როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე ელეგანტურად

  • ihow.ge
  • დეკემბერი 13, 2012
christmas-tree-ihow.geახალი წელი ახლოვდება და შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ნაძვის ხის მორთვაა. ლამაზად მორთულ ნაძვის ხეს შეუძლია აამაღლოს ყველა იმ ადამიანის საახალწლო განწყობა, რომელიც მას შეხედავს, ამ სტატიაში სწორედ საახალწლო ნაძვის ხის ლამაზად მორთვის შესახებ მოგცემთ რჩევებს.

ნაძვის ხის შერჩევა

წარმოიდგინეთ რომ, ნაძვის ხე არის მასა რომლითაც საბოლოო პროდუქტი უნდა მიიღოთ, ამიტომ  საჭიროა მისი შერჩევა ყურადღებით, ადამიანთა ერთი ჯგუფი უპირატესობას ანიჭებს რეალურ ნაძვის ხეს, ხოლო მეორე ნაწილს ურჩევნია ხელოვნური ნაძვის ხის ყიდვა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტიპის ნაძვის ხეა თქვენთვის პრიორიტეტული, არის დეტალები რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ ნებისმიერი ტიპის ნაძვის ხის შეძენისას.

ყურადღება მიაქციეთ ნაძვის ხის ფორმას. შეხედეთ ნაძვის ხეს კარგად არ ჰქონდეს რაიმე დეფექტი და დააკვირდით მის ყოველ განყოფილებას, ნაძვის ხე უნდა იყოს სიმეტრიული და უნდა ვიწროვდებოდეს კენწეროსაკენ, ასევე დააკვირდით, რომ ნაძვის ხე არ იყოს ძალიან “შიშველი” ანუ მის განყოფილებებს (ფენებს) შორის არ იყოს ძალიან დიდი დაშორება.

გაუკეთეთ ნაძვის ხეს დასადგამი და შესაფუთი. ბუნებრივი ნაძვის ხის შემთხვევაში კარგია თუ ნაჭვის ხეს მოატავსებთ წყლით სავსე რეზერვუარში და ისე დადგამთ სახლში, მაგრამ თუ ეს თქვენთვის მოუხერხებელია მაშინ გამოიყენეთ სპეციალური ნაძვის ხის დასადგამები და შეფუთეთ ის ისე, რომ შემდგომში ჩამოცვენილი წიწვები ადვილად მოსაშორებელი იყოს.

უკვე განათებული ნაძვის ხის შეძენა. ნაძვის ხის განათება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი ნაძვის ხის მორთვის პერიოდში, ამიტომ თუ თქვენ აპირებთ ხელოვნური ნაძვის ხის შეძენას, დაფიქრდით, ხომ არ ჯობს უკვე განათებული ნაძვის ხე შეიძინოთ? და ის დრო რაც მისი განათებისთვის უნდა დაგეხარჯად დახარჯოთ ნაძვის ხის სხვა გაფორმებებზე.

ფერების შერჩევა ნაძვის ხისათვის

ფერის არჩევისას პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, იმ ოთახის ფერი სადაც ნაძვის ხეს დგამთ და ისე უნდა შეარჩიოთ ნაძვის ხის ფერები რომ წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ოთახის ფერებთან. არსებობს რამოდენიმე ფერტა გეგმა რომელიც პოპულარულია ნაძვის ხის მორთვისას და შეგიძლიათ თქვენც ცადოთ:

  • კლასიკური საახალწლო ფერები წითელი და მწვანე. აქცენტი გააკეთეთ რომ მწვანე ხე მორთოთ წითელი ორლამენტებით, თუ გსურთ დამატებითი ფერის შემოტანა ეცადეთ ეს ფერი იყოს ოქროსფერი ან ვერცხლისფერი, რადგან წითელი მწვანე და ნათელი ფერების საუკეთესოა ამ სტილში.
  • ზამთრის ფერები, ლურჯი, ვერცხლისფერი და ალისფერი. ამ ფერებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ იმიტაცია თითქოს ხე ყინულოვანია. თუ თქვენ ამ ფერებს აირცევთ მაშინ თავი უნდა შეიკავოთ ისეთი ფერების გამოყენებისაგან როგორიცაა: წითელი, ყვითელი და ოქროსფერი. 
  • ლითონის ფერები, როგორიცაა ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. მეტალის ფერების შეხამება საკმაოდ ადვილია და ის საშუალებას გაძლევთ ხაზი გაუსვათ და გამოყოთ ნაძვის ხის განათება.
  • გრილი ან თბილი ფერები. თუ გსურთ რომ ნაძვის ხე იყოს მრავალფეროვანი მაშინ უნდა ცადოთ გრილი ან თბილი ფერები. გრილი ფერების შემთხვავში ვიყენებთ შემდეგი ფერის ორლამენტებს – ლურჯს, ალისფერს, ვერცხლისფერს და მწვანეს, ხოლო თბილი ფერების შემთხვევაში დაგვჭირდება – წითელი, ფორთოხლისფერი და ოქროსფერი აქსესუარები.

შეურჩიეთ თემატიკა ნაძვის ხეს

არ არის აუცილებელი, მაგრამ სურვილისამებრ შეგიძლიათ შეურჩიოთ თემატიკა თქვენს საახალწლო ნაძვის ხეს, ეს შეიძლება იყოს ანგელოზი, ფიფქები ან სხვა ნებისმიერი რამ, თემატიკის შერჩევა გვეხმარება რომ ნაძვის ხე იყოს ერთიანი და ასევე გამორჩეული სხვა ნაძვის ხეებისაგან.ნაძვის-ხე-ihow.ge

თუ თქვენ არ გსურთ კონკრეტული ტემატიკის შეჩევა თქვენი ხისათვის ეს არ წარმოადგენს განსაკუთრებულ პრობლემას, რადგან ნაძვის ხის მოსართავად თემატიკისთვის ახალი წელიც კი კმარა.

შეიძნეთ სხვადასხვა ორლამენტებით გაფორმებული ნაძვის ხის სათამაშოები. შესაძლოა თქვენ ფიქრობთ რომ წლების განმავლობაში დაგროვილი სათამაშოები საკმარისია თქვენი ნაძვის ხისათვის, რაც არასწორია, ყოველ ახალწელს თქვენი ნაძვის ხის სათამასოებს უნდა შემატოთ ახალი კონკრეტული წლისათვის შეძენილი სათამაშო.

მორთეთ ნაძვის ხე პატარა ნათურებით

მორთეთ თქვენი ნაძვის ხე პატარა ციმციმა ნათურებისაგან, ნაცვლად დიდი პლასტიკის ნათურებისა, ეს ხელს შეუწყობს თქვენს ნაძვის ხეს გამოიყურებოდეს დახვეწილად და კაშკაშად, გახსოვდეთ ყურადღება განათებამ კი არა ნაძვის ხემ უნდა მიიქციოს.

აარჩიეთ ისეთი ნათურები რომელიც არ უკრავს არანაირ მუსიკას და ასევე ნათურები არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში თქვენს მიერ არჩეულ თემასა ან ფერებთან.

ნაძვის ხის მორთვის პროცედურა

ჯერ ჩამოკიდეთ განათება. ეს შეიძლება იყოს ყველაზე შრომატევადი პროცედურა ნაძვის ხის მორთვისას, შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი დეტალი თქვენი ნაძვის ხის.

ნაძვის ხის განათებით მორთვა უნდა დაიწყოთ ზემოდან ქვემოთ, განათება უნდა მოახვიოთ ხეს ისე რომ ნაკლებად თვალშისაცემი იყოს მისი კაბელი და თვალი მხოლოდ ნათურებს ხედავდეს.

განათება განაწილებული უნდა იყოს თანაბრად, იმისათვის რომ შეაფასოთ თუ როგორ არის განაწილებული განათება მოშორდით ცოტა ნაძვის ხეს და ისე შეაფასეთ იგი, დააკვირდით სადმე ზედმეტად განათებული ან ზედმეტად ჩაბნელებული ადგილები ხომ არ არის.

მორთეთ ნაძვის ხე ლენტებით ან მძივებით. ნაძვის ხეზე განათების დამაგრების შემდეგ, თქვენ უკვე შეგიძლიათ მორთოთ ის მძივებით ან ლენტებით, როგორი იქნება იგი ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ გაითვალისწინეთ რამოდენიმე ფაქტორი.

ნუ მორთავთ ნაძვის ხეს ე.წ “წვიმებით”, რადგან ამ სტილის ნაძვის ხეები აქტუალური 90-იან წლებში იყო ამჟამად ნაძვის ხის წვიმებით მორთვა ნიშნავს, რომ თქვენ თანამედროვე სტილს ჩამორჩით.

ახალი-წელი-ihow.ge

მოათავსეთ ხის კენწეროზე სათამაშო (topper). სათამაშოების ჩამოკიდებამდე კენწეროზე აქსესუარის დაკიდება, ცოტა გიზურ ქცევას გავს მაგრამ, ამით შემდეგ თქვენ უფრო მარტივად განსზღვრავთ რომელი სათამაშო სად ჩამოკიდოთ ნაძვის ხეს. რაჩ შეეხება კენწეროს აქსესუარის შერჩევას ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული რას დაამაგრებთ მაგრამ გავრცელებული აქსესუარებია:

  • ვარსკვლავი
  • ანგელოზი
  • ლამაზი ბანტი
  • დიდი ფიფქი
  • ქრისტიანული ჯვარი (საქართველოში ნაკლებად)

ბოლოს ნაძვის ხე მორთეთ სათამაშოებით. სათამაშოები არის ყველაზე დელიკატური გაფორმება ნაძვის ხის, ამიტომ სანამ დაიწყებთ ნაძვის ხის სათამაშოებით მორთვას უმჯობესია დაისვენოთ. დაიწყეთ ნაძვის ხის მორთვა ზემოდან ქვემოთ, სათამაშოები გადაანაწილეთ თანაბრად.

თუ თქვენ გაქვთ შუშის სათამაშოები და სხვადასხვა სპეციალური მასალის ნაძვის ხის სათამაშოები თავდაპირველად ჩამოკიდეთ შუშის სათამაშოები და შემდეგ შესაბამისად შეუხამეთ სხვა სათამაშოები.

თუ თქვენ სახლში გყავთ შინაური ცხოველი ან პატარა ბავში დაიმახსოვრეთ, რომ ხის ძირს ნუ შეავსებთ ძვირფასი სათამაშოებით, რომელიც შეიძლება, ცხოველმა ან ბავშვმა მარტივად ჩამოაგდოს, ეს ადგილი სათამაშოს ნაცვლად შეგიძლიათ შეავსოთ დამატებითი განათებით ან მძივით.

ასევე დაიმახსოვრეთ, რომ სტანდარტული სათამაშოების გარდა ნაძვის ხეზე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ სხვადასხვა ტკბილეული, რაც ძალიან მოსწონთ ბავშვებს, შესაძლებელია ასევე ბუნებრივი გირჩების ან ხილის შეხამება თქვენი ნაძვის ხისათვის.

სასარგებლო რჩევები

  • არ არის აუცილებელი რაც კი სათამაშოები გაქვთ ყველაფერი ხეს ჩამოკიდოთ ხანდახან ნაკლები უკეთესია ვიდრე ძალიან გადატვირთული
  • იყიდეთ სათამაშოები მომავალი წლისათვის ახალი წლის შემდეგ, როდესაც მათი ფასი ძალიან იაფდება (მაგ: 3-4-5 იანვარს).
  • განსაკუთრებით ძვირფასი სათამაშოები ჩამოხნის შემდეგ შეინახეთ ყუთში, რადგან შენახვის დროს და შემდგომ პერიოდში თავიდან აიცილოთ მათი გატეხვა.
  • საახალწლო ნაძვის ხეს შესაძლოა გაუჩნდეს ცეცხლი ამიტომ ნუ გადატვირთავთ მას ზედმეტად განათებებით, ასევე ბუნებრივ ხეს ნუ დადგამთ მშრალ ადგილას.
წინა «
შემდეგი »