიმართეთ.

  • ჩაახშეთ გარეშე ფაქტორები.

გადასწიეთ ფარდა, გამორთეთ ტელევიზორი და კომპიუტერი. მოწყდით ყველაფერს რამაც შეიძლება თქვენი ყურადღება მიიპყროს.

  • სამოტივაციო მუხტი.

ყველაზე ხშირად ყურადღების მოკრება გვიჭირს იმ საქმეების შესრულებისას რომლებიც არ გვსიამოვნებს. იმისათვის რომ დავძლიოთ ეს პრობლემა, დაგეხმარებათ ჩემი სტატია  სამოტივაციო მუხტი.

  • ბრძოლა ყოველი მონაკვეთისათვის.

დაანაწევრეთ საკუთარი სამუშაო, კონკრეტული სამუშაოსათვის გამოყავით ზუსტი დრო  და პირდაპირი მნიშვნელობით შეეჭიდეთ დროს. გამოიყენეთ დროის საზომი.

  • ჯილდრო გამარჯვებისათვის.

ყოველი მონაკვეთის დასრულებისას გამოყავით 5-10 წუთიანი შესვენებები. სამუშაოს პროცესში  ხშირად  შეიძლება გაიფიქროთ, რომ  დაიღალეთ, ან რაიმე მსგავსი. უთხარით საკუთარ თავს, რომ  დასვენებისთვის გაქვთ გამოყოფილი დრო…

დასვენებისას თქვენ უნდა შეიცვალოთ  სხეულის მდგომარეობა და თუ შესაძლებელია გარემოც.

სულ ეს იყო და თუ ზემოთ აღნიშნულ მითითებულ რჩევებს ყოველდღიურ ცხოვრებაში დანარგავთ შედეგით ნამდვილად გაოცდებით.

 

წინა «
შემდეგი »