როგორ მოვუაროთ გაციებულ ბავშვს?

  • natinati
  • ივლისი 13, 2014

გაციებაროგორც მოგეხსენებათ გაციებას ხშირად ართულებს სიცივე, სწორედ ამიტომ გირჩევდით რომ გაციებული ბავშვის ცივ ამინდში გარეთ გაყვანას მოერიდეთ, იქამდე სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება, რადგანაც ქარი სხეულს არათანაბრად აცივებს, რაც ხელს უწყობს ავადმყოფობის გამწვავებას.

გირჩევთ, პატარ ბავშვს რომელიც მალე ცივდება, ავადმყოფობის შემდგომ რამოდენიმე დღესაც ნუ გაიყვანთ გარეთ, ხოლო 2-3 დღის შემდეგ შეგიძლიათ მზიან ამინდში გაიყვანოთ ჰაერზე, ქარისგან დაცულ ადგილას მხოლოდ 20-30 წუთი. თუ გაციება არ შეუბრუნდა მეორე დღიდან შეგიძლიათ ჩვეულებისამებრ ასეირნოთ. დიდი ასაკის ბავშვებისათვის კი ასეთი სიფრთხილე ზედმეტია.

რაც შეეხება გაციების დროს წოლით რეჟიმს, ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, ტემპერატურაზე და ხასიათზე. ამ შემთხვევაში გირჩევთ ბავშვის მკურნალ ექიმს დაეკითხოთ.
გაციების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩაცმულობას. უნდა ეცადოთ რომ ბავშვს თანაბრად თბილად ეცვას. რაც მთავარია გულმკერდი და ფეხები უნდა ჰქონდეს ყველაზე თბილად.

გაღიზიანებული ბავშვიგაციებული ბავშვის ოთახში 22-23 გრადუსი სითბო უნდა იყოს, ზოგადად 20 გრადუსი ჯანმრთელი ბაშვისთვისაც იდეალური ტემპერატურაა. ღამითაც კი საჭიროა შევინარჩუნოთ ეს ტემპერატურა. ამ დროს ფანჯარა დაკეტილი უნდა გვქონდეს, თუმცა ჰაერის განიავება ყოველდღიურად აუცილებელია, ამიტომ მხოლოდ სარკმლის გაღებით შემოვიფარგლოთ, ოღონდ ყურადღებით უნდა ვიყოთ რომ ჰაერის ნაკადი პირდაპირ ბავშვისკენ არ იყოს მიმართული. განიავება კარგია როცა ბავშვს სძინავს. თუ არ სძინავს ამ დროს, შეგიძლიათ მეორე ოთახში გაიყვანოთ მცირე ხნით, სანამ ჰაერი არ გაიწმინდება.

გაციების დროს კარგია ჰაერის გატენიანება. არსებობს ამის რამდენიმე ხერხი. არსებობს ხელსაწყო რომელიც ნახევარ საათში ჰაერს ერთი ლიტრა წყლით ატენიანებს. ასევე შეგიძლიათ გამათბობელზე სველი პირსახოცი დააფინოთ, აორთქლებული წყალი ჰაერში დატრიალდება.
გაციების დროს ხშირ შემთხვევაში ექიმი ნიშნავს ცხვირისა და ყურის წვეთებს, სიმპტომებიდან გამომდინარე, თუმცა უნდა ვიცოდეთ რომ მათი ხშირი მოხმარება არცთუ სასურველია. ასევე უნდა ვიცოდეთ მათი სწორად მოხმარებაც, რომ შედეგი მივიღოთ. ცხვირში ჩასაწვეთებელ წვეთებს შვება მაშინ მოაქვს, როცა ცხვირის ზედა და ქვედა შესასვლელებში ხვდება.

რაც შეეხება ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ისინი კი არ ანადგურებენ ბაქტერიებს, არამედ მხოლოდ ასუსტებენ ყელში ღიტინს, ხველა რომ არ გახშირდეს. ბავშვი რომელსაც ხველა აწუხებს ექიმის მეთვალყურეობას საჭიროებს. იგი საჭირო პრეპარატს გამოწერს და შესაბამისად ბავშვს გამოჯანმრთელებაშიც დაეხმარება.

წინა «
შემდეგი »

natia metskhvarishvili birth date:25.09.1989 graduted:ILIA STATE UNIVERSITY

  • googleplus