როგორ მოვემზადოთ სამსახურის შემდეგი ცხოვრებისა და საპენსიო ასაკისათვის?

  • sona
  • დეკემბერი 23, 2015

პენსიაზე გასვლაიმისათვის რომ თქვენს ცხოვრებაში აქტიური კარიერის შემდგომ ღირსეული და დამსახურებული პერიოდით დატკბეთ, აუცილებელია სათანადოდ მოემზადოთ მისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ხნის ნანატრი წყნარი ცხოვრება სწრაფად გადაიზრდება მოწყენილობასა და დეპრესიაში.

ავტორი: Dr. Doris Wolf, ფსიქოლოგი

ძალიან ბევრი ჩვენგანი მოუთმენლად ელოდება აქტიური სამსახურებრივი კარიერის შემდეგ წყნარ პერიოდს და დამსახურებულ ღირსეულ სიბერეს. ბოლოს და ბოლოს ჩვენ აღარ ვიქნებით იძულებული დავაყენოთ მაღვიძარა, დავიტანჯოთ დილის საცობებში, დავკავდეთ უაზრო სამუშაოთი, დრო დავკარგოთ დაუსრულებელ განხილვებზე, ავიტანოთ უკმაყოფილო მომხმარებლები და გადავიტვირთოთ პრობლემატურ კოლეგებთან ან შეფთან ურთიერთობით …

და მიუხედავად ამისა, ხდება ისეც, რომ სამსახურიდან წასვლის შემდგომ ძალიან გვენატრება ჩვენი ყოველდღიური სამუშაო.

სანამ იმ საკითხზე გადავიდოდეთ, თუ როგორ მოვემზადოთ სამსახურიდან წასვლის შემდგომი ცხოვრებისთვის, და როგორ დავტკბეთ წყნარი ცხოვრებით, მოდი ერთად გადავავლოთ თვალი შეჩვეულ სამუშაო რიტმს.

როგორ შეუძლია სამსახურს განსაზღვროს ჩვენი ცხოვრება

გამოვდივართ იქიდან რომ, ჩვენ ერთხელ მაინც ვყოფილვართ ან ვართ დასაქმებული რაიმე ტიპის სამსახურში. თვითდასაქმებულ პირებთან შესაძლოა ყველა ეს პუნქტი არ იყოს ან ნაწილობრივ იყოს აქტუალური.

ჩვეულებრივ შემთხვევებში, როგორც წესი, სამსახურს აქვს ბევრი წლების განმავლობაში განმსაზღვრელი მნიშვნელობა ჩვენს, რიგითი დასაქმებულის (მოხელის), ცხოვრებაში:

  • პროფესიული საქმიანობის გამო ჩვენს ცხოვრებაში ყოველ დღეს აქვს განსაზღვრული განრიგი/მიმდინარეობა. კალენდარული წელი იყოფა სამუშაო და თავისუფალ დროებად.
  • სამუშაო დრო გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი თავისუფალი დრო.
  • სამუშაო დროის შინაარსი განსაზღვრულია დამსაქმებელის ან და ჩვენი პროფესიისაგან.
  • ჩვენი ჰობისათვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო ანდა საერთოდაც ვერ ვიცლით მისთვის.
  • საღამოობით საკმაოდ დაღლილი ვართ იმისათვის, რომ კიდევ ბევრის კეთება შევძლოთ დამატებით.
  • ჩვენი სამუშაოს მეშვეობით ვიღებთ ჩვენი ცხოვრების აზრსა და საზოგადოებაჩვენს პიროვნებას ანიჭებს გარკვეულ მნიშვნელობას.
  • ჩვენ მეტ დროს ვატარებთ კოლეგებთან ერთად, ვიდრე ჩვენს პარტნიორებთან, ოჯახთან ან მეგობრებთან.
  • საცხოვრებელ ადგილს ხშირად ვირჩევთ ჩვენი სამსახურიდან გამომდინარე.
  • ჩვენს მიერ არჩეული კვალიფიკაციის ამაღლების კურსებიც მიმართულია იქით, რომ პროფესიულად მოხდეს ჩვენი ზრდა ან/და გადამზადება (თემატურად შემოსაზღვრულია).
  • ჩვენი საუბრის თემებიც უმეტესად შემოიფარგლება სამსახურში მომხდარი მოვლენებით.
  • მთელ ჩვენ ძალისხმევას ვახმართ ჩვენი საქმიანობის განხორციელებას და ვცდილობთ რამდენადაც შესაძლებელია არ გავხდეთ ავად.
  • სამსახურში წარმატება, კოლეგებთან თანამშრომლობა და ჩვენს მომხმარებლებთან მიღებული გამოცდილება განსაზღვრავს ჩვენს განწყობას.
  • ჩვენ საკუთარ თავს ვხედავთ/განვიხილავთ, როგორც ადამიანს, რომელიც აქტიურია და რაღაც კარგს აკეთებს საზოგადოებისათვის.
  • დღის უდიდესი ნაწილი, ვატარებთ ე.წ. სამსახურებივ სამოსს და სხვა ადამიანებთან კონტაქტისათვის მოგვყავს თავი შესაბამის ფორმაში.

ანუ ჩვენი სამსახური ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. ეს ნიშნავს, რომ იმ პერიოდისათვის, როდესაც ჩვენ საპენსიო ასაკში წავალთ სამსახურიდან, წინ გველოდება მთელი რიგი ცვლილებები და ახალი ამოცანები.

რა ცვლილებები ხდება სამსახურიდან წასვლის შემდეგ

ფინანსურ ცვლილებებზე და შესაძლო დანაკარგებზე აქ არ ვისაუბრებთ, მათ თუმცა რასაკვირველია შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ ჩვენს ცხოვრებაზე ე.წ. „პენსიაზე გასვლის“ შემდგომ.

ასევე სამსახურიდან წასვლის დრო, ჩვენი სურვილით წავედით, თუ გაგვათავისუფლეს, როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაქვს წასვლისას თამაშობენ მნიშვნელოვან როლს.

პენსიონერი

მაგრამ აქ ყურადღებას გავამახვილებთ, იმ სოციალურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებზე, რომელიც დგება, როდესაც სამსახურიდან ასაკობრივი ზღვარის მიღწევის გამო მივდივართ.

სამსახურიდან წასვლის შემდეგ ჩვენ უნდა:

  • განვუსაზღვროთ ჩვენ თავს სამუშაო სტრუქტურა.
  • აღმოვაჩინოთ, რითი გვსურს ვიყოთ დაკავებული, როგორ გავატაროთ დრო და მივიღოთ სიამოვნება.
  • ისეთი ამოცანები მოვძებნოთ, რომელიც იქნება აზრიანი და მოგვიტანს აღიარებას/როლს საზოგადოების თვალში.
  • გავააქტიუროთ ჩვენი სამეგობრო წრე ან ახალი კონტაქტები დავამყაროთ.
  • ვიზრუნოთ ჩვენს ოჯახზე.
  • ვიპოვოთ ჩვენს პარტნიორთან ერთად საერთო ინტერესები.
  • გადავინაწილოთ სახლის საქმიანობა.
  • გადავწყვიტოთ გვინდა თუ არა იგივე ადგილზე (საცხოვრებელ მისამართზე) დარჩენა.
  • მოვიფიქროთ, რა გვსურს გავაკეთოთ ჩვენი ჯანმრთელობისათვის.
  • შევიმუშაოთ ჩვენი პიროვნების ახალი რაობა და აღქმა: ვინ ვართ ჩვენ, როცა აღარ ვართ დასაქმებული xy სამსახურში?
  • ჩვენთვის ჰარმონიული/დაბალანსებული და მიზანშეწონილი სიმშვიდისა და აქტივობის დონე ვიპოვოთ.
  • აღმოვაჩინოთ, როგორ სამოსში ვგრძნობთ თავს საუკეთესოდ.

ბუნებრივია, ჩვენთვის ადვილია ეს ცვლილებები, თუ უკვე ჩვენი პროფესიული საქმიანობის ბოლო წლებშიც დაკავებული ვართ გარკვეული მომზადებით – თუმცა მათი გაანალიზება არასოდეს არის გვიან.

ყველაზე გვიან, თუ უკვე თავი ვიგრძენით დეპრესიულად ან სრულად დაუბალანსებლად, მაშინ ნამდვილად დროა, გავაანალიზოთ რა გვჭირდება იმისათვის, რომ გამოვიყვანოთ თავი მდგომარეობიდან და მოვიპოვოთ კმაყოფილება.

სამსახურიდან წასვლის შემდგომი ცხოვრების დაგეგმვა – როგორ მივიღოთ პენსიაზე გასვლით სიამოვნება?

უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს და გააქტიურდით:

რა ამოცანები და საქმიანობები განიჭებთ ან განიჭებდათ კმაყოფილებას და სიამოვნებას სამსახურში?

პენსიაზე გასვლა ავტომატურად არ ნიშნავს რომ თქვენ აღარასოდეს უნდა მიუჯდეთ კომპიუტერს ან აღარ წარმართოთ საქმიანი მოლაპარაკება/განხილვა. რაც გსიამოვნებთ, შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ მისი კეთება.  ამისათვის დაუსვით თქვენ თავს კითხვა:

მინდა ის საქმიანობები, რომელიც რაღაც დონეზე სასიამოვნოა ჩემთვის, რაიმე ფორმით გავაგრძელო?

თუ კი, შემიძლია ჩემ ფირმაში/სამუშაო ადგილზე ნახევარ განაკვეთზე ვიმუშაო?

თუ ჩემს ძველ სამუშაო ადგილზე არა, მაშინ რომელ სფეროში ან რომელ ორგანიზაციაში შემიძლია ჩემი უნარების და ცოდნის გამოყენება? ანაზღაურებით თუ მოხალისედ? მინდა მაგალითად უფროსი ექსპერტის რანგით მუშაობა?

მოხალისედ შესაძლოა მაგალითად სპორტულ კავშირებში, ეკლესიებში ან საქველმოქმედო ორგანიზაციებში მუშაობა. სახელმწიფოს, ქალაქს და მუნიციპალიტეტებსაც აქვთ მოხალისეთათვის გარკვეული ტიპის საქმიანობები, რაც შეიძლება მოიძიოთ ინტერნეტის მეშვეობით მათ შორის მსოფლიოს მასშტაბით და შეუერთდეთ მოხალისეებს.

რომელი ჰობი მქონდა და რა მინდოდა აქტიურად მეკეთებინა რასაც ვერ ვახერხებდი ბოლო წლების განმავლობაში?

თქვენი „პენსიაზე გასვლა“ გთავაზობთ შანსს, უფრო მეტად ჩაიხედოთ თქვენს თავში, მოუსმინოთ შინაგან ხმას და იცხოვროთ თქვენი სურვილების კარნახით. თქვენ უფლება გაქვთ იაროთ თქვენი არჩევანითა და ნამდვილი ინტერესით – თუმცა წინაპირობა არის ის რომ ამით არ დაირღვეს თქვენი პირადი ცხოვრება და ოჯახური იდილია. ჰკითხეთ თქვენს თავს:

რა მაინტერესებდა სულ? რომელი ჰობი მინდა რომ ახლა განვახორციელო?

შესაძლებელია, რომ თქვენ თავდაპირველად მოსინჯოთ სხვადასხვა აქტივობები, როცა თქვენ არ იცით რა მოგიტანთ ნამდვილ სიამოვნებას.

შეიძლება მოიძიოთ რაიმე თქვენთვის საინტერესო თემა ზრდასრულთათვის სწავლების  კურსიდან და რაიმე საკითხზე მიიღოთ გაღრმავებული ცოდნა.

როგორ მინდა გამოიყურებოდეს ჩემი დღის გრაფიკი მას შემდეგ რაც სამსახურიდან წავალ?

პენსიაზე გასვლა გთავაზობთ შესაძლებლობას იცხოვროთ მაღვიძარას და დროის გაწერილი გრაფიკის გარეშე. თუმცა შეგიძლიათ ცადოთ, რაიმე სტრუქტურის მოფიქრებით ხომ არ იქნება თქვენთვის უკეთესი დღის გატარება. კითხეთ თქვენს თავს:

მინდა მაგალითად განსაზღვრულ დროს ავდგე ხოლმე? დილით ვივარჯიშო? გავეცნო პრესას? და ასე შემდეგ? რომელ საათზე მინდა ვისაუზმო, ტელევიზორს ვუყურო და როდის დავიძინო? კარგია ჩემთვის თუ რაიმე მიზნებს დავისახავ და მათ შევასრულებ?

რიტუალები ძალიან დამხმარეა ადამიანთა უმეტესობისათვის.

რომელი მეგობრული კონტაქტების შენარჩუნება ან და გააქტიურება მინდა? ახალი კონტაქტების დამყარება სად შემიძლია?

აქტივობებს და ამოცანებს, რომელიც გვავსებს, მიეკუთვნება ასევე სხვა ადამიანებთან კონტაქტი. რაიმე ჯგუფისადმი კუთვნილება და ერთობლივი გართობა წარმოადგენენ ფაქტორებს, რომელიც გვეხმარება, რათა კარგად და ღირსეულად ვიგრძნოთ თავი პენსიაზე გასვლის შემდეგ.

აიღეთ თქვენი კონტაქტების წიგნი ხელში და თავიდან ბოლომდე გადაათვალიერეთ. დიდი ალბათობით იპოვით ადამიანებს, რომლებთაგან დიდი ხანია აღარ გსმენიათ. დაურეკეთ მათ ან  საერთოდ წაშალეთ წიგნიდან.

თუ არავინ იქნება ისეთი, რომლებთანაც გინდათ საერთო გქონდეთ, მაშინ თქვენ თავს დაუსვით შეკითხვა, სად შეიძლება გავიცნო ადამიანები, რომლებსაც ჩემი მსგავსი ინტერესები აქვთ?

ყველაზე მარტივია ადამიანებთან ახალი კონტაქტების დამყარება რაიმე აქტივობის ან ჰობის მეშვეობით.

როგორ წარმოუდგენია ჩემს მეუღლეს ჩემი პენსიაზე ყოფნის პერიოდი?

წლების განმავლობაში, თქვენ და თქვენს მეუღლეს ბევრი რიტუალი გაქვთ თქვენთვის ჩამოყალიბებული, განვითარებული გაქვთ თქვენეული ოჯახური ცხოვრების წესი, ვინ რომელ ოჯახურ საქმიანობას ინაწილებთ, რამდენად ხშირად გაქვთ ერთმანეთისთვის დრო და საუბრობთ ერთმანეთთან, ვის უპყრია ხელთ ტელევიზორის პულტი J, რამდენად ხშირად ურთიერთობთ მეგობრებთან, ვინ განკარგავს ფინანსებს, ვინ ამზადებს საჭმელს, სარეცხს ვინ რეცხავს და ასე შემდეგ.

პენსიაზე გასვლა გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას ახალი განაწილება და ახალი წესრიგი ჩამოაყალიბოთ.

პენსიონერი წყვილი

ისაუბრეთ ამ საკითხზე თქვენს მეუღლესთან, ვინ რა საქმიანობას იღებს თავის თავზე ამიერიდან, ვინ რას აკეთებს თავისთვის მარტო, ერთად, ვის რა სურვილები აქვს და როგორ წარმოუდგენია მათი განხორციელება.

რა მინდა გავაკეთო საკუთარი ჯანმრთელობისათვის ?

აქტიური სამსახურებრივი მოღვაწეობის შემდეგ, პენსიაზე გასვლისას უკვე შეგიძლიათ თქვენი  ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. მეტი დრო გაქვთ იმისათვის, რომ უფო მოუსმინოთ თქვენს თავს და იზრუნოთ ჯანმრთელობაზე და თქვენს პირად საჭიროებებზე. ჰკითხეთ თქვენს თავს:

რამდენი მოძრაობა და თუნდაც სპორტით დატვირთვა შემიძლია და მინდა დღის განმავლობაში?

მინდა გადავახალისო კვების რეჟიმი? რის გაკეთება მინდა იმისთვის რომ თავი ვიგრძნო უკეთესად?

მაგალითისთვის შეიძლება დაკავდეთ განტვირთვის პროცესის ან და თუნდაც მედიტაციის შესწავლით. ან თუნდაც ესტუმროთ იოგის ან/და სიცილის თერაპიის ჯგუფებს.

ეს სტატია გთავაზობთ მთელ რიგ კითხვებს, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ (არა აუცილებლად სამსახურიდან წასვლის შემდეგ) და მართალია შეიძლება გაგიჩნდეთ გრძნობა, რომ ეს არც თუ ცოტა სამუშაოა და სულაც არ გინდათ მისი გაკეთება.

მაგრამ, ეს არის სამუშაო და ამავდროულად შანსი, რათა თქვენი ცხოვრება მოიწყოთ საკუთარი შეხედულებებითა და სურვილებით და შესაძლოა თქვენი, თქვენთვის სრულიად უცნობი მხარეებიც კი აღმოაჩინოთ.

ისევე როგორც, დიდი შრომა და ენერგია გაქვთ ალბათ ჩადებული თქვენს განათლებაში, ისევე შეიძლება შეხედოთ ამ საკითხსაც. იმისათვის რომ პენსიის შემდგომ თქვენი ცხოვრება გახადოთ მრავალფეროვანი და ჰარმონიული, საჭიროა მოემზადოთ მისთვის.

რა აუცილებელი ელემენტებისგან უნდა შედგებოდეს ცხოვრება, რომ მშვიდად „გახვიდეთ პენსიაზე“?

იმისათვის რომ თამამად შეაბიჯოთ საპენსიო ასაკში, აუცილებელია მანამდე მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში იზრუნოთ და თანაბარი ყურადღება დაუთმოთ ხუთ ძირითად ელემენტს. ეს იქნება ძალიან კარგი და საკმარისი საფუძველი იმისთვის რომ დატკბეთ მშვიდი ცხოვრებით საპენსიო ასაკში და თავი იგრძნოთ ღირსეულად.

  • სამსახური და საქმიანობა
  • მატერიალური უზრუნველყოფა
  • ცხოვრების აზრი და ღირებულებები
  • ურთიერთობები და მეგობართა წრე
  • დადებითი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა

პენსიაზე წასვლა არის შესანიშნავი ამბავი, თუ ამ დროისათვის ხართ მომზადებული და რეალურად აცნობიერებთ რა ცვლილებები მოაქვს პენსიაზე გასვლას და რა შესაძლებლობები იხსნება ახლებური ცხოვრებისთვის.

წინა «
შემდეგი »