როგორ მოვიშოროთ დაღლილობა

  • marinola
  • სექტემბერი 6, 2012

დაღლილობათუ მჯდომარე სამუშაო გაქვთ და თანაც გონებრივად მაქსიმალურად დატვირთული, დაღლას გაცილებით მალე იგრძნობთ, ვიდრე სუფთა ჰაერზე ფიზიკურად მომუშავე ადამიანს.

გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

მიანებეთ თავი რამდენიმე წუთით ფურცლებს და ყურადღების კონცენტრაცია შორეულ კედელზე გადაიტანეთ. ეცადეთ განსაზღვროთ გვერდითი მხედველობის არეში მოხვედრილი საგნები და მათი ფერი ისე, რომ არ უყუროთ პირდაპირ, შემდეგ სხვა მხარეს მიბრუნდით და იგივე გაიმეორეთ.

როცა ძალიან დაკავებული ხართ, ალბათ სადილობაც კი გავიწყდებათ. მიირთვით ხშირ-ხშირად და ცოტ-ცოტა. შუადღისას ძალიან ნუ დანაყრდებით, მუშაობაში ხელს შეგიშლით.

სხვათა შორის აშკარა კავშირი არსებობს ხასიათსა და საკვებს შორის. თუ გინდათ, რომ შუადღეს მხნედ იყოთ, მიირთვით მაგალითად წიწილა, თინუსის ნაჭერი ან ავოკადოს სალათი, რომელიც ბევრ პროტეინს შეიცავს, ეს კი ყურადღების კონცენტრაციის შესანიშნავი საშუალებაა, თუ დაწყნარება გჭირდებათ, გასინჯეთ კარტოფილი ან მაკარონი, თუმცა მათი მირთმევის შემდეგ შეიძლება დაღლილობა იგრძნოთ. ამიტომ მაინც მოერიდეთ მის მიღებას სამსახურის საათებში.

თუ ზომაზე მეტად გადაიღალეთ, რამდენიმე წუთის განმავლობაში თქვენი მზერა შეაჩერეთ ცისფერ და მწვანე ფერებზე, დაგამშვიდებთ. თუ წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი ზრდის სისხლის წნევას, ცისფერი და მწვანე დაბლა სწევს მას.

აუცილებლად იქონიეთ სამუშაო ოთახში ყვავილები – მცენარეები სტრესს ამცირებს. სხვათა შორის დადებითად მოქმედებს სუნამოც.

წინა «
შემდეგი »