Google

როგორ მოვიყვანოთ და მოვუაროთ პომიდორს

დაწერილია:December 26, 2012

პომიდორი-ihow.ge პომიდორი (Licopersicum esculentum) ერთწლოვანი, ორლებნიანი ბალახოვანი მცენარეა, მიეკუთვნება ძაღლყურძენისებრთა ოჯახს. პომიდვრის კულტურა წარმოშობით სამხრეთ და ცენტრალური ამერიკიდანაა. ანდების მთიანეთში ამჟამადაც არის გავრცელებული მისი ველურნაყოფა ფორმები. პომიდვრის კულტურული ფორმები ევროპაში ამერიკის აღმოჩენის შემდეგ გავრცელდა. პომიდვრის, როგორც ბოსტნეული კულტურის გამოყენებამ ფართო მასშტაბი მიიღო XVIII საუკუნეში, ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში. ამჟამად პომიდორს ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. პომიდვრის მთავარი მწარმოებელი ქვეყნებია ჩინეთი, აშშ, თურქეთი, იტალია, ინდოეთი და ეგვიპტე.

პომიდორი განსაკუთრებით ძვირფასი სამეურნეო კულტურაა, მისი ნაყოფები გამოირჩევიან მაღალი საგემოვნო თვისებებით და მრავალმხრივი მოხმარებით. პომიდორს გამოიყენებენ როგორც ნედლი, ასევე გადამუშავებული სახითაც (ტომატ პასტა, ტომატ პიურე, წვენი, მწნილი და ა. შ.).

პომიდორი განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობით ხასიათდება – მისი ნაყოფი მდიდარია ვიტამინებითა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.

სიმაღლის მიხედვით პომიდვრის ჯიშები იყოფიან ორ ჯგუფად: დეტერმინანტული (დაბალმზარდი) და ინდეტერმინანტული (მაღალმზარდი). დეტერმინატული ჯგუფის მცენარის ბუჩქი 50-70 სმ, ზოგჯერ კი უფრო ნაკლები (30-45 სმ) სიმაღლისაა. ასეთ ტიპის მცენარეზე, ღეროს ქვედა ნაწილზე სანაყოფე მტევნები წარმოიქმნება ყოველი 1-2 ფოთლის შემდეგ, ხოლო ღეროს ზემოთ ნაწილში კი ისინი ერთმანეთს მოსდევენ, რითაც მცენარის ზრდა იზღუდება.

ინდეტერმინატული ჯიშები ძლიერი ზრდისაა (70 სმ-დან 500 სმ-მდე), მტევნები მცენარეზე ვითარდება მეორე-მეოთხე, ხოლო არასაკმარისი განათების პირობებში ყოველი მე-4-5 ფოთლის შემდეგ. სანაყოფე მტევნები ჩვეულებრივ დიდია, ზოგჯერ დატოტვილი. აქვთ ძლიერ დანაკვთული ფოთლები, ხანგრძლივი სიმწიფის პერიოდი და იღლიის შიდა ყლორტების – ნამხრევების დიდი რაოდენობით განვითარების უნარი.

სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით განასხვავებენ საადრეო პომიდორს (100 დღემდე), საშუალო პომიდორს (105-120 დღე) და საგვიანო პომიდორის (120 დღეზე მეტი) ჯიშებს.

პომიდვრის ნაყოფები ასევე ფრიად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ფორმის, ფერისა და ზომის მიხედვით.

პომიდვრის ნაყოფები მასის მიხედვით იყოფა: წვრილ (60 გრამამდე), საშუალო (60-100 გრამი) და მსხვილი ნაყოფები (100 გრამზე მეტი).

პომიდორი სითბოსა და ტენის მოყვარული კულტურაა, თესლი წვრილია, ოდნავ შებუსული, 1 გრამ თესლში 300-350 მარცვალია. პომიდვრის საწარმოებლად მიმართავენ ჩითილის გამოყვანას. თესლი გაღვივებას იწყებს 10 C0 ჩითილის გამოყვანისას დაცული უნდა იყოს განათებასთან შეთანაწყობილი ტემპერატურული რეჟიმი. კარგი განათება და ტემპერატურული რეჟიმი – დღისით 20-25 C0 და ღამით 9-12 C0, ხელს უწყობს ფესვთა სისტემის მძალვრ განვითარებას და კომპაქტური, აუწოწავი, კარგად შეფოთლილი ჩითილის მიღებას.

გრუნტს ამუშავებენ 25-30 სმ სიღრმეზე, შეაქვთ კომპოსტი 10-15 კგ 1 მ2-ზე ან ნაკელი, აგრეთვე მინერალური სასუქები.

ჩითილის გადარგვამდე გრუნტს ასველებენ 10-15 სმ სიღრმეზე. დასარგავად არჩევენ ნორმალურად განვითარებულ, ჯანმრთელ, მექანიკურად დაუზიანებელ ჩითილებს.

მცენარეებს რგავენ რიგებად, რიგში მცენარეთა შორის 50 სმ, ხოლო რიგებს შორის 80 სმ დაშორებით (2,5 მცენარე 1 მ2-ზე), ან ორმაგ რიგებად მცენარეთა შორის 50-60X40-50, ხოლო რიგებს შორის 90-100 სმ (საშუალოდ 3.0 – 3,5 მცენარე 1 მ2-ზე). ჩითილებს რგავენ ვერტიკალურად, პირველი სავეგეტაციო ფოთლის სიღრმეზე

                ზრდისა და განვითარების ფაზები

ყვავილობამდე ყვავილობაში მსხმოიარეობისას
მზიანიდღემოღრუბლული

ღამე

22-2418-20

15-16

24-2620-22

16-18

24-2820-22

18-20

პომიდვრის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმი, განათებისა
და განვითარების ფაზების მიხედვით

პომიდვრის მოყვანა 

ღია გრუნტში პომიდვრის მოსაყვანად ნაკვეთს ამზადებენ შემოდგომაზე, მოხვნის წინ შეაქვთ კალიუმიანი და ფოფსფორიანი სასუქების მთელი დოზა (KK2O-100-150 კგ და P2O5-100-150 კგ/ჰა-ზე). თუმცა რეკომენდებული ნიადაგის ანალიზის ჩატარება, რათა დადგინდეს PH-ი, NPK, Ca, Mg და S შემცველობა ნიადაგში, რათა ზუსტად განისაზღვროს მასში შესატანი სასუქების რაოდენობა, რაც თავის მხრივ კარგი მოსავლის საწინდარია.

გაზაფხულზე გამოყვანილი ჩითილის გადარგვას იწყებენ აპრილის ბოლოდან. მინდორში გადარგვამდე ათი დღით ადრე უნდა განხორციელდეს გაკაჟების პროცესი, რათა მცენარეებმა გამოიმუშაონ არახელსაყრელი ამინდის მიმართ შემგუებლობა. მცენარეების მოსაძლიერებლად უნდა შემცირდეს მორწყვის სიხშირე. ჩითილის მინდორში გადარგვამდე, ისინი კარგად უნდა მოირწყას, რომ ფესვები არ გაუშრეთ. ჩითილების გამოსაყვანად ერთი ჰექტრისათვის საჭიროა 300-500 გრამი სათესლე მასალა, ჩათესვის სიღრმე 1-2 სმ. თუ ჩითილები კვლებში უნდა გადაირგას, კვლები წინასწარ უნდა მომზადდეს. გადარგვისას შეაქვთ აზოტოვანი სასუქის დოზის 1/3 (30-40 კგ სუფთა ნივთიერება). ჰექტარზე რგავენ 20 000-25 000-მდე მცენარეს. როგორც წესი ღია გრუნტში გადასარგავად იყენებენ დეტერმინატულ (დაბალ მზარდ), სასუფრე ან საწარმოო პომიდვრის ჯიშებს და ჰიბრიდებს.

პომიდორი, ჩვეულებრივ უკეთ ხარობს შემაღლებულ კვლებზე, რადგან გაზაფხულზე ასეთი კვლებზე ნიადაგი სწრაფად თბება და ხელს უწყობს მცენარის ზრდას. შემაღლებული კვლები ხელს უწყობს ასევე ნიადაგის დრენაჟს და იცავს მას ჭარბი ტენისაგან. თუმცა გვალვიან პერიოდში შემაღლებულ კვლებში დარგულ პამიდორს უფრო მეტი მორწყვა სჭირდება.tomato-ihow.ge

მოვლა მოიცავს რიგთაშორისების გაფხვიერებას და ზომიერ რწყვას (250-350 მ3/ჰა-ზე). უნდა დავაკვირდეთ მცენარისა და ნაყოფის მდგომარეობას შუადღისას თუ ნაშუადღევს ფოთლები ოდნავ მაინც მომჭკნარია, ნარგავები აუცილებლად უნდა მოვრწყათ). ბრძოლას მავნებლების, დაავადებების და სარეველების წინაამღდეგ.

სარეველებთან საბრძოლველად გამოიყენება ჰერბიციდები სარდონი, მისტრალი, ზენკორი, (0,7კგ/ჰა; 1კგ/ჰა ორლაბნიანი სარეველების წინამღდეგ) და ერთლებნინი ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სარეველების წინაამღდეგ (თაგვიყანა, გლერტა, შალაფა, ჭანგა) ფიუზილად ფორტე ან ფიუზილად სუპერი 2-4 ლ/ჰა, აგილი 0,6-0,8 ლ/ჰა-ზე.

პომიდვრის წარმოებისას აუცილებელია თესლბრუნვის დაცვა, (უნდა წარმოებდეს კულტურათა მონაცვლეობა), დაუშვებელია პომიდვრის მოყვანა იმ ნაკვეთზე, სადაც წინა წელს განთავსებული იყვნენ ისეთი კულტურები როგორებიცაა: კარტოფილი, ბადრიჯანი, პომიდორი ან წიწაკა. თამბაქოს მომხმარებელი უნდა მოერიდოს ჩითილების ხელით შეხებას, ხელის დაბანის გარეშე (წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება თამბაქოს ვირუსით დაავადების ალბათობა). საჭიროების შემთხვევაში ჩითილის გადარგვამდე აუცილებელია ნიადაგის დამუშავება ტოტალური ჰერბიციდებით (კლინი, ურაგანი, გლიფოგანი), რადგან სარეველები მავნებლებისა და დაავადებების გავრცელების უმთავრეს წყაროს წარმოადგენენ.

მოსავალი იკრიფება დილით და მერე გადააქვთ ჩრდილში. ნაყოფი უნდა მოიკრიფოს ფრთხილად, დაზიანების გარეშე, კალათებსა და ყუთებში არ უნდა იყოს მიწა ან სხვა ნარჩენები, ნაყოფს უნდა მოშორდეს ღეროები. დამწიფებული ნაყოფი ინახება 7-10 C0-ზე 90-95 % ფარდობითი ტენიანობის პირობებში.

პომიდვრის გამორჩეული ჯიშები

ჯინა (მწარმოებელია ჰოლანდიურ-ამერიკული კომპანია Seminis) – ღია გრუნტის დეტერმინატული (დაბალმზარდი) ტიპის, სასალათე პომიდორია. ჯინა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ყველაზე ადაპტირებული და პოპულარული ჯიშია, მოსავალს დათესვიდან 110-120 დღეში იძლევა, ნაყოფი არის საკმაოდ ტრანსპორტაბელური, კარგი გემოსი, საშუალო ზომის, წონით 180-200 გრამი.

ფლორიდა 47 (მწარმოებელია ჰოლანდიურ-ამერიკული კომპანია Seminis) – ღია გრუნტის, დეტერმინატული (დაბალმზარდი) ტიპის სასალათე პომიდვრის ჰიბრიდია. მწიფობაში შედის გადარგვიდან 70-75 დღეში. ნაყოფი ოდნავ შებრტყელებული მრგვალი ფორმის, საშუალოზე დიდი ზომის 200-250 გრამი, მკვრივი და საკმაოდ ტრანსპორტაბელურია.

დებიუტი და ელეგრო, (მწარმოებელია ჰოლანდიურ-ამერიკული კომპანია Seminis)  – ღია გრუნტის, დეტერმინატული (დაბალმზარდი) ტიპის სასალათე პომიდვრის ჰიბრიდია. მწიფობაში შედის გადარგვიდან 65-70 დღეში. ნაყოფი ოდნავ შებრტყელებული მრგვალი ფორმის, საშუალოზე დიდი ზომის 200-250 გრამი, მკვრივი და საკმაოდ ტრანსპორტაბელურია.

შედი-ლედი (მწარმოებელია გერმანული კომპანია Nunhemsi)  – ღია გრუნტის, დეტერმინატული (დაბალმზარდი) ტიპის სასალათე პომიდვრის ჰიბრიდია. მწიფობაში შედის გადარგვიდან 65-75 დღეში. ნაყოფი ოდნავ შებრტყელებული მრგვალი ფორმის, საშუალოზე დიდი ზომის 160-220 გრამი, მკვრივი.

ჭოპორტულა – დარაიონებული ჯიშია დუშეთის, მცხეთის, გორის, ქარელის, კასპის და ხაშურის რაიონებში. სავეგეტაციო პერიოდი 125-130 დღე, მაღალმოსავლიანია, როგორც სარზე აკვრით, ასევე ბაზოზე გადაწვენით, ნაყოფი მსხვილია, კაშკაშა წითელი, სასალათე, გამოირჩევა საუკეთესო გემოთი და არომატით.

სულთანი - ჰოლანდიური სელექციის მაღალმოსავლიანი ჰიბრიდია ნაყოფი მსხვილია, ხასიათდება კარგი გემოთი, ტრანსპორტაბელურობითა და შენახვის უნარით. ვეგეტაციის პერიოდი 110 დღე.

პომიდვრის მავნებლები

მახრა – გავრცელებულია თითქმის ყველგან. იგი აზიანებს მცენარეთა ფესვებს, რაც მას ნიადაგში მოძრაობის დროს ხვდება, ანაგურებს თესლს.

კოლორადოს ხოჭო – იგი აზიანებს როგორც პომიდორს ასევე კარტოფილს და ძაღლყირძენისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებს. საქართველოს ბარის პირობებში ვითარდება ხოჭოს სამი გენერაცია, მავნებლები ძალზე სწრაფად მრავლდებიან და ანადგურებენ მცენარის ფოთლებს.

პომიდვის-მავნებელი-ihow.ge

ხვატარები – დიდი ზიანი მოაქვს ხვატარს და მდელოს ხვატარს. გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ საქართველოში, აზიანებს ბოსტნეულ კულტურებს, ზამთრობს მცენარეულ ნარჩენებში. იძლევა 3 სრულ და ნაწილობრივ მეოთხე თაობას.

პომიდვრის დაავადებები

პომიდვრის ფიტოფტოროზი – დაავადება აზიანებს ძირითადად ფოთლებს ზოგჯერ ნაყოფსაც. ფითლებზე წარმოიქმნება მუქი რუხი უფორმო ლაქები. ტენიან ამინდში დაზიანებული ფოთლების ქვედა მხარეს წარმოიქმნება თეთრი ნაფიფქი. ფოთლის და ნაყოფის დაავადებული ადგილები მუქდება და ლპება. ჰაერის მაღალი ტენიანობა დაავადების გაჩენისა და გავრცელების ძირითადი პირობაა.

ბრძოლის მეთოდები – თესლბრუნვის დაცვა. დაავადების პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე ქიმიური პრეპარატებით შესხურება: ბორდოულის ხსნარი 1%, სპილენძის ქლორჟანგი 0,5 %, რიდომილი მც ან რიდომილ გოლდი 0,25%, იტერალი 0.4%, კოსაიდი 0.4%, ანტრაკოლი 0.4%, ტატუ 0.5% შავიტი 0.5%. ბრძოლის ღონისძიებას ვიწყებთ სისტემური ფუნგიციდებით (რიდომილ გოლდი) და შემდეგ ვაგრძელებთ კონტაქტურით (ანტრაკოლი, სპილენძის ქლორჟანგი, ბორდოულის სითხე).

პომიდვრის ალტერნარიოზი – დაავადების დაწყებისას პომიდვრის ფოთლების ქვედა მხარეს ჩნდება მუქი რუხი ფერის კონცენტრირებული ლაქები. პატარა, მუქი, წაგრძელებული ლაქები ჩნდება აგრეთვე ახალგაზრდა მცენარის ღეროს ქვედა ნაწილშიც. მუქი ლაქები, შავი ნაფიფქით წარმოიქმნება ნაყოფზეც. სოკო ვრცელდება კონიდიუმებით, ვრცელდება როგორც ნიადაგიდან ასევე მცენარეული ნარჩენებიდან.

ბრძოლის მეთოდები – თესლბრუნვის დაცვა. დაავადების პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე ქიმიური პრეპარატების შესხურება: ბორდოულის ხსნარი 1%, სპილენძის ქლორჟანგი 0,5 %, რიდომილი მც ან რიდომილ გოლდი 0,25%, იტერალი 0.4%, კოსაიდი 0.4%, ანტრაკოლი 0.4%, ტატუ 0.5% და სხვა.

პომიდვრის ფოთლების მურა ლაქიანობა (კლადოსპოროზი) – აღნიშნული სოკო იწვევს პომიდვრის ფოთლების დაავადებას, იშვიათად ყლორტებზეც გადადის. სოკო პომიდვრის ქვედა ფოთლებზე ჯერ მოყვითალო ლაქებს აჩენს, როლმებიც შემდეგში ყავისფერი ხავერდოვანი ფიფქით იფარება. სილაქავე ძალზე სწრაფად გადადის მცენარის ახალ ორგანოებზე და ხშირად მცენარის ნაწილის გახმობას იწვევს.

სოკოს განვითარება ხდება მაღალი ტენიანობის შემთხვევაში. ოპტიმალურ ტენიანობად ითვლება 95 %, 80% სინოტივის ქვევით სოკო განვითარებას ანელებს, ხოლო 50-60% დროს სრულიად არ ვითარდება. დაავადებისთვის ოპტიმალურ ტემპერატურად თვლება 22-25 C0 , თუმცა მას შეუძლია გამოიწვიოს დაავადება 6-34 C0 ფარგლებში.

ბრძოლის მეთოდები – თესლბრუნვის დაცვა. ტარდება შესხურება ფუნგიციდებით: ბაილეტონი 0,01%, ტოპაზი 0,02%, კოლოიდური გოგირდი 0,5-1%.

ასევე წაიკითხეთ . . .

Translate »