როგორ მოვიხმაროთ მარილი? მარილი-სნელებელიც და წამალიც

  • tatatatusi
  • December 8, 2013
  • 0

მარილითანამედროვე მედიცინამ მეცნიერულად დაასაბუთა, რომ მარილი არა მარტო საჭმელს აგემრიელებს, არამედ დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისათვის.

მისი შემადგენელი ნაწილები ნატრიუმი (40%-მდე) და ქლორიდი (60%-მდე) არეგულირებენ ორგანიზმში წყლისა და მარილის ცვლას. ქლორის იონები ხელს უწყობს კუჭში მარილმჟავას წარმოქმნას, ნატრიუმის იონეიბი კი უზრუნველყოფს უჯრედებში უნივერსალური ,,სათბობის”-გულკოზის დროულად მიტანას.

საერთოდ მარილის დღეღამის ნორმა 8-10 გრამია. ამ ,,მაგიიური კრისტალის” უზომოდ გმოყენება ზრდის ჰიპერტონიის რისკს, ხელს უშლის ორგანიზმიდან წიდებისა და სითხის გამოდევნას, აძნელებს ღვიძლისა და თირკმელის მუშაობას, აღიზიანებს შარდსადენ გზებს.

მარილის დეფიციტი იწვევს საჭმლის მონელების ტრაქტის მოშლას, ორგანიზმის გაუწყლოებას, წნევის მკვეთრ დაცემას, თავბრუსხვევას, კუნთების სისუსტეს, დაღლილობის შეგრძნებას, მეხსიერების დაქვეითებას, მადის დაკარგვას.

დიეტოლოგები გვირჩევენ ჯანმრთელობა რომ შევინარჩუნოთ, უარი კი არ უნდა ვთქვათ მარილზე, არამედ ზომიერად გამოვიყენოთ. გულმა (განსაკუთრებით ჰიპერტონიის დროს) რომ კარგად იმუშაოს მეცნიერებმა შექმნეს მარილი, რომელიც შეიცავს მცირე რაოდენობით ნატრიუმს, უფრო ზუსტად-შეცვლის ამ ელემენტს 1/3 მაგნიუმითა და კალციუმით, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ,,ძრავას”. ეს პირდაპირ მისწრებაა ათეროსკლეროზით, თირკმელებისა და შარდმდენი გზების პათოლოგიებით დაავადებულთათვის.ამ მარილს რომ შევუნარჩუნოდ მაგნიუმი და კალციუმი, საჭმელს უნდა დაამატოთ მომზადების შემდეგ.

გაცნობებთ მარილის როგორც სამკურნალო, ისე კოსმეტიკურ თვისებებს:

1. თუ ფუტკარმა, კრაზანამ ან სხვა მწერმა გიკბინათ, ნაკბენზე დაიდეთ სველი მარილი.

2. თუ ხელები გიოფლიანდებათ: 80/100-გ მარილი გახსენით 1-ლიტრ თბილ წყალში. დაამატეთ 1 ჩ/კ ნიშადურის სპირტი, 10 წუთით ჩააწყვეთ ხელები ძილის წინ შემდეგ კარგად გაიმშრალეთ და დაიფრქვიეთ ტალკი.

3. ყელის ტკივილის, ხველებისა და სურდოს დროს: გამოირეცხეთ ცხვირი და გამოივლეთ ყელში (ყოველ 3 საათში ერთხელ) 1/2 ჩ/კ მარილს, 5-6 წვეთი ახალგამოწურული ლიმონის წვენისა და ანადუღარი თბილი წყლის ნარევი.

4. კბილის ტკივილის დროს 1-ჩ/კ მარილი გახსენით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარ წყალში და გამოივლეთ პირში ჭამისა და ძილის წინ.

წინა «
შემდეგი »