როგორ მოვიქცეთ ციკლონის დროს?

  • ihow.ge
  • September 3, 2013
  • 0

ციკლონიციკლონი არ არის ყოველწლიური პრობლემა საქართველოსთვის, მაგრამ უკანასკნელ დღეებში საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია, იმის თაობაზე რომ საქართველოს ციკლონი უახლოვდება.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აღნიშნულ სტატიაში მოგცეთ ის რჩევები, რომელიც ციკლოს დროს გამოგადგებათ.

რა უნდა ვქნათ ციკლონის მოახლოვებამდე?

კიდევ ერთხელ შეამოწმეთ სახლი და დარწმუნდით რომ არ არის ის ავარიული და აკმაყოფილებს საცხოვრებელ სტანდარტებს, დარწმუნდით რომ კედლებს არ აქვს ნაპრალები და სახურავიც მყარად არის დამგრებული.

სახლის სიახლოვეს არსებული ხეები (ხისკენწეროები) შეძლებისდაგვარად მოაწესრიგეთ.

შეამოწმეთ საკეტები (მათი სიმყარე), როგორც კარებების ასევე ფანჯრების და სარკმელის.

გარეთ არ დაგრჩეთ საჭირო ნივთები, ასევე ნივთები, რომელიც შეიძება აფეთქდეს ან ძლიერი ქარის დროს გამოიწვიოს დაზიანება.

იმ შემთხვევაში თუ ციკლონი ტალღას ააგორებს და გამოიწვევს წყალდიდობას შერჩეული გქონდეთ უახლოესი ყველაზე მაღალი ადგილი, სადაც შეძლებთ უსაფრთხო გადაადგილებას.

ნივთები რომელიც უნდა გვქონდეს ციკლონისას:

ciklon_iHOW.GE
-იქონიეთ საკმარისი ნაღდი ფული (ქეში) განსაკურებული შემთხვევებისათვის.

-ელემენტები სხვადასხვა ზომის;

-ფანარი (რომელიც მუშაობს ელემენტებზე);

-ლამფა ან ღუმელი (ე.წ “კერასინკა”, რომელიც იქნება საწვავზე);

-პორტატული რადიო (რომელიც ასევე მუშაობს ელემენტებზე);

-მშრალი ან დაკონსერვებული საჭმელი (კონსერვის გასახსნელი);

-ჭურჭელი საკვებისათვის;

-პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებისათვის წყალგამძლე ჩანთა;

-ლეიკო (“სკოჩი”) ფანჯრისათვის;

-სია საგანგებო სამსახურთა ტელეფონის ნომრების;

კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ყველა ის ნივთი რომელსაც ტოვებთ გარეთ, სასურველია აავსოთ ისინი წყლით ან მიწით (თუ რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია).

აუცილებლად შევსებული გქონდეთ ავტომობილის ბაკი საწვავით, იქონიეთ სპეცტანსაცმელი და ასევე იქონიეთ წყლის მარაგი.

დარწმუნდით რომ სახლის ყველა ბინადარმა იცის თუ რომელია თქვენი სახლის ყველაზე მყარი და უსაფრთხო ადგილი, სადაც ციკლონის გაჩერდებით და როგორ უნდა იმოქმედოთ იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდა ევაკუაცია.

დარწმუნდით რომ თქვენმა მეზობლებმაც იციან მოსალოდნელი ციკლონის შესახებ და ისინიც ემზადებიან ციკლონისათვის.

რა უნდა ვქნათ, როდესაც გაგვაფრთხილებენ ციკლონის მოახლოებასთან დაკავშირებით

წამოიყვანეთ ბავშვები ბაღებიდან და სკოლებიდან.

მოძებნეთ მანქანისათვის შედარებით უსაფრთხო ადგილი (გამოიყენეთ ხელის მუხრუჭი და მანქანა ჩააგდეთ (P ან პირველ) სიჩქარეში).

ხის ან პლასტმასის ავეჯი (ან სხვა მსხვრევადი ნივთები) შეიტანეთ სახლში ან მოათავსეთ საცურაო აუზში.

დაკეთეთ ფანჯრები ასევე შეგიძლიად დააბათ ისინი მყარი თოკით, გადაწიეთ ფარდები და ჩაკეტეტ კარებები.

ჩაიცვით საევაკუაციო ან თბილი ტანსაცმელი,

წამლები, სახვევები, მნიშვნელოვანი ქაღალდები, ფოროები და ძვირფასი ნივთები მოათავსეთ წყალგამძლე ჩანთაში, ხოლო დიდი ზომის ძვირფასი ნივთები მოათავსეთ შედარებით ძლიერ კარადაში, ასევე არ დაგავიწყდეთ შინაური ცხოველები ან ფრინველები.საქართველოში ციკლონია მოსალოდნელი

ჩართეთ რადიო და მოუსმინეთ უახლეს ინფორმაციას.

რა უნდა ვქნათ ციკლონის დროს ევაკუაციისას

ევაკუაციის საჭიროება დამოკიდებულია ქარის სიჩქარეზე ან ტალღის სიმაღლეზე, ამის შესახებ მოისმენთ რადიოში ან სამაშველო სამსახურების მეშვეობით.

ფეხზე ბოტებს თუ არ იცვამთ მაშინ უმჯობესია შეარჩიოთ ისეთი ფეხსაცმელი, რომელსაც არ ექნება თასმები, ასევე ტანსაცმელი რომელსაც ჩაიცვამთ ეცადეთ იყოს წყალგამძლე.

არ დაგავიწყდეთ წყალგამძლე ჩანთა სადაც სხვადასხვა საჭირო ნივთები გაქვთ მოთავსებული.

კარგად ჩაკეტეთ სახლის კარები, გამორთეთ დენი, გაზი და წყალი.

ევაკუაციის ადგილზე მისვლისას მოითხოვეთ დასაწოლი ადგილი, საკვები და წყალი.

როდესაც ციკლონი მძინვარებს

გამორთეთ ყველანაირი ელექტრონული მოწყობილობა და მოუსმინეთ რადიოს, რომელიც არის ელემენტებზე.

გადაინაცვლეთ სახლის უსაფრთხო ადგილას, სარდაფში ან სააბაზანოში, თან იქონიეთ საევაკუაციო და პირველადი დახმარების ჩანთა.

თუ შენობა დაიწყებს რყევას, ყოველი შემთხვევისათვის დაიცავით თავი მატრასით, ლეიბით ან მოთავსთით მყარი მაგიდის ან სკამის ქვეშ.

ფრთხილად იყავით, ქარის ჩადგომა არ ნიშნავს ციკლონის დასასრულს, ძლიერი ქარი მალევე დაბრუნდება მეორე მიმართულებით.

ციკლონი

თუ მანქანით მოძრაობთ აუცილებლად უნდა გააჩეროთ მანქანა, გააქტიურეთ ხელის მუხრუჭი და ჩააგდეთ მანქანა სიჩქარეში და რაც მთავარია აუცილებლად დარჩით მანქანაში. მანქანას ნუ გააჩერებთ ზღვის სიახლოვეს, ან ისეთ ადგილას სადაც ხეები და ელექტროგადამცემი ბოძებია.

როდესაც ციკლონი გადაივლის 

არ გახვიდეთ გარეთ სანამ ოფიციალურად არ დადასტურდება რომ ციკლონმა გადაიარა და გარეთ გასვლა უსაფრთხოა.

შეამოწმეთ ხომ არ დაზიანდა გაზის მილი და ხომ არ ხდება გაზის გაჟონვა.

მოსალოდნელი საფრთხეებისა და საჭირო რჩევების მისაღებად მოუსმინეთ საინფორმაციო საშუალებებს.

თუ თქვენ ხართ სავეაკუაციო ზონაში, მოუსმინეთ მითითებებს. გამოიყენეთ რეკომენდირებული გზა და ნუ იჩქარებთ.

განსაკუთრებით ფრთხილად იყავით დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზებთან, ხიდებთან, შენობებთან და ხეებთან, ასევე ნუ შეხვალთ დატბორილ ადგილებში.

გაარკვიეთ მეზობლებს ხომ არ ესაჭიროებათ დახმარება.

ნუ განახორციელებთ არასაჭირო სატელეფონო ზარებს.

დახმარებისათვის დარეკეთ: 112-ზე.

წინა «
შემდეგი »