როგორ მოვიცილოთ შავი წერტილები (კომედონები) მარტივად?

  • naticha
  • მარტი 25, 2014

შავი წერტილებიშავი წერტილები სახეზე იგივე “ფერიმჭამელები” დიდ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით მათთვის ვისაც ცხიმიანი კანი აქვს. გარდა იმისა, რომ არასასიამოვნო შესახედია, ასევე შეიძლება კანის ანთებითი პროცესები მოჰყვეს.

არსებობს უამრავი საშუალება კომედონებთან (შავ წერტილებთან) საბრძოლველად, ათასგვარი სკრაბი, ტონიკი, გელი. თუმცა უმეტეს მათგანს შედეგი არ მოაქვს, არ ვგულისხმობ მაღალფასიან კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც სამწუხაროდ ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი.

შავ წერტილებთან საბრძოლველად გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია მათი გაღიზიანება წვალება ფრჩხილებით, ასეთ შემთხვევაში, თუ ანთებითი პროცესი არ განვითარდა, აუცილებლად გამრავლდება მათი რაოდენობა.

მეთოდი, რომელიც უნდა შემოგთავაზოთ დაგეხმარებათ კომედონების აღმოსაფხვრელად, ან უბრალოდ მათი პროფილაქტიკისთვის. კარგია ამ ნარევის გამოყენება, სახის კოსმეტოლოგთან გაწმენდის შემდეგ დღეებში, რათა თავიდან ავიცილოთ შავი წერტილებისა კვლავ გაჩენა.

ვაკეთებთ შემდეგ ნარევს: ვიღებთ ქაფურის სპირტის მთლიან ფლაკონს, ვფქვავთ და ვამატებთ ბისეპტოლის 5 აბს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ბისეპტოლის შემცვლელი – კოტრიმოქსაზოლი და ლევომიცეტინის 5 აბს. ნარევს კარგად ავურევთ და ბამბის ტამპონის მეშვეობით ვისვამთ სახეზე, ძირითადად იმ ადგილებზე, სადაც ყველაზე ხშირად ჩნდება შავი წერტილები: ცხვირი, შუბლი და ნიკაპის მიდამოებში, თუმცა ინდივიდუალურია, შესაძლებელის მთლიან სახეზე წასმა, გარდა თვალის გარშემო მიდამოსი.

ფერიმჭამელებიაღნიშნული ნარევი საკმაოდ ეფექტურია, არა ალერგიული გამონაყარის სამკურნალოდაც, მაგალითად აკნეს შემთხვევაში. შედარებით მძაფრი სუნის გამო, ხსნარი წაისვით ძილის წინ და გაიჩერეთ მთელი ღამით, დილით კი ჩამოიბანეთ სპეციალური, თქვენი კანის ტიპისთვის განკუთვნილი დასაბანი გელით. თუ კანის სიმშრალე იგრძენით წაისვით, ასევე თქვენი კანის ტიპის შესაბამისი კრემი.

ხსნარის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია კანი დაასვენოთ, რამდენიმე დღით. მაგ:. თუ ერთი თვე ისვამთ ხსნარს, კანს ვასვენებთ 5 დღით და შემდეგ ისევ განვაგრძობთ. შედეგს აუცილებლად რამოდენიმე გამოყენების შემდეგ დაინახავთ, კანი გაიწმინდება და დაიბრუნებს ჯანმრთელ იერს.

ამ ხსნარით სახის დამუშავება, არა ერთი კოსმეტოლოგის რჩევაა. თქვენ კი, ამ აპრობირებული მეთოდის უნიკალური შესაძლებლობები, შეგიძლიათ გამოსცადოთ სახლის პირობებში, კოსმეტოლოგებთან ზედმეტი ვიზიტების და შესაბამისად, დანახარჯების გარეშე.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.