როგორ მოვიშოროთ სახეზე თმა ?

  • ninimate
  • ოქტომბერი 24, 2013

ეპულაციაყველასთვის გამაღიზიანებელია თმა ზედა ტუჩზე და ასევე მტკივნეული მისი მოცილება. რა შეიძლება გავაკეთოთ რომ მისგან გავთავისუფლდეთ? იმისთვის, რომ სამუდამოდ მოიცილოთ ჭარბი თმა სახიდან საჭიროა იცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზები.

მენოპაუზა – ეს ერთერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია სახეზე ინტენსიური თმის ზრდისა. თუ საკვერცხის ფუნქციონირება დაირღვა, ორგანიზმი გამოიმუშავებს მამაკაცურ ჰორმონებს და ეს იწვევს სახზე თმის ზრდას.

გირსუტიზმი – ეს არის დაავადება როდესაც ქალის ორგანიზმში დიდი რაოდენობით მამაკაცური ჰორმონებია. ეს დიაგნოზი უნდა დასვას ექიმმა და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.

მემკვიდრეობითი – თუ დედას თმა აქვს სახეზე, მაშინ შესაძლოა შვილსაც იგივე პრობლემა ქონდეს.

ჰორმონალური დისბალანსი – უმეტეს შემთხვევაში მთავარი მიზეზი ჰორმონალური დარღვევაა და საჭიროა ამის დაბალანსება. არსებობს სამკურნალო აბები, რომლებიც ამცირებენ მამაკაცის ჰორმონებს ქალის ორგანიზმში ესენია: ჩასახვის საწინააღდეგო აბები. ხშირ შემთხვევაში მათ იყენებენ სხვა ქალური პრობლემების მოსაგვარებლად. ზოგიერთი ჩასახვის საწინააღმდეგო აბი კარგ რეზულტატს იძლევა ჭარბთმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სპირონოლაკტონი – ახდენს თმის ფოლეკულების ბლოკირებას და აჩერებს ჰორმონების მატებას ადამიანის ორგანიზმში.

კეტოკონაზოლი – ამ აბებსაც მსგავსი ფუნქციები აქვს. მაგრამ აუცილებელია სანამ რაიმე აბს მიიღებდეთ გაიაროთ ექიმის კონსულტაცია. ამიტომ შემოგთავაზებთ, ჭარბთმიანობასთან ბრძოლის კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც შეიძლება სახლში გააკეთოთ.

კოსმეტოლოგია სახიდან თმის მოშორებისთვის სახლის პირობებში

დეპილაცია ცვილით – გავრცელებული მეთოდია და სახლის პირობებში გაკეთებაც შესაძლებელია. შედეგი დიდი ხნის განმავლობაში ინახება. არის ცხელი ცვილი, თბილი და საშუალო ცვილის ზოლები, რომლებიც არ საჭიროებს სპეციალურ მოწყობილობებს გასათბობად. კანზე თმის ზრდის საწინააღმდეგოდ დაიდეთ ცვილი. cvilit-epilacia ზემოდან დაიდეთ რაიმე ქსოვილი ან სალფეთქი. დაელოდეთ ცოტა ხანს ცვილი შეაღწვს თმის ფოლეკულებში და შემდეგ სწრაფი, მკვეთრი მოძრაობით მოიცილებთ თმის ზრდის საწინააღმდეგოდ. იძლევა კარგ ეფექტს ერთი თვის განმავლობაში. არ მოითხოვს ბევრ ფინანსებს და მისი გამოყენების სწავლა შეუძლია ყველას.

დურმანი – არის ასეთი მცენარე რომელიც შეიძლება იკითხოთ მწვანე აფთიაქში. ამ მცენარეს დაასხით 150 ლიტრი წყალი და გააკეთეთ ნახარში. დადგით საშუალო ცეცხლზე, მოხარშეთ, გაფილტრეთ და შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის მოსაშორებლად. დაასველეთ ბამბა და დაიდეთ პრობლემურ ადგილებზე, რათა მოიცილოთ თმა.

ეპილაცია თაფლით – 100 გრ შაქარი, 20 გრ თაფლი, 1/2 ლიმნის წვენი, სიმინდის საფუარი. აურიეთ კარგად და შედგით მიკრო ვალნოვკაში 2 წუთით. ნარევი გაიჩერეთ 20-30 წამით და მოიცილეთ, შეგიძლიათ გაიმეოროთ. ტემპერატურა უნდა იყოს თქვენთვის მისაღები. წაისვით ხის კოვზით, დაიდეთ თხელი ბამბის ქსოვილი და მოიცილეთ მკვეთრად თმის ზრდის საპირისპიროდ. იმისთვის რომ ეპილაცია იყოს ნაკლებ მტკივნეული წინასწარ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ძაფით ეპილაცია

 

ეპილაცია ძაფით – ეს საშუალება კარგია იმით, რომ იძლევა დიდხნიან ეფექტს. არ ამოდის თმა უფრო ხშირი და ნელნელა მცირდება. ჩვეულებრივ საკერავ ძაფს მოწყვეტთ იმდენს, რომ გადააბათ დაიჭიროთ ორივე ხელით და შუაში გადაგრიხოთ რამდენჯერმე, შემდე მიიტანთ პრობლემურ ადგილას და ეცდებით თმა ჩაყვეს ძაფის გადაგრეხილ ნაწილში. ასე ნელა მოიცილებთ თმას, ცოტა მტკივნეულია, მაგრამ საკმაოდ ეფექტური. რა თქმა უნდა ბევრი მეთოდი არსებობს სახიდან თმის მოსაშორებლად: ძაფით, მარგანცოვკით, ელექტრო ეპილატორით და ასე შემდეგ, მაგრამ აუცილებლად უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი ძალიან ფრთხილად, რადგან არ დაიზიანოთ სახის ნაზი კანი.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.