როგორ მოვიქცეთ ფურშეტზე ყოფნისას?

  • tatatatusi
  • აპრილი 29, 2014

შვედური მაგიდაამ სტატიის მიხედვით თქვენ მიიღებთ რჩევებს რომელიც ფურშეტზე ყოფნისას გამოგადგებათ, რჩევები გამოადგება როგრორც სტუმარს ისე მასპინძელსაც.

ფურშეტზე დაგვიანება შეიძლება, თუმცა, რა თქმა უნდა, მიღების დასასრულს მისვლა უხერხულია. მასპინძელი სტუმრებს კართან უნდა დახვდეს, ხოლო რადგან ჩვენთან, როგორც წესი, სტუმრები იგვიანებენ ხოლმე, მასპინძლები, ფაქტობრივად კარს არ სცილდებიან.

ფურშეტზე ყველა სტუმარი საკუთარ თავს ემსახურება, ამას კი გარკვეული უპირატესობა გააჩნია. პირველ რიგში, ამგვარ მიღებაზე შეიძლება გაცილებით მეტი სტუმარის მიწვევა, ვიდრე თქვენი სასადილო მაგიდა დაიტევს. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სტუმართა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს თქვენს სახლში დასაჯდომი ადგილების რაოდენობას და არ უნდა იზღუდებოდეს ოთახებში მათი გადაადგილება.

ფურშეტის დროს შუა ოთახში იდგმება მაგიდა, რომელზეც თეთრი სუფრაა გადაფარებული, მაგიდის თავსა და ბოლოში დალაგებულია თეფშები და დანა-ჩანგლები. მარჯვნივ ალაგებენ ბოთლებს, შემდეგ კი – ჭიქებს, სიმაღლის მიხედვით.

ფურშეტი

თუ ოთახში საკმარისი სინათლეა, მაგიდაზე სანთლების დადგმისაგან თავი შეიკავეთ. ეს ალა-ფურშეტია და არა – ინტიმური ვახშამი.

ყავას და ჩაის აუცილებლად ცალკე, პატარა მაგიდაზე ათავსებენ და სტუმრებს შეუძლიათ მაშინ დაისხან, როცა მოისურვებენ.

მასპინძელმა პირველმა არ უნდა დაიდოს თეფშზე თავისი საჭმელი.

ალა ფურშეტიფურშეტის დროს აუცილებელი არ არის, მამაკაცი ქალბატონს მოემსახუროს. ასეთი ტიპის მიღებაზე ამგვარი საქციელი უყურადღებიბაში არავის ჩაეთვლება.

ფურშეტზე ნელა, აუჩქარებლად უნდა ჭამოთ. როგორც წესი, ფურშეტზე სადღეგრძელოებს არ წარმოთქვამენ, მაგრამ ქართულ სინამდვილეში ამგვარი რამ, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

რაც უნდა დამშეული იყოთ, თქვენი თეფში საჭმლით არ გაავსოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ სოლიდურ მიღებაზე იმყოფებით და არა – სახინკლეში.

ძალიან მნიშვნელოვანია თეფშებს და ჭიქების ალაგება. როგორც კი მაგიდაზე რომელიმე თეფში განთავისუფლდება, იგი სამზარეულოში გააქვთ. შეიძლება მასპინძელს რამდენიმე სტუმარიც დაეხმაროს.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.