როგორ მოვირჩინოთ მასტიტი (რძის შეგუბება)?

  • NiTu_2017
  • თებერვალი 13, 2018

მასტიტიმინდა ერთი სასარგებლო ხალხური მკურნალობის მეთოდი გასწავლოთ მასტიტის წინააღმდეგ. ახალი ნამშობიარევი ვიყავი. ზამთარი იყო. ცოტა ხნით ღია ფანჯარასთან დავდექი. ორი საათის შემდეგ მკერდი ამტკივდა, თითქოს ქვასავით გამიხდა. რძეც აღარ მოდიოდ და ძალიან მაღალი სიცხე მქონდა. ბებიამ რომ მნახა, იმ წამსვე მითხრა-მასტისი გაქვსო.

მასაც ჰქონია თურმე ახალგაზრდობაში მსგავსი შემთხვევა. მაშინვე ჩამიტარა საკუთარ თავზე გამოცდილი პროცედურა, რომელმაც 2-3 საათში სრულიად განმკურნა და შვებით ამომასუნთქა.

მასტიტის ეს ჯადოსნური წამალი კი შემდეგნაირად მზადდება:

  • 4 თავი დიდი ხახვი შუა-შუა უნდა დაჭრათ;
  • ჯამში ჩაასხათ მდუღარე წყალი;
  • უნდა ჩაყაროთ შუაზე გაჭრილი ხახვები და დაელოდა მათ გაცხელებას.

შემდეგ 4 ხახვის ნახევარი ერთ მკერდზე დამადო, მეორე ნახევარი კი – მეორეზე. შემიხვია დიდი თბილი ნაჭრით და თბილად ჩამაცვა. ეს კომპრესი მანამდე მედო, ვიდრე ეს ხახვები არ გაცივდა.

მკერდის მასაჟი

კომპრესის მოხსნისთანავე სასწრაფოდ გამოვიწველე რძე, რომელიც ორივე ძუძუდან შადრევანივით ასხამდა. პროცედურის დამთავრებისთანავე სიცხემ დამიწია, ტკივილი დამიამდა და მკერდიც დამირბილდა.

წინა «
შემდეგი »