როგორ მოვრთოთ ინტერიერი ახალი წლისათვის?

  • zviadii
  • დეკემბერი 24, 2014

ახალი წელითითქოს ბანალური შეკითხვა საახალწლო დეკორთან დაკავშირებით რომელიც არ მოითხოვს პასუხს – ჩამოვკიდეთ ყველგან ბრჭყვიალები, ავანთეთ ნათურები და სანთლები, მოვრთეთ ნაძვის ხე – და აი სადღესასწაულო ატმოსფეროც გამეფდა ჩვენს სახლებში. ყველაფერი სწორია და ტრადიციული. დღესდღეობით უამრავი მოსართავის ყიდვა შეიძლება მაღაზიებში. და მაინც, ხელთ არსებული საახალწლო მოსართავები შეიძლება ყოველ წელს გამოვიყენოთ სხვადასხვანაირად.

ეჭვგარეშეა, რომ ინტერიერის მთავარი დეტალები, როგორიცაა სარკე, კედლის საათი, ჭაღი, ბრა მოითხოვენ სადღესასწაულოდ მორთვას. მრგვალი და ოვალური ნივთები შეიძლება მოვრთოთ სხვადასხვა ფერის ბრჭყვიალებით. შეიძლება ორი-სამი ფერის ბრჭყვიალა გადავაწნათ ერთმანეთს და მოვახვიოთ მრგვალ სარკეს ან საათს.

ცენტრალური ჭაღი შეგვიძლია მოვრთოთ აკრილის ფიგურებით, სხვადასხვა საკიდებით. არ გირჩევთ მორთოთ ჭაღი უბრალო წვიმით, რადგან ის ძლიერ ელექტროვდება. მაგრამ თუ თქვენ საახალწლო “წვიმის” მოყვარული ხართ არ დაგავიწყდეთ სანამ მას მანათობელ საგანს მოახვევთ შეასხურეთ ანტისეპტიკური ხსნარი და გააშრეთ. საერთო ჯამში ჭაღს დაამშვენებს ნებისმიერი ბრჭყვიალა რომელიც ირეკლავს სინათლეს.

ახალი 2015 წელი

ძალიან ლამაზად გამოიყურება განათებული ფანჯრები. ამისათვის საკმარისია რაფაზე დავაწყოთ საახალწლო გირლიანდები. ეს განათების ბიუჯეტური ვარიანტია, რადგან ფანჯრის სპეციალური განათებები საკმაოდ ძვირი ღირს, ხოლო ნატურალური სანთლები სახიფათოა. თვითონ შუშა შეიძლება მოიხატოს საინტერესო ვარსკვლავებით, რომლის ჩამორეცხვაც შემდეგ ადვილი იქნება.

თუ ინტერიერში გაქვთ თაროები ჭურჭლით ისინიც მოითხოვს დამატებით საახალწლო მინათებას. ბოკალებს შორის ჩადგით უსაფრთხო მანათობელი ფიგურები ელემენტებზე, რომლებიც მრავლად იყიდება. გარეთ როგორც კი ჩამობნელდება თქვენი ბინა აბრჭყვიალდება სხვადასხვა ჯადოსნური ფერებით.

ახალი წლის დეკორაციები

კარებზე მიმაგრებულმა საშობაო გვირგვინმაც ფართოდ დაიმკვიდრა ადგილი საახალწლო ინტერიერის მორთულობაში. გვირგვინის დამზადება სხვადასხვა ნივთით შეიძლება. მანდარინით დაწყებული ძაფის გორგოლაჭით დამთავრებული. გვირგვინის ალტერნატივა შესაძლოა იყოს ნაძვის რტოებით გაკეთებული თაიგული.

კედლებისა და ავეჯის მორთვა ადვილია თანამედროვე დეკორის  მისაკრავებით. ასეთი მისაკრავების ყიდვისას დააკვირდით, რომ იყოს მრავალჯერადი გამოყენების. რაც იქნება იმის გარანტია, რომ დღესასწაულების შემდეგ მათ ადვილად მოხსნით და ავეჯის ზედაპირი არ დაზიანდება.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.