როგორ მოვიცილოთ შავი წერტილები

  • writer91
  • July 29, 2012
  • 0

ალბათ შავი წერტილების პრობლემას ადრე თუ გვიან ყველა აწყდება. თუ აფთიაქებში ნაყიდი სკრაბი არ გშველით შეგიძლიათ სახლის პირობებშიც სკრაბის დამზადება.

 

 

სკრაბის დასამზადებლად დაგვჭირდება:

  • მარილი
  • წვერის საპარსი ქაფი
  • სოდა

მომზადების წესი; აიღეთ ერთი კოვზო სოდა და ერთი კოვზი მარილი, აურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ ცოტა საპარსი ქაბი. მოურიეთ სანამ არ მიიღებთ ერთიან მასას.

წასმის წინ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით, შემდეგ მიღებული მასა წიასვით სახეზე, ხელის ნელი მოძრაობით გაიკეთეთ სახეზე მასაჟი. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის სახეზე გაჩერება 3-4წუთზე მეტი არ შეიძლება. ჩამოიბანეთ სკრაბი და აუცილებლად წაისვით მკვებავი.

პროცედურის ჩატარება შეიძლება კვირაში 2-3 ჯერ. რეზულტატის მისაღწევად სკრაბი 2 კვირის მანძილზე გამოიყენეთ.

გაითვალისწინეთ, რომ სახის მკვებავი აუცილებელი კომპონენტია, რადგან სკრაბის შემდეგ სახე წითლდება.

წინა «
შემდეგი »