როგორ მოვიგოთ ქალის გული

  • marinola
  • აგვისტო 12, 2012

საჩუქარი გახსოვდეთ, რაც არ უნდა მიართვათ ქალს ეცადეთ ლამაზად იყოს შეფუთული.

სუნამო. დახვეწილი პარფიუმერია რა თქმა უნდა ყველა ქალს სიამოვნებს, ქალიშვილებს უბჯობესია ყვავილებისა და ხილის არომატიანი სუნამო უძღვნათ, გაფურჩქვნის ასაკში მყოფ ქალბატონებს – მგრძნობიარე აზიური სანელებლების სურნელის მქონე პარფიუმი, ასაკოვანი ქალებისთვის კი შედარებით მკაცრი და ცივი არომატი შეარჩიეთ.

კოსმეტიკა. მრავალი ქალბატონი სწორედ ასეთ საჩუქარზე ოცნებობს, ოღონდ გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში არ მიართვათ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი. ტუჩის საცხის, თვალის ჩრდილების, ტონალური კრემისა და პუდრის ფერების შერჩევისას გაითვალისწინეთ ადრესატის თვალისა და კანის ფერი.

სამკაული. ძვირფასი ლითონის ან ქვის თვალწარმტაცი ნივთი ყველა ქალს მოსწონს, ხოლო თუ საყურეს, სამაჯურს, ბეჭედს ან გულსაკიდს სხვა ღირსებებიც აქვთ (მაგალითად ორიგინალური ფორმა, ცნობილი ფირმის დამღა ან რაიმე საინტერესო ისტორია) თქვენს რჩეულს საჩუქარი მართლაც ძალიან მოეწონება, თუმცა ზოგიერთი სამკაული სწორედ სისადავით არის მიმზიდველი. მაგალითად, ნიშნობის ბეჭედს არც ისტორია სჭირდება და არც ორიგინალურობა, ის ყოველთვის განუმეორებელი და სასურველია.

კანფეტები. ორიგინალურად შეფუთული კანფეტები მშვენიერი საჩუქარია მით უმეტეს თუ იცით, რომ თქვენს საყვარელ ქალს პარფიუმერია და სუნამოები არ აკლია, თქვენგან კი ყოველთვის ყურადღებასა და სითბოს ელის. თუ შოკოლადს ლამაზ თაიგულსაც დაურთავთ, თქვენი რჩეული სიამოვნებისგან დადნება და უმკაცრეს დიეტაზეც რომ იყოს, მშვენიერი ნუგბარის მიმართ გულგრილი მაინც არ დარჩება.

წინა «
შემდეგი »