როგორ მოვიყვანოთ კარტოფილი

  • ihow.ge
  • დეკემბერი 24, 2012
კარტოფილი - ihow.geკარტოფილი (Solanum tuberosum) ძაღლყუნძინესებრთა ოჯახის, ორლებნიანი, ტუბერიანი მცენარეა. თავისი მრავალმხრივი გამოყენებითა და ძვირფასი კვებითი თვისებებით ერთ-ერთი დიდად მნიშვნელოვანი კულტურაა. იგი მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს სახამებელს, ცილებს, შაქარს და C ვიტამინს, B1 ჯგუფის ვიტამინის შემცველობით იგი ჯობნის კომბოსტოს, პომიდორს, სტაფილოსა და ხახვს. კარტოფილი შეიცავს აგრეთვე სხვა ვიტამინებსაც A1, B1, B6, PP.
კარტოფილის კანი და გამწვანებული ტუბერები შეიცავენ შხამიან ნივთიერება ალკალოიდ სოლანინს, რომელიც ნაწილობრივ იშლება ხარშვის დროს, ამიტომ გამწვანებული ტუბერების დამუშავების გარეშე სასურსათოდ უვარგისია.

კარტოფილი

საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები და კარტოფილის დიდი შეგუებულობის უნარი საადრეო და საგვიანო პროდუქციის მიღების შეასაძლებლობას იძლევა.

კარტოფილის სამშობლო სამხრეთ და ცენტრალური ამერიკაა. ევროპაში კარტოფილი ჩილიდან ესპანელებმა 1565 წელს შეიტანეს. დღეისათვის კარტოფილი გავრცელებულია და მოყავთ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. საქართველოს მოსახლებამ მისი მოყვანა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს. საქართველოში კარტოფილის ნათესების მნიშვნელოვანი ნაწილი ზღვის დონიდან 1000-2500 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

ტუბერიდან აღმოცენებულ მცენარეს აქვს ფუნჯა ფესვთა სისტემა. თითოეული ტუბერი იძლევა რამდენიმე ღეროს. ღერო თავის მხრივ იტოტება და მცენარე ბუჩქისებური აგებულების ხდება, მისი საშულო სიმაღლე 50-100 სმ-ია. ღერო 3-4 წახნაგიანია, ღერო ძირა ნაწილში ღრუა. ჯიშების მიხედვით შეიძლება იყვეს სწორად მდგომი, ნახევრად გაშლილი და ძლიერ გაშლილი მცენარეები. ღერო ნიადაგის ქვეშ იტოტება, ვითარდება ყლორტები ანუ სტოლონები, რომელთა ბოლოში გამსხვილების შედეგად იქმნება ახლი ტუბერები. სტოლონის სიგრძის მიხედვით კარტოფილის ბუდეები შეიძლება იყოს კომპაქტური ან გაბნეული.

კარტოფილის ტუბერის ქიმიური შემადგენლობა იცვლება არა მარტო ჯიშის, არამედ წლის მეტეორილოგიური და ნიადაგური პირობებისა და აგროტექნიკის მიხედვით. ტუბერები შეიცავს 75% წყლს და 25% მშრალ ნივთიერებას. მშრალი ნივთიერებებიდან  13-20% მოდის სახამებელზე. კარტოფილის ტუბერში სახამებლის დაგროვება იწყება მასობრივი ყვავილობის ფაზაში, საადრეო ჯიშებისათვის_დაახლოებით ივლისში, ხოლო საგვიანო ჯიშებში_აგვისტო-სექტემბერში.

ტუბერის განვითარების პერიოდში მაღალი ტემპერატურა იწვევს მის დაკნინებას, დაავადებას და გადაგვარებას.

კარტოფილი გარემო პირობების მიმართ დიდი შემგუებლობით გამირჩევა. მისი გაღივებისთვის საკმარისია 5-6 C0, ხოლო ოპტიმალური ტემპერარურაა 13-15 C0, ფოტოსინთეზისათვის ღერო-ფოთლების ზრდისა და ყვავილობისათვის მეტად ხელსაყრელია 20-25 C0 სითბო. 30 C0-ზე ზრდა ფერხდება, ხოლო 35 C0-ს ზევით სრულად წყდება. მაღალ ტემპრატურაზე სუსტდება ფოტოსინთეზი, მცენარეს სცვივა ყვავილები და ღერ-ფოჩი ხმება. მაღალი ტემპერატურის ასეთ უარყოფით მოქმედებას მორწყვაც კი ვერ აფერხებს.  ნიადაგის 29 C0 მეტი ტემპერატურის ზევით ტუბერის წარმოქმნა და ზრდა სრულიად წყდება. ტუბერის განვითარების პერიოდში მაღალი ტემპერატურა იწვევს მის დაკნინებას, დაავადებას და გადაგვარებას.  სამხრეთ რაიონებში გაზაფხულზე დარგვის დროს კარტოფილის გადგვარების ძირითადი მიზეზია მაღალი ტემპერატურის მოქმედება ტუბერის ახლად გაღივებულ კვირტებზე, იმ მომენტში, როდესაც ტუბერი ჯერ ჯიდევ ბუჩქის ქვეშაა. მაღალი ტემპერტურის მოქმედებით გადაგვარებული ტუბერის სათესლედ გამოყენება დაუშვებელია. კარტოფილის-ტუბერი-ihow.ge
 კარტოფილის მცენარისათვის განვითარების პირველ პერიოდში სავსებით საკმარისია ნიადაგში შემოდგომიდანვე მომარაგებული წყალი. ინტენსიური განვითარებისა და ტუბერების წარმოქმნის პროცეში მცენარის მოთხოვნა წყალზე მაქსიმუმს აღწევს, ამ დროს აუცილებალი 3-5 მორწყვის ჩატარება. ნორმალური ზრდისათვის კარტოფილი საჭიროებს ფხვიერ ნიადაგს და შეუფერხებელ აერაციას ჟანგბადის მისაღებად, ამიტომ საჭიროა გაკულტურებული, სტრუქტურული და ღრმად გაფხვიერებული ნიადაგი. იგი მაღალ მოსავალ იძლევა  მთის შავმიწებისმაგვარ და ნეშომპალით მდიდარ ტყის ნიადაგებზე. კარტოფილი შედარებით კარგად იტანს ნიადაგის მაჟავიანობას pH 5-7, ხოლო 5-ზე ქვევით და 7-ზე ზევით მცენარე კნინდება. კარტოფილისთვის უვარგისია მძიმე თიხნარები.

კარტოფილის ჯიშები

კარტოფილის ჯიშებს ყოფენ სამეურნეო და ბიოლოგიური თვისებების მიხედვით. გამოყენების მიხედვით დადგენილია ოთხი ჯგუფი: სასუფრე, საკვები, საქარხნე და უნივერსალური.
 1. სასუფრე კარტოფილს უნდა ახასიათებდეს მაღალი გემოვანი თვისებები, ჩქარი ხარშვადობა, მაგრამ ხარშვისას არ უნდა მაგრდებოდეს და არც იშლებოდეს. ტუბერი უნდა იყვეს სრულყოფილი ფორმის, თხელი, გლუვზედაპირიანი კანით, მცირე რაოდენობით ზერელეთვლებიანი, ზამთარში კარგი შენახვის უნარით.
2. საკვები ჯიშის კარტოფილისათვის ტუბერის ფორმას, თვლების რაოდენობას და სიღრმეს, აგრეთვე, გემოვან თვისებებს მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მთავარია უხვმოსავლიანობა, მშრალი ნივთიერებათა და ცილის (4-4,5 %) დიდ რაოდენობით შემცველობა. საკვები ჯიშის ტუბერებში ცილებისა და სახამებლის შემცველობა უდრის 1:8_1:12.
3. საქარხნე ჯიშებს პირველ რიგში უნად ახასიათებდეს მაღალი სახამებლის შემცველობა _არა ნაკლები 18%-ისა, კარგი დუღილი და სპირტის მაღალი გამოსავლიანობა, სახამებლის მსხვილმარცვლიანობა. ცილების დიდი შემცველობა ხელს უშლის ნორმალურ დუღილს.
4. უმაღლესი ჯგუფის, დამახასიათებელია სახამებლის გადიდებული შემცველობა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიყენოთ როგორც სასურსათოდ ასევე ტექნიკური გადამუაშავებისათვის.
ვეგეტაციის მიხედვით კარტოფილის ჯიშები იყოფა: საადრეო, საშუალო და საგვიანო.
ამჟამდ საქართველოში გავრცელებულია კარტოფილის შემდეგ ჯიშები:

ნევსკი_რუსული წარმოშობის საადრეო ჯიშია, რომელიც ხასიათდება კარგი გემოვანი თვისებებით, საშუალო მოსავლიანობით. ტუბერი თეთრია, თვლები ზედაპირული. მის მოყვანას ძირითადად მისდევენ მარნეულის, ბოლნისისა და გარდაბნის რაიონებში.

იმპალა_ ჰოლანდიური წარმოების საადრეო კარტოფილის ჯიშია (მწარმოებელი კომპანია ,,აგრიკო”), ხასიათდება მაღალი მოსავლიანობითა და კარგი გემოვანი თვისებებით. ტუბერი წაგრძელებულ-ოვალურია, გარეკანი ყვითალი, რბილობი მოყვითალო. მდგრადია კარტოფილის Y ვირუსისი მიმართ, ნაწილობრივ რაზისტენტულია ნემატოდისა და ქეცისადმი.

მარფონა საშუალო ვეგეტაციის ჯიშია, ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით. ტუბერი მომრგვალო ოვალური, მსხვილი, ყვითელი გარეკანით, რბილობი შეფერილია ღია ყვითლად, თველბი განლაგებულია ზედაპირულად. მდგრადია კარტოფილის Y ვირუსისი მიმართ, ახასიათებს ქეცის, ფიტოფტოროზისა და ფითლების დახვევისადმი ნაწილობრივი რეზისტენტულობა.

პიკასო ჰოლანდიური წარმოშობის ჯიშია (მწარმოებელი კომპანია ,,აგრიკო”), საშუალო საგვიანო ვეგეტაციის. ტუბერი ოვალური, დიდი ზომის, გარეკანი ყვითელი, წითელი თვალებით, რბილობი მკრთალ მოყვითალოდ შეფერილი. რეზისტენტულია კარტოფილის Y ვირუსის, ქეცისა და ნემატოდის მიმართ. ახასიათებს ფოთლების დახვევისა და ფიტიფტოროზის მიმართ ნაწილობრივი გამძლეობა.

სანტე ჰოლანდიური წარმოშობის ჯიშია (მწარმოებელი კომპანია ,,აგრიკო”), საშუალო საადრეო ვეგეტაციის. ტუბერი ოვალური, საშუალო ზომის, გარეკანი ყვითელი, რბილობი მკრთალ მოყვითალოდ შეფერილი. რეზისტენტულია კარტოფილის Y ვირუსის, ფოთლების დახვევის, ფიტოფტორისა და ნემატოდის მიმართ. ახასიათებს ქეცის მიმართ ნაწილობრივი გამძლეობა.

აგროტექნიკა

კარტოფილის გავრცელების ძირითად რაიონებში – მთიან ზონაში კარგი წინამორბედია საგაზაფხულო თავთავიანები და ერთწლოვანი პარკოსანი ბალახები და სიმინდი.
თვით კარტოფილი, როგორც სათოხნი კულტურა, ნიადაგის ღრმად დამუშავების მომთხოვნი, კარგი წინამორბედია მომდევნი კულტურებისათვის, განსაკუთრებით საგაზაფხულო თავთავიანებისათვის.
დაუშვებელია კარტოფილის მოყვანა იმ ნაკვეთზე სადაც წინა წელს მოყვანილი იქნა პამიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, თამბაქო.

 კარტოფილისათვის ნიადაგის მომზადება

კარტოფილის ტუბერების განვითარებისა და მაღალი, სტაბილური მოსავლის მისაღებად საჭიროა ღრმა, მსუმბუქი, სტრუქტურული და კარგად დამუშავებულ-გაფხვიერებული ნიადაგი, რათა სტოლონებსა და ტუბერებს ზრდა-განვითარებისას არ შეხვდეს დიდი მექანიკური წინაამღდეგობა.
 საერთოდ მთიან და მთისწინა რაიონებში, რელიეფის ხასიათის მიუხედავად, ნიადაგი უნდა მოხნან შესაძლებლობის მიხედვით შემოდგომაზე.
ხარისხოვან სათესლე მასალაზე დიდად არის დამოკიდებული მაღალი მოსავლის მიღება. ამიტომ დასარგავად უნდა შეირჩეს  კარგად მომწიფებული და ჯიშებისათვის ტიპიური საშუალო და მსხვილი ზომის (60-80 გ) ტუბერები. ყველაზე სრულფასოვანი სარგავი მასალაა მთელი ტუბერები, მაგრამ სარგავი მასალის ნაკლებობის დროს ტუბერებს ანაწევრებენ. ბევრი ჯიში არ შეიძლება გაჭრილი ტუბერით დაირგას, მაგრამ თუ საჭიროა, უნდა გაჭრან დარგვამდე რამდენიმე დღით ადრე, რათა განაჭერ მხარეზე წარმოიქმნას მტკიცე კორპისებრი აპკი.
მსხვილი ტუბერების უპირატესობა ისაა, რომ თვითოეულ კვირტზე მეტი საკვები მოდის, მაგრამ ზედმეტად მსხვილი ტუბერების გამოყენებაც არ არის ეკონომიკურად გამართლებული, რადგან დიდი რაოდენობით სარგავ მასალას საჭიროებს.
წვრილი ტუბერების (30-40 გ) სარგავად გამოყენების შემთხვევაში, მიიღება ჯიშისაგან გადაგვარებისნიშნიანი დაბალი მოსავალი. ტუბერის სიმსხოსა და კვების არის მიხედვით 1 ჰა-ზე საჭიროა 2,5 – 4 ტონა სარგავი მასალა.
კარტოფილი-მოსავლის-აღება-ihow.ge
კარტოფილს თესავენ სპეციალური ოთხმწკრივიანი მისაბმელი სათესი მანქანებით. მწკრივად 70-75X25-30სმ და კვადრატულ- ბუდობრივად (70X70 ან 60X60). თითოეულ ბუდეში 2-3 ტუბერს და ერთდროულად შეაქვთ მინერალური სასუქი. სათესისი მწარმოებლობა უდრის 6 ჰა-ს დღეში (მომსახურება 8 კაცი). ნაკვეთის თავში და ბოლოში ტოვებენ 5-5 მეტრ სიგანის ადგილს, რათა დამუშავების დროს შესაძლებელი იყოს ტრაქტორის აგრეგატების მობრუნება.

კარტოფილის ნათესის მოვლა

ნათესის მოვლა ძირითადა გამოიხატება იმაში, რომ ნაკვეთი მთელი ვეგეტაციის პერიოდში იყოს ფხვიერი, სარეველებისაგან თავისუფალი, წყლითა და საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფილი. გაზაფხულზე გადარგული ტუბერები შედარებით გვიან ღვივდება, აღმოცენდება 20-25 დღის შემდეგ და ამიტომ სარევლები ასწრებენ აღმოცენებას. არ არის გამორიცხული ქერქის გადაკვრაც. ყოველივე ამის გამო კარტოფილის მოვლის პირველი და აუცილებელი ღონისძიებაა აღმოცენებამდე დაფარცხვა, რითაც უმჯობესდება ნიადაგის აერაცია და მცენარის განვითარების პირობები.
კარტოფილის ნათესისი მოვლის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აგრეთვე მიწის შემოყრა, როდესაც მცენარე 15-20 სმ სიმაღლეს მიაღწევს. ბუჩქის გარშემო ნიადაგის ფენის შენარჩუნებისათვის საჭიროა, მიწის მეორეული შემოყრა, რათა უკეთ განვითარდეს სტოლონები და ტუბერები. ეს ღონიძიება უმჯობესია ჩატარდეს ყვავილობამდე.
ზომიერი ჰავისა და ნალექის პირობებში კარტოფილი მორწყვის გარეშეც იძლევა სასურველ მოსავალს, მაგრამ მორწყვა მნიშვნელოვნად ადიდებს მოსავლს. მორწყვა განსაკუთრებით საჭიროა ზაფხულში მთიან ზონაში (ახალქალაქი, წალკა, ახალციხე) ნიადაგის ტენიანობის და ამინდის პირობების მიხედვით 2-3 ჯერ, ხოლო დაბლობ ზონაში 4-5 ჯერ. პირველი მორწყვა უნდა ჩატარდეს ფოთლების მასობრივი განვითარების ფაზაში (ნიადაგის მეორედ გაფხვიერების წინ), მეორე კოკრობის დაწყების წინ, მესამე ყვავილობაში. მეოთხე და მეხუთე საჭიროების მიხედვით. მორწყვის ნორმა 500-600 მ3, მორწყვა ტარდება კვლებში მიშვებით. მორწყვის შემდეგ საჭიროა ნიადაგზე წარმოქმნილი ქერქის დაშლა-გაფხვიერება.

კარტოფილის მოსავლის აღება

კარტოფილის მოსავლიანობა დამოკიდებულია კლიმატურ-ნიადაგურ და გამოყენებულ აგროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსზე, მოსავლიანობა შეიძლება მერყეობდეს 12 ტონიდან 30-35 ტონამდე.
მოსავლის აღება დამოკიდებულია პირველ რიგში ჯიშზე, მეტეოროლოგიურ პირობებზე, გამოყენებულ აგროკომპლექსზე და სხვა.  კარტოფილის შემოსვლის, მომწიფების ნიშნებიდან აღსანიშნავია ფოთლების ჭკნობა და ჩამოცვენა, ტუბერზე თხელი, ნაზი ეპიდერმისის ნაცვლად მკვრივი კორპისებრი კანის განვითარება, სტოლონების გახმობა და მათგან ტუბერების ადვილად მოცილება.
ფოთლებში შექმნილი ორგანული ნივთიერებების გადასვლა ტუბერში არ წყდება მის შემოსვლის უკანასკნელ ხანამდე და ამიტომ ტუბერის მატება წონაში განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს შემოსვლის უკანასკნელ პერიოდში ე.ი. ვიდრე ფოთლები არ დაკარგავენ ასიმილაციის უნარს, ტუბერის ზრდა გრძელდება.
კარტოფილის აღება შეიძლება კარტოფილის მთხრელი გუთნითაც, რომელსაც მიწის შემომყრელის მსგავსად ორივე მხრიდან ფრთები აქვს. გუთნით ამოყრილ ტუბერებს ხელით კრეფენ.
მიწიდან ამოღებული და გასუფთავებული ტუბერები მინდვრიდან გააქვთ და ახარისხებენ. დაზიანებულ და წვრილ ტუბერებს პირუტყვის საკვებად იყენებენ.

კარტოფილის შენახვა, ტრანსპორტირება

კარტოფილს, ამოღებისთანავე თუ მინდვრიდან არ გაიტანენ, გროვებად აწყობენ და ზემოდან აფარებენ ნამჯას ან მიწას აყრიან. გადაზიდვისას კარტოფილი უნდა დავიცვათ დაზიანებისა და დაბეგვისაგან.
კარტოფილის შენახვის დროს დანაკარგების რაოდენობა მრავალ მიზეზზეა დამოკიდებული. შენახული კარტოფილის დანაკლისს იწვევს: ლპობა სოკოვანი დაავადებათა გავლენით, ტუბერის გაღივების გამო ნივთიერებათა ხარჯვა, ხოლო სუნთქვის შედეგად სახამებლისა და შაქრის ხარჯვა. არანაკლებ საყურადღებოა წყლის დაკარგვით გამოწვეული ტუბეის დაჭკნობა, სახამებლის შაქარში გადასვლით გემოვანი თვისებების გაუარესება, სახამებლის შემცირება და სხვა. საქართველოს დაბლობ ზონაში დანაკარგები ბევრად მეტია.
კარტოფილის ნორმალური შენახვისათვის კარგია 2-3 C0 სითბო, უფრო მაღალ ტემპერატურაზე ძლიერდება სუნთქვა და ტუბერის გაღივება, ხოლო 1 C0-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე მიმდინარეობს ტუბერის დატკბობა ანუ სახამებლის ხარჯზე შაქრის მატება, მინუს 1 C0 იწყება ყუბერის გაყინვა.
კარტოფილის კარგად შენახვის მნიშვნელოვანი პირობაა ჰაერის ტენიანობა. მაღალი ტენის პირობებში ტუბერი ,,ოფლიანდება” და ხელსაყრელი პირობები იქმნება მიკროორგანიზმების განვითარებისათვის, ამიტომ კარტოფილის შესანახ საწყობში ჰაერის ტენიანობა 85-90%-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. ზედმეტი ტენიანობა უნდა შემცირდეს ვინტილაციის საშუალებით. კარტოფილის შესანახი სათავსო უნდა იყოს მშრალი, ბნელი და ვინტილირებადი. კარტოფილს ინახავენ როგორც გროვებად ისე თხრილებსა და ორმოებში.
წყარო: gurianews.com
წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.