როგორ მოვერგოთ ახალ სკოლას?

  • An'na
  • December 20, 2017
  • 0

სკოლა ბავშვის წარმატების საწყისია. ახალ სკოლაში გადასვლა შეიძლება საშიში ჩანდეს. შეიძლება დაიკარგო, ან მასწავლებლები ძალიან მკაცრები იყვნენ. თუმცა როგორც კი სკოლის აქტივობებში ჩაერთვები,მიხვდები, რომ უკვე მეგობრებს იჩენ და ყველაფერი მარტივდება. თუ გეცოდინება ყველაფერი შენ სკოლაზე და მეგობრების შეძენაზე და კარგად მოემზადები პირველი დღისთვის, ეს პერიოდი უფრო გამარტივდება.

 

ნაბიჯი 1: სკოლის დაწყებამდე,შეიარე შენ სკოლაში მშობლებთან ერთად და გაიგე სად არის შენი საკლასო ოთახი, კაფეტერია,აუდიტორია და ყველა მნიშვნელოვნი ადგილი (მათ შორის,საპირფარეშოც).

 ნაბიჯი 2: გაიცანი შენი მასწავლებლები. გაუღიმე მათ და იყავი მეგობრული. ეს ბევრად გაგიმარტივებს შეგუების პროცესს. გაიგე ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციები,როგორიცაა მათი სახელი,საგანი და ა.შ.

ნაბიჯი 3: წაიკითხე სკოლის ცნობარი. თუ სკოლის პოლიტიკას წინასწარ გაეცნობი, ეს დაგეხმარება,რომ მოერგო სკოლის კულტურას. გამოიყენე მშობლების დახმარება იმ წესებში, რომელიც შენთვის ცოტათი დამაბნეველია. ცნობარში შეიძლება იყოს საინტერესო ფაქტები სკოლაზე,რაც დაგაახლოვებს სკოლასთან, მასწავლებლებთან და კლასელებთან.

 

ნაბიჯი 4: გაეცანი შენი სკოლის კალენდარს. სასარგებლო იქნება თუ წინასწარ გეცოდინება როდის გექნება არდადეგები და დასვენების დღეები.

 

ნაბიჯი 4: სკოლის პირველ დღემდე, კარგი იქნება თუ ნახავ რამდენი დრო გჭირდება სკოლაში ფეხით, ველოსიპედით ან მანქანით მისასვლელად.

ნაბიჯი 5: მოაგროვე სკოლის ნივთები ერთად. შეადგინე საჭირო ნივთების სია, შეიძინე ისინი და დარწმუნდი, რომ სკოლაში წაიღებ.

ნაბიჯი 6:  სკოლის წინა დღეს კარგად გამოიძინე. კარგი დასვენება ნებისმიერ ნერვულ ფონს მოიგერიებს. თუ 12-ზე მეტის ხარ,მაშინ 8-9 საათი ძილია საჭირო,ხოლო 12 წლამდე 10-11 საათი.

ნაბიჯი 7: შეიძლება ზედმეტად ნერვიულობდე იმისთვის,რომ კარგად ჭამო, მაგრამ შენი ორგანიზმი იმსახურებს ცოტა საწვავს ლანჩამდე გაძლებისთვის. მიირთვი რამე ისეთი, რაც პროტეინს შეიცავს.

ნაბიჯი 8: შეასრულე მასწავლებლების ინსტრუქცია. როდესაც ახალ სკოლაში მიდიხარ, კარგი იქნება თუ თავიდანვე კარგ შთაბეჭდილებას დატოვებ მათზე,რადგან ეს მთელი წელი გასტანს.

ნაბიჯი 9:  ისწავლე როგორ გააცნო საკუთარი თავი. შენი თავის წარდგენამ და საუბრის დაწყებამ ახალ ადამიანთან შეიძლება შეგაშინოს, განსაკუთრებით თუ მორცხვი ხარ. თუმცა, როცა ერთხელ დაადნობ ყინულს, შემდეგ მეგობრების გაჩენა ძალიან გამარტივდება. აირჩიე ვისთანაც საუბარი გსურს,გაუღიმე და ესაუბრე სკოლასთან დაკავშირებულ თემებზე, მაგალითად “ინგლისურის კლასში ერთად ვართ”. შეგიძლია საუბრის დასაწყებად სხვა მეთოდიც გამოიყენო,მაგალითად კომპლიმენტი უთხრა მათ ტანსაცმელზე.

ნაბიჯი 10: მიიღე მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში. ამ გზით შენ მოხვდები პატარა ჯგუფში,შენი მსგავსი ინტერესებით.

ნაბიჯი 11: იყავი საკუთარი თავი. ვერ მოახერხებ,რომ ერთდროულად სხვა ადამიანი იყო და თან მოერგო სიტუაციას. უკეთესია, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტი იყო და არ იდარდო რას იფიქრებს სხვა შენზე.

ნაბიჯი 12: როცა სკოლაში ახალი ხარ, ნებისმიერთან შეგიძლია დამეგობრება. სკოლის “მაგარ” ბავშვებთან დამეგობრება ძალიან მაცდურია,თუმცა სჯობს მთელი ძალები ისეთი მეგობრების შეძენას მოახმაროთ, რომელთანაც თავს კომფორტულად იგრძნობთ. ეს ყველაფერი კი უბრუნდება საკუთარ თავად ყოფნის იდეას. ვინ არის ის ხალხი, რომლებსაც შენთან ყოფნა იმის გამო მოსწონთ,ვინც სინამდვილეში ხარ?

ნაბიჯი 13: დაუსახე საკუთარ თავს მიზნები. თუ ყოველ დღე, ყოველ კვირა გექნება მიზნები, ამით გაანალიზებ რამდენად უმჯობესდები

 

ნაბიჯი 14: შეინარჩუნე ძველი მეგობრები. დაურეკე მათ ხშირად და მიწერე მეილი.

ნაბიჯი 15: გვერდით მჯდომთან საუბარი ყველაზე მარტივი გზაა მეგობრის შესაძენად.

 

წინა «
შემდეგი »