როგორ მოვიმატოთ სიმაღლეში?

  • Press
  • აგვისტო 7, 2014

სიმაღლეში ზრდაპირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიმაღლეში ზრდას განაპირობებს გენეტიკა, მაგრამ მიუხედავად ამისა შესაძლებელია დაბალ წყვილს ყავდეს მაღალი შვილი, ან პირიქით, მაღალ წყვილს ყავდეს დაბალი შვილი. საბოლოოდ კი მანამ, სანამ არ მივაღწევთ ზრდასრულ ასაკს არავინ იცის თუ რამხელა შეიძლება გაიზარდოს ბავშვი.

  • ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ სავარაუდო სიმაღლე ჩვენი მშობლების სიმაღლეზე დაყრდნობით
  • დავამატოთ მშობლების სიმაღლე სანტიმეტრებში
  • მიღებულ შედეგს დავამატოთ 13 სანტიმეტრი თუ ხართ ბიჭი, გოგოების შემთხვევაში გამოვაკლოთ 13სმ
  • გავყოთ 2-ზე
  • მიღებული შედეგი არის თქვენი სავარაუდო სიმაღლე, +- 7სმ, მაგრამ როგორც ავღნიშნე ზოგჯერ ხდება სასწაულებიც

 

ძალიან მნიშვნელოვანია უარი ვთქვათ ისეთ წვრილმანებზე, რაც სიმაღლეში ზრდას აფერხებს შეიძლება ადამიანი არ გაიზარდოს მაღალი, მაგრამ ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა ალკოჰოლი და ნიკოტინი შესაძლებელია არ მიგაღწევინოთ თქვენს საბოლოო სიმაღლეს.

  • სიმაღლეში ზრდაზრდის თუ არა კოფეინი სიმაღლეში არ გაზრდის შანსებს? – მეცნიერების კვლევებმა დაადასტურა, რომ კოფეინი არ ახდენს პირდაპირ გავლენას სიმაღლეში ზრდაზე, მაგრამ ის ამცირებს ძილის ხანგრძლივობას, ძილი კი ძალიან მნიშვნელოვანია ძვლების ზრდისთვის. ადამიანი სწორედ ძილის დროს იზრდება
  • რას იწვევს სიგარეტის მოწევა? – კვლევა იმის შესახებ, რომ სიგარეტის მოწევა ცუდ გავლენას ახდენს სიმაღლეში ზრდაზე დაუზუსტებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ვინც ადრეული ასაკიდან იწყებენ მოწევას იზრდებიან დაბლები ვიდრე არამწეველები

 

იძინეთ ბევრი, კვლევებმა აჩვენეს, რომ მოზარდებს ჭირდება დღეში 8.5-11 საათი ძილი, რადგან, როგორც ავღნიშნე, სხეული ზრდას განიცდის მხოლოდ მაშინ როცა ადამიანს ძინავს. ძილის დროს ოთახში უნდა იყოს სიჩუმე და არ უნდა იყოს სინათლე, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ფაქტორებიც მნიშვნელოვანია. თუ გიჭირთ დაძინება მიიღეთ ცხელი აბაზანა ან დალიეთ ცხელი ჩაი, შეიძლება ეს პროცედურები დაგეხმაროთ დაძინებაში

იკვებეთ ჯანსაღად, როცა ორგანიზმი ზრდის პროცესშია, მას ძვლების გარდა სხვა საზრუნავებიც აქვს, ამიტომ თუ გვინდა, რომ ვიტამინებმა ძვლებამდეც მიაღწიოს უნდა მივიღოთ ჯანსაღი და ვიტამინებით სავსე პროდუქტი.

  • სტაფილოაუცილებელია მივიღოთ კალციუმი
  • ვიტამინი D, რომელსაც შეიცავს თევზი და სოკო
  • ჭამეთ გრაფიკით

 

ასევე კარგი იქნება თუ ვიზრუნებთ იმუნურ სისტემაზე.

და ბოლოს, თუ თქვენ ხართ მაღალი ოჯახის დაბალი შთამომავალი, შესაძლებელია ექიმთან ვიზიტი დაგეხმაროთ, ექიმთან მისვლისას შეგიძლიათ გადაიღოთ რენტგენი ხელის მტევანზე, თუ ძვლები გაერთიანებულია სიმაღლეში გაზრდის შანსი მწირია, მაგრამ თუ ძვლებს შორის მანძილია, მაშინ კიდევ გაქვთ დრო გაიზარდოთ, გისურვებთ წარმატებებს

წინა «
შემდეგი »