როგორ მოვუაროთ ავტომობილს ზამთარში?

  • Creed
  • თებერვალი 3, 2014

ავტომობილის-მოვლა-ზამთარში-ihow.geსიცივის პერიოდში ავტომობილი საჭიროებს მეტ ყურადღებასა და სპეციალურ მოვლას, რადგან ზამთარში და ნაადრევ გაზაფხულს მისი ექსპლუატაცია ხორცელდება არახელსაყრელ პირობებში. ყინვები, მარილი გზებზე, ტემპერატურის ცვლილებები – ეს ის ფაქტორებია რომლებიც ზეგავლენას ახდენს მანქანის მთავარი კვანძების ცვეთაზე. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, დაგვეხმარება რიგი მარტივი პროფილაქტიკური მოქმედებები, რის ხარჯზეც ავტომობილს შეინახავთ კარგ მდგომარეობაში.

ავტომობილის სალონის მოვლა

წელიწადის ცივ პერიოდში, ავტომობილის სალონი ყველაზე მეტად ისვრება. ადამიანი ავტომობილში ჩაჯდომისას ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით თან შეაქვს სინესტე და გზის ჭუჭყი. “სველ სეზონზე” აუცილებელი სალონის ქიმწმენდა, რაც დაგეხმარებათ ამ პრობლემის სწრაფ და ეფექტურ მოგვარებაში.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პლედებს სალონში. წვიმიან და თოვლიან პერიოდში ნაჭრის ხალიჩები ყოველთვის სველ მდგომარეობაშია. რეზინის პლედები კი თვითონვე ვერ შეიწოვენ ნესტს, ამიტომ სინესტე მის ქვემოდან გროვდება, რასაც ცუდ რეზულტატამდე მივყავართ – ავტომობილის ძირი იწყებს ლპობას. ამასთან ერთად ზედმეტი სინესტე იწვევს ავტომობილის შიგნიდან შუშების დაორთქლებასა და გაყინვას.

1) ამიტომ ხშირად ამოიღეთ პლედები, გარეცხეთ და გაამშრალეთ;

2) ავტომობილის ნედლი იატაკი შეგიძლიათ დაამუშაოთ ფენის ცხელი ჰაერით;

3) ავტომობილისტები გვირჩევენ, რომ პლედების ქვემოდან დავაფინოთ პლასტმასის გისოსი, რომელსაც ხშირად იყენებენ სამზარეულოს ნიჟარაში. ამგვარად სივრცე პლედსა და ძირს შორის იქნება უფრო მეტი, რაც ხელს შეუწყობს სინესტის აორთქლებას.

კარკასის-მოვლა-ihow.geავტომობილის კარკასის მოვლა

თოვლჭყაპში გზას მარილს აყრიან, რაც ანადგურებს ავტომობილის კარკასს. მარილით გამოწვეული პატარა ნაკაწრიც კი ხელს უწყობს დაჟანგვის განვითარებას, მაგრამ ამის თავიდან აცილებაც შესაძლებელია.

1) პლასტმასის დამცავების დაყენება საბურავის ზედა თაღებზე;

2) წინასწარ ვიზრუნოთ ჟანგის საწინააღმდეგო სპეციალურ დაცვაზე;

3) თუ ავტომობილი არ არის დაცული კოროზიისგან, მაშინ ამის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება რეგულარული მანქანის გარეცხვა. რაც უფრო ხშირად გავრეცხავთნ მანქანას მით უფრო უკეთესი იქნება, ასევე ორ კვირაში ერთხელ გავრეცხოთ ავტომობილის თაღები წყლის ძლიერი ნაკადით.

ასევე მარილისგან ზიანდება რადიატორის კონდიციონერი, რაც აკურატულად უნდა გავრეცხოთ წყლის თბილი ნაკადით.

გარეცხვის პროცედურების შემდგომ, ზედაპირის შეღებილ ნაწილს წაუსვით ან ცვილი ან პოლიროლი, ეს ოპერაცია მარილს არ მისცემს საშუალებას გაჩერდეს ავტომობილის ზედაპირზე.

მანქანის-საკეტები-ზამთარში-ihow.geავტომობილის საკეტები ზამთარში

გარეცხვის შემდგომ რომ არ გაიყინოს კარებისა და საბარგულის საკეტები, აუცილებელია მათი გამშრალება ან ფენით ან კომპრესორით (შემდგომ ის იქნება შესაზეთი). იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ საკეტების გაყინვა, მაშინ შეასხურეთ WD-40 ან სპირტი.

 

 

აკუმლატორი-ზამთარში-ihow.geაკუმლატორის ბატარეა ზამთარში

სიცივეს დადგომასთან ერთად, თვეში ერთხელ რეკომენდირებულია აკუმლატორის დატენვა სპეციალური ხელსაწყოთი, რომლის კვებაა 220 ვოლტი. სიცივე ახდენს აკუმლატორზე ზეწოლას, რაც ამცირებს მის სიმძლავრეს, ამგვარად ჭიანურდება ძრავის დაქოქვა ზამთარში.

თუ გარეთ ტემპერატურის დაეცა -20 გრადუს ცელსიუსზე ქვემოთ, მაშინ აუცილებელია აკუმლატორის თბილ გარმოში შენახვა.

მინის საწმენდი სითხე

თვალყური ადევნეთ სითხის მოცულობას და გამოიყენეთ “ანტიფრიზი”. წყლის გამოყენება შესაძლებელია  როდესაც დადგება თბილი ამინდები. ხშირად მოყვარულები თბილი ამინდის გამოსვლისთანავე ასხამენ წყალს, ხოლო უეცარი სიცივის დადგომის შედეგად წარმოიქმნება ყინული რაც იწვევს ტუმბოს მწყობრიდან გამოყვანას.

დვორნიკები-ihow.geსაქარე მინის საწმენდი

ყოველი მგზავრობის წინ საფუძვლიანად გაწმინდეთ საქარე მინის ჯაგრისები. თოვლისა და ყინულის არსებობა მათ მწყობრიდან გამოიყვანს და დაგჭირედება ახალი ჯაგრისების დაყენება. სასურველია დრო და დრო შარნირების დამუშავება მრავლაფუნქციური ზეთით.

 

ავტომობილის კონდიციონერი ზამთარში.

ზამთარში კონდიციონერი არ გამოიყენება, გასაგები მიზეზების გამო. მაგრამ 2-3 კვირაში ერთხელ მაინც აუცილებელია პროფილაქტიკის მიზნით მისი ჩართვა (გათბობასთან ერთად), ეს საშუალებას არ მისცემს პლომბებს დაკარგონ ჰერმეტულობა.

საბურავები-ზამთარში-ihow.geსაბურავები ზამთარში

ზამთრის ტიპის პროტექტორები იცვითებიან საკმაოდ სწრაფად. ამის გარდა, ზამთარში ოდნავ იცვლება საბურავის დახრის კუთხე. ყველაზე კარგია გაკეთდეს ბალანსირება და ასევე არ დაგავიწყდეთ საბურავების წნევის რეგულირება.

 

 

“სვეჩები”.

სიცივეში, მოკლე ადგილზე გადაადგილების შემთხვევაში “სვეჩები” ყოველთვის ვერ ასწრებენ გახურებას რის გამოც წარმოიქმნება ნამწვავი. ნამწვავის ამოღება შესაძლებებლია ხელით, ამოიღეთ სვეჩები და გაწმინდეთ “შკურკით”. ასევე ამის მოგვარება შესაძლებელია სვეჩების დემონტაჟის გარეშე. საკმარისად დიდი ხნით ამუშავეთ ძრავა მაღალ ბრუნვაზე. ნამწვავი იდეალურად შორდება ხანგრძლივი მოგზაურობის შედეგად.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.