როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 2014 წელს ?

  • ninimate
  • დეკემბერი 14, 2013

nadzvis xis mortva გვიახლოვდება ახალი წელი და ყველას დაგვეუფლა საახალწლო განწყობა. ირთვება ქუჩები, ისმის საახალწლო სიმღერები, ვგეგმავთ სად და როგორ შევხვდებით და ავღნიშნავთ ახალი წლის დადგომას და ასევე გველის სასიამოვნო რიტუალი- ნაძვის ხის მორთვა. მათ ვინც აქცევს მრავალ დეტალს ყურადღებას და სურთ ამ წელსაც შესაბამისად სიახლით შეხვდნენ საინტერესო იქნება, როგორ მორთონ ეს ლამაზი ხე, რომელიც ძალიან ალამაზებს ამ დღესასწაულს და არის სიმბოლო სიახლის და იმედის კარგი წელის დადგომის. 2014 წელს ცხენის წელი გვიახლოვდება და შესაბამისად ყველა ცდილობს ლამაზად დახვდეს მას.

პირველად ნაძვის ხე 400 წლის წინ მორთეს და მას ამშვენებდა მხოლოდ სუფთა ვაშლი. ხოლო მინის პატარა ფერადი ბურთები, რომლებიც გავდა ვაშლს და სათამაშოები გაუკეთეს ნაძვის ხეს 1848 წელს გერმანიაში. ეხლაც შეგიძლიათ მორთოთ ნაძვის ხე ასეთი სტილით, ოღონ ნუ გამოიყენებთ ნამდვილ მანდარინსა და ვაშლს. დაკიდეთ ოქროსფერი და ვერცხლისფერი სათამაშოები. ეცადეთ, რომ მორთულობა შეესაბამებოდეს თქვენი სახლის ინტერიერს. გამოიყენეთ ის ფერები, რაც სახლში გაქვთ. ნუ აურევთ ბევრ სათამაშოს და წვიმებს ერთმანეთში რათა არ დაკარგოს ხემ ელეგანტურობა. განალაგეთ ლამაზად გაუკეთეთ ნათურები და გამორთეთ სახლში სინათლე და შემდეგ ჩართეთ.axali weli გამოიყენეთ ლურჯი ფერები, რადგან წელს ლურჯი ცხენის წელი მოდის. თუ გსურთ საახალწლო განწყობა ნაადრევად შეიქმნათ, მაშინ შეგიძლიათ ნაძვის ხე ერთი კვირით ადრე იყიდოთ. ასევე შეიძლება 31-ში გახვიდეთ და მაშინ შეიძინოთ თუ ამ დღეს მისი სიმცირე არ იქნება. წელს ასევე შეგიძლიათ დაამაგროთ ფიფქები, პატარა ცხენის ფიგურები, დაუსვათ სანტაკლაუსი ან თოვლის ბაბუა.
თუ სახლში პატარები გყავთ მიაღებინეთ მათ ამ არაჩვეულებრივ პროცესში მონაწილეობა, ეს მათთვის დიდი სიხაროლი და დაუვიწყარი შეგრძნება იქნება. ამღერეთ მის გარშემო და ამხიარულეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი სათამაშოები, რომლებიც სახლში გაქვთ და დაამატოთ ახლებიც.

გაილამაზეთ ახალი წელი ამ მშვენიერი ხით. გაილამაზეთ და აიმაღლეთ განწყობა და გაახარეთ პატარები. ნაძვის ხე ყველაზე კარგად ქმნის საახალწლო განწყობას. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს.

satamashoebi

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.