როგორ მოვიმატოთ სიმაღლეში?

  • ihow.ge
  • ოქტომბერი 12, 2013

სანტიმეტრისიმაღლეში ზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანია მოზარდობის პერიოდში, ამიტომ როგორც ბავშვები ასევე მშობლები უნდა გაეცნონ ამ რჩევებს და ხელი შეუწყონ შვილებს (საკუთარ თავს) რათა სხვადასხვა მარტივ მიზეზთა გამო არ მოხდეს მოზარდის სიმაღლეში ზრდის შეფერხება.

ადამიანის სიმაღლეზე მოქმედებს როგორც გენეტიკა ასევე გარემო ფაქტორები. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე ფაქტორია ჩვენი სიმაღლის განმსაზღვრელი, ჩვენ შეგვიძლია ისინი გამოვიყენოთ ისე რომ მივიღოთ მაქსიმუმი ჩვენი ზრდის პოტენციალიდან, მაგრამ როდესაც ე.წ. ზრდის ფირფიტები დაიხურება, მას შემდეგ თქვენი სიმაღლე უცვლელი რჩება, ამიტომ სანამ აღნიშნული მოხდება მანამდე არის სწორი ვარჯიშები საჭირო.

სიმაღლეში ზრდა

სიმაღლის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი გენეტიკაა

სიმაღლე არის პოლიგენური ხასიათის მატარებელი, რაც იმას ნიშნავს რომ მასზე მოქმედებს რამოდენიმე სხვადასხვა გენი. გყავდეს ორი მაღალი მშობელი არ ნიშნავს იმას რომ შვილიც აუცილებლად გიგანტი იქნება, ისევე როგორც ორი დაბალი მშობლის შვილზე ვერ ვიტყვით რომ ის აუცილებლად დაბალი იქნება, მაგრამ თუ ნათესავების უმეტესობა ორივე მშობლის მხარეს არის დაბალი ეს ძალიან ზრდის იმის ალბათობას რომ შვილიც დაბალი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში სულიერად ნუ გატყდებით რადგან არავინ იცის რა სიმაღლის გაიზრდებით თქვენი ფიზიკური სიმწიფის (23-26 წლის ასაკამდე) დასრულებამდე.

როგორ გამოვთვალოთ სიმაღლე?

თქვენი მოსალოდნელი სიმაღლის გამოთვლა შესაძლებელია შემდეგნაირად:

  • უნდა გაითვალისწინოთ თქვენი მშობლების სიმაღლე;
  • ერთმანეთს დაუმატეთ დედათქვენის და მამათქვენის სიმაღლეები (ინჩებში ან სანტიმეტრებში);
  • მიღებულ რიცხვს დაამატეთ 13 სმ (5 ინჩი) თუ თქვენ ხართ ბიჭი, ხოლო დააკელით 13 სმ (5 ინჩი) თუ თქვენ ხართ გოგო და შემდეგ გაყავით ორზე.
  • მიღებული პასუხი არის თქვენი სავარაუდო სიმაღლე, მართალია ეს არ არის აბსოლუტურად ზუსტი კალკულატორი, მაგრამ ძირითადად სხვაობა მაქსიმუმ არის, პლიუს-მინუს 10 სმ (4 ინჩი)

თავის არიდება ზრდის შემაჩერებელ ფაქტორებზე

შეიძლება არ არსებობდეს ბევრი რამ რისი გაკეთებაც შეგვიძლია სიმაღლეში ზრდისათვის, მაგრამ რაც დანამდვილებით შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის რომ თავი ავარიდოთ ისეთ გარემო მოვლენებს, რომელთაც შეიძლება ჩვენი სიმაღლეში ზრდა შეაფერხონ.

ნარკოტიკების/თამბაქოს და ალკოჰოლის მიღება ახალგაზრდობის პერიოდში შეიძლება გახდეს მიზეზი ჩვენი სიმაღლეში ზრდის შეჩერებისა, პლიუს ამას არასწორი კვებაც ხელს შეგიშლით სიმაღლეში ზრდაში.

ნუთუ კოფეინი მართლა მოქმედებს სიმაღლეში ზრდის პროცესზე? სამეცნიერო კვლევებმა აჩვენეს რომ კოფეინი არ აჩერებს ზრდას, მაგრამ კოფეინს სხვა უარყოფითი თვისება აქვს მან შეიძლება არ მოგცეთ დაძინების საშუალება, მაშინ როდესაც ბავშვებს და მოზარდებს დღე-ღამის განმავლობაში 9 საათნახევარი მაინც უნდა დაუთმონ ძილს.

მოწევა თუ მოქმედებს სიმაღლეში ზრდაზე? ის თუ რა გავლენას ახდენს სხეულის მასის ინდექსზე (BMI) სიგარეტი, როგორც აქტიურ ასევე პასიურ მწეველებზე ზუსტად განსაზღვრული არ არის, მაგრამ თუ დავუჯერებთ კოლუმბიის უნივერსიტეტის ინტერნეტ რესურს, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასათვის გარკვევით წერია, რომ ბავშვები რომლებიც ეწევიან სიგარეტს ან პასიურ მწეველებს მიეკუთვნებიან არიან უფრო დაბლები ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც საერთოდ არ იკარებენ სიგარეტს.

როგორ მოქმედებს სტეროიდები სიმაღლეზე?  ეს ის შემთხვევაა როდესაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტეროიდები ნამდვილად ხელის შემშლელი ფაქტორია სიმაღლეში ზრდისათვის. ანაბოლური სტეროიდები აფერხებენ ძვლის ზრდას ბავშვებსა და თინეიჯერებში, ამასთან ერთად მცირდება სპერმის რაოდენობა, მკერდის ზომა, სულ სხვა საფეხურზე გადადის არტერიული წნევა რაც ზრდის გულის შეტევის შანსს. ბავშვები რომლებიც არიან დაავადებული ასთმით და იყენებენ ინჰალატორს არიან 1-1,5 სმ-თი უფრო დაბლები იმ ბავშვებზე, რომლებიც არ იყენებენ ინჰალატორს, რადგან ინჰალატორი შეიცავს მცირე დოზით სტეროიდებს.

გამოიძინეთ საკმარისად

კვლევები გვიჩვენებს, რომ ბავშვებმა და მოზარდება 24 საათის განმავლობაში 8,5-11 საათი ძილში უნდა გაატარონ, რადგან მათი სხეული იზრდება და ქსოვილთა რეგენერაცია ხდება მაშინ როდესაც ისინი ისვენებენ.

გამოძინება უნდა მოხდეს მშვიდ გარემოში. თავი უნდა აარიდოთ ხმაურს და არასასურველ სინათლეს. თუ თქვენ გაქვთ ძილის პრობლემა, მაშინ სანამ დასაძინებლად წახვალთ სცადეთ თბილი აბაზანის მიღება ან მიირთვით გვირილის ფინჯანი ცხელი ჩაი.

სიმაღლე

ადამიანის ზრდის ჰორმონი გამომუშავდება ბუნებრივად ჩვენი ორგანიზმის მიერ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ღრმად და ნელი ტალღისებურად გვძინავს.

ზრდის ხელის შემწყობი კრემების, ფხვნილების, აბების ან რაიმე სხვა საშუალებების გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ლიცენზირებულ ექიმს, რადგან შეიძლება მათ გამოიწვიონ სერიოზული გვერდითი მოვლენები.

იკვებეთ სწორად და ჯანსაღად

უზრუნველყავით რომ მიიღოთ ყველა საჭირო ვიტამინი და მინერალი, რომელიც საჭიროა თქვენი ასაკისათვის და რომელიც აუცილებელია თქვენი ზრდისათვის. აუცილებლად მიირთვით საუზმე საჭირო დანამატებთან ერთად.

  • დარწმუნდით რომ მიიღეთ ნახშირწყლები და კალორიები, რადგან სიმაღლეში ზრდის პროცესის დროს თვქენს ორგანიზმს საჭირო ენერგიის გამომუშავებისათვის ისინი აუცილებლად დასჭირდება;
  • მიიღეთ რაც შეიძლება მეტი რაოდენობით კალციუმი (რომელსაც შეიცავს ბოსტნეული და რძის პროდუქტები), კალციუმი ხელს უწყობს ძვლის ზრდას და დაგიცავთ ოსტეოპოროზისაგან;
  • მშიერ კუჭზე მიიღეთ 500 მგ ნიაცინი, იგი იმოქმედებს ზრდის ჰორმონზე დადებითად;
  • მიიღედ D ვიტამინი (D ვიტამინის შეიცავს თევზი, მანგოლდი, სოკო, ან უბრალოდ გაატარეთ დრო მზეზე, იგი გამოიმუშავებს ორგანიზმისათვის საჭირო D ვიტამინს). D ვიტამინი ბავშვებში ხელ უწყობს კუნთებისა და ძვლის ზრდას, ხოლო მისი ნაკლებობა იწვევს სიმაღლეში ზრდის შეჩერებას და ხელს უწყობს წონის მომატებას თინეიჯერ გოგონებში;
  • ასევე მიიღეთ ცილები (რომელითაც მდიდარია ხორცი, კვერცხი, სოიოს ხაჭო და პარკოსანი მცენარეები), ცილები (პროტეინები) არის სიმაღლეში ზრდის ერთ-ერთი უზრუნველმყოფი ფაქტორი. დღეში ერთხელ მაინც უნდა მიიღოთ მაღალი ხარისხის ცილა;
  • გაზარდეთ ცინკის (თუთია) მიღება (ხამანწკები, შოკოლადი, მიწის თხილი, კვერცხი, ბარდა, სატაცური), ცინკის ნაკლებობა ხელს უშლის ზრდას ბავშვებში, იმისათვის რომ მიიღოთ საჭირო რაოდენობის ცინკი საჭიროა მიიღოთ ვიტამინი რომელიც შეიცავს ცინკს;
  • მიირთვით გრაფიკის მიხედვით. დღის განმავლობაში უნდა ჭამოთ სამჯერ, ჩაინიშნეთ ის დროები როდესაც საკვებს მიიღებთ და ეცადეთ ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს ჭამოთ.

შეინარჩუნეთ ძლიერი იმუნური სისტემა 

ხანდახან ბავშობისდოინდელი დაავადება შეიძლება გახდეს მიზეზი სიმაღლეში ზრდის შეჩერებისა. მათი უმრავლესობა შეიძლება აცილებულ იქნეს თავიდან თუ მივიღებთ დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელსაც შეიცავს გრეიფუტი, ფორთოხალი, ლიმონი და ა.შ.

იმუნური სისტემის გაძლიერებასა და შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ჯანსაღი საჭმელი. ეცადეთ თავი აარიდოთ გადამუშავებულ საკვებს, საკვებს რომელიც არ შეიცავს კალორიებს და შეიცავს დიდი ოდენობით ცხიმს. ეცადეთ არ გამოიყენოთ ჰიდროგენიზებული საკვები მაგალითად როგორიცაა მარგარინი.

მიირთვით ფართო სპეტრის ჯანსაღი საკვები. ორაგული, ხილის ასორტი, უამრავი ბოსტნეული, მარცვლეული, ცილის წყარო რძე, ყველი, კაკალი, თევზი და სხვა ისეთი საკვები რომელიც მდიდარია ანდიოქსიდანტებით და ომეგა 3-ით ცხიმოვანი მჟავით, რომელიც საჭიროა ჯანსაღი იმუნური სისტემისათვის.

ავარჯიშეთ სხეული

სამწუხაროთ თუ თქვენი ზრდის ფირფიტები დაიხურა თქვენი ასაკის და გამო ვარჯიში არანაირ შედეგს აღარ მოგცემთ სიმაღლეში გაზრდასთან დაკავშირებით. მაგრამ თუ თქვენ ასაკი ხელს გიწყობთ შეგიძლიათ ველოსიპედით ივარჯიშოთ, იცურაოთ, იოგას მიმართოთ, ან უბრალოდ ირბინოთ და პლიუს ამას ჯანსაღად იკვებოთ და გამოიძინოთ საკმარისი დროით, ეს კომპლექსური მიდგომა აუცილებლად დადებითად აისახება თვენს სიმაღლეზე.

სიმაღლეში ზრდა

ასევე ზრდისათვის კარგია ე.წ გაწელვების (ან თუნდაც გაჭიმვების) გაკეთება. ასევე არსებობს უამრავი სიმაღლეში ზრდის სავარჯიშოები რისი ნახვაც ინტერნეტში შეგიძლიათ, მაგრამ მათი ნახვა მოგიწევთ ინგლისურად და ალბათ საუკეთესო ვარიანტი იუთუბია (სიმაღლეში ზრდის ვიდეოები იუთუბიდან). არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმისა რომ გაწელვები ადამიანს ეხმარება სიმაღლეში ზრდაში, მაგრამ ის დანამდვილებით უწყობს ხელს თქვენს მოქნილობას, რომელიც კარგია როგორც მაღლებისათვის ასევე დაბლებისათვის.

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან

თუ თქვენ ხართ მაღალი ოჯახიდან, მაგრამ სიმაღლით არ შეესაბამებით ოჯახის წევრებს მაშინ აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. პრობლემები, რომელიც შეიძლება აფერხებდეს თქვენს სიმაღლეში ზრდას შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ზრდის ჰორმონის დარღვევასთან ან გამოწვეულ იყოს იმუნური დაავადებით, რაც საკმაოდ იშვიათია მაგრამ მაინც არსებობს.

შეიქმენით კარგი განწყობა

კარგად დაიმახსოვრეთ, რომ შეიძლება სიმაღლე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია გარეგნობისა, მაგრამ არა უმთავრესი. სცადეთ დაელაპარაკოთ საკუთარ თავს და გაერკვიეთ იმაში თუ რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს საკუთარ კანში და რამდენად გჭირდებათ სიმაღლეში ზრდა, და რაც მთავარია შეიგრძენით და იყავით ბედნიერება თქვენი გარეგნობით, მიუხედავად თქვენი სიმაღლისა. პოზიტიური განწყობა უფრო მეტია ვიდრე რამოდენიმე სანტიმეტრი.

ასევე გაეცანით შემდეგ სტატიას და მიიღეთ დამატებითი რჩევები – სიმაღლეში ზრდა

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.