როგორ მოვემზადო გასაუბრებისთვის?

  • geniosa1991
  • სექტემბერი 3, 2014

გასაუბრებაალბათ ხშირად გსმენიათ ტექსტები: ისევ უმუშევარი ვარ, გასაუბრება ვერ გავაირე, არ ამიყვანეს, ნეტა რატომ არ მოვეწონე და სხვა უკმაყოფილებები, რომლებიც ძირითადად აპროტესტებს იმას, თუ რატომ არ მოეწონა იგი გამსაუბრებელს, რა დაუწუნა და ა.შ. ეს ფრაზები გვესმის ადამიანებისგან, რომლებსაც ძალიან სურთ დაიწყონ მუშაობა, მაგრამ ვერცერთხელ ვერ გადაურჩნენ ,,ბოროტ” გამსაუბრებლებს.

მიუხედავად ამისა, ჩემმა გამოცდილებამ სულ სხვა რამე მასწავლა. დავადგინე მარტივი ჭეშმარიტება, რომ გამსაუბრებელი არაა ,,ბოროტი” (შეიძლება არ იღიმებოდეს, რაც მართლა ცუდია), არამედ აპლიკანტი ვერ ახდენს დაარწმუნოს გამსაუბრებელი. ამ სტატიაში მინდა ჩამოვაყალიბო 6 ცოდვა, რომელსაც აპლიკანტები ,,იდენენ” ხოლმე და 6 რჩევა, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ ისინი და როგორ უნდა მოვიქცეთ გასაუბრებაზე.

როგორ ჩავიცვა გასაუბრებაზე?

ხშირად გასაუბრებაზე აპლიკანტები მიდიან არასწორად ჩაცმულები, რაც გამსაუბრებელთან შესვლისთანავე ტოვებს უარყოფით დამოკიდებულებას. დახეული ჯინსებით, ჭუჭყიანი კეტებით, უზარმაზარი დეკოლტეთი, მოტკეცილი შარვლით/ელასტიკით ან ერთმანეთისათვის შეუსაბამო ტანსაცმლით გასაუბრებაზე არასოდეს გვექნება შანსი. ხშირად აპლიკანტები მეორე უკიდურესობაშიც ვარდებიან: იცვამენ ზედმეტად კონსერვატიულად, რაც გამსაუბრებელს უტოვებს განცდას, რომ აპლიკანტი ან არაადექვატურია, ან ზედმეტად კონსერვატიული და შესაძლოა მას არ ჭირდებოდეს ასეთი თანამშრომელი.

დავიმახსოვროთ, რომ გასაუბრებაზე უნდა გამოვცხადდეთ სასიამოვნოდ ჩაცმულები, დაახლოებით ისე როგორც ჩავიცმევდით ქორწილში, სადაც არავინ გვიცნობს. გამსაუბრებლების დიდი ნაწილი ლოიალურები არიან არაკონსერვატორული ჩაცმულობის, ამიტომ სასურველია გვეცვას თუნდაც ჯინსი, ოღონდ ცოტა კლასიკური, მაისური, ოღონდ სადა და სასურველია თეთრი ფერი დომინირებდეს (მშვიდობის განცდას ტოვებს) ან წითელი (გამოკვეთილი ლიდერის ფერი). ფეხსაცმელი თუმცაღა გამსაუბრებელთან ჯდომისას თითქმის არ ჩანს, მაგრამ გაივალისწინეთ რომ აპლიკანტის დათვალიერებას ძირითადად ქვემოდან იწყებენ, რაც ნიშნავს რომ პირველი ფეხსაცმელს შეხედავენ, ამიტომ იგი უნდა იყოს არც ზედმეტად კლასიკური და არც ზედმეტად სპორტული, არამედ ტანსაცმელთან შეხამებული.

როგორ მოვიქცე გასაუბრებაზე?

ნერვიულობის დასაფარად აპლიკანტები ხშირად შესვლისთანავე დასაჯდომს ეძებენ და სასწრაფოდ ჯდებიან. ამას უმატებენ ხელების არაადექვატურ ქნევას და თვალების აქეთ-იქით ცეცებას.

სამსახური

დავიმახსოვროთ, რომ მიღებული ნორმაა: ვიდრე გამსაუბრებელი არ შემოგთავაზებს დაჯდომას, არ უნდა დავჯდეთ. ე.ი. მას აინტერესებს შენი ვიზუალი მთლიანობაში და სამწუხაროდ, იძულებული ხარ იდგე მანამ არ ,,დაგათვალიერებს”. ეცადე, მოძებნო ხელების საქმიანი პოზიცია და ისინი დააკავო ერთ ადგილზე (მაგიდაზე დააწყვე, სკამის სახელურები გამოიყენე და ა.შ.). თვალების ცეცების ნაცვლად, შესძინე მათ დამაჯერებლობა და მოტივაციის სხივი და მიანათე გამსაუბრებელს ორივე მათგანი.

როგორ ვისაუბრო გასაუბრებაზე?

ხშირად ვყოფილვარ ჯგუფურ გასაუბრებაზე, სადაც გამსაუბრებელი აპლიკანტს რამდენჯერმე ამეორებინებდა ამა თუ იმ ინფორმაციას, ხშირად მეტად მნიშვნელოვანსაც კი. ფაქტმა, რომ არცერთი მათგანი არ დაუსაქმებიათ, მიმახვედრა რომ გასაუბრებაზე ხმადაბლა ლაპარაკი არის ,,უმუშევრად დამტოვებელი ცოდვა”. თუმცა ხშირად მომისმენია, ხმამაღალი, მოუზრდელო-მოყვირილო საუბარი, რომელიც თავისთავად უმუშევრობას გვიქადის.

გავითვალისწინოთ, რომ საუბარი პირველ რიგში უნდა იყოს დამოკიდებული აუდიტორიის სიდიდეზე და გამსაუბრებლის სიახლოვეზე. მისალმების დროს შეგვიძლია გავთვალოთ თუ ხმის რა სიმაღლეზე საუბარი იქნება მისაღები. ასევე სასურველია დავაკვირდეთ გამსაუბრებლის საუბრის მანერას და რაიმე ელემენტი ჩვენც გადავიტანოთ (ხმის ტემბრი ან მუსიკალობა, ხმამაღლა/ხმადაბლა საუბარი, ღიმილი და ა.შ.)

როგორ გავაკეთო ავტოპრეზენტაცია?

ჩემის აზრით ავტოპრეზენტაცია ყველაზე ადვილი გასაკეთებელია ყველა შესაძლო საპრეზენტაციო თემას შორის, ვინაიდან თემა არის ის რაც ხარ და რაც გაგივლია/გაგიკეთებია მთელი ცხოვრების მანძილზე. გამსაუბრებელთა უმეტესი ნაწილი იწყებს კითხვით: მოგვიყევით თქვენს შესახებ? რაც ავტომატურად ნიშნავს რომ უნდა დაიწყო ავტოპრეზენტაცია.

ავტოპრეზენტაციისადმი ,,ცოდვად” შეიძლება ჩავთვალოთ მანამდე მისი გაუაზრებლობა. მიუხედავად იმისა, რომ იცი ის რაც გაგივლია, აუცილებელია გონებაში დალაგებული გქონდეს ის ფრაზები და მიმდევრობა თუ როგორ წარადგენ მას. ანუ გარდა იმისა, რომ გქონდეს გამზადებული CV კომპიუტერში, ასევე გამზადებული ავტოპრეზენტაცია უნდა გქონდეს გონებაში. ყოველი ახალი გამოცდილება და საავტოპრეზენტაციო სიახლე მაშინვე უნდა ჩასვა გონებაში.  ასევე აუცილებელია ვარჯიში სარკის წინ. ამით ჩვენ ვსწავლობთ ჩვენს სახის მიმიკებს, გვაქვს საშუალება ჩვენს თავს დავაკვირდეთ გამსაუბრებლის მხრიდან და ჩვენი შანსები შევაფასოთ და გავზარდოთ.

წარმატება

ეცადეთ მაქსიმალურად წარმოაჩინოთ ის, რაც გააკეთეთ მანამდე…

იყავით გულწრფელები, მაგრამ ცოტა მოიტყუეთ…

ნუ ეტყვით გამსაუბრებელს რომ ყველაფერი შეგიძიათ, ოღონც აგიყვანონ….

ნუ ეტყვით რომ ნებისმიერ ფასად იმუშავებთ, ოღონდ აგიყვანონ… (დაბალი თვითშეფასების ნიშანია)

 

მე დავსაქმდი, შენც გისურვებ წარმატებას!!!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.