როგორ მოვუაროთ ზაზუნას?

  • commail.comedyin
  • სექტემბერი 23, 2016

ზაზუნებინაწილი 1: ზაზუნის შერჩევა

დასაწყისისთვის უნდა გაერკვიოთ, რომელი სახეობის ზაზუნის შეძენას აპირებთ. არსებობს მრავალი სახეობის ზაზუნა და თქვენთვის შეიძლება ერთი სახეობა მეორეზე უფრო უკეთესი იყოს. ზოგადად თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რომელი უფრო მოგეწონებათ დიდი თუ პატარა ზაზუნა. სხვა დეტალები რომლებსაც უნდა გადახედოთ ითვალისწინებენ შემდეგს:

  • ერთი ზაზუნა. სამწუხაროდ ყველა ზოომაღაზიაში არ ახდენენ თქვენს ინფრომირებას ან და თვითონაც არ იციან ამის შესახებ. თუ ყიდულობთ სირიულ ან ჩინურ ზაზუნას ისინი პირადი სივრცით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილები! მას შემდეგ რაც ზაზუნები მიაღწევენ ზრდასრულ ასაკს, ისინი როგორც წესი, იწყებენ ჩხუბს, თუ მათ გვერდით კიდევ ვინმე ისინი მანამდე იბრძოლებენ სანამ ერთერთი არ მოკვდება. ასე, რომ ამ ჯიშის ზაზუნები ერთ გალიაში არ უნდა ამყოფოთ.
  • თუ თქვენ ერთზე მეტი გინდათ. არის გარკვეული სახეობა ჯუჯისებრი ზაზუნების, რომლებიც კარგად თანაცხოვრობენ ერთად. მათ მიეკუთვნებიან: რუსული კემპბელა, ზამთრის თეთრი ან ციმბირის ნაცრისფერი და რობოვსკის ჯუჯა ზაზუნები.

ოქროსფერი ზაზუნა

 

დაიჭირეთ ხელში და მოეფერეთ მას, სანამ იყიდით. ეს მნიშვნელოვანია იმის დასადგენად არის თუ არა ზაზუნა მეგობრული, ამბობენ რომ ზოგიერთი ჯიშის მამალი ზაზუნა საერთოდ არ იკბინება, ზოგადად მდედრები უფრო აგრესიულები არიან.

ძაღლი

 

მიაქციეთ ყურადღება უკვე არსებულ შინაურ ცხოველს თქვენ სახლში. გყავთ თუ არა კატა? კატა საკმაოდ დაინტერესებულია ზაზუნით და ამ დაინტერესებამ შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მიიყვანოს ზაზუნა. თქვენ ყოველთვის უნდა ეცადოთ კატა მისგან მოშორებით გყავდეთ. შესაძლოა ძაღლებმაც მიაყენონ ზიანი მას.

ნაწილი 2: საცხოვრებლით უზრუნველყოფა

ზაზუნას სახლი

 

მოამზადეთ კორპუსი, რომლითაც წაიყვანთ ზაზუნას სახლში. ჯობია თავიდანვე მოამზადოთ გალია, რადგან ზოომაღაზიიდან თქვენთან გადმოსვლა ისედაც დიდი სტრესია, ხოლო გადმოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში მის საცხოვრებელ ადგილში ცვლილებების შეტანა კიდევ უფრო გამაღიზიანებელია მისთვის.

გალია

 

იყიდეთ ან თქვენით გააკეთეთ იდეალური ზომის გალია. ჰკითხეთ ზოომაღაზიის თანამშრომლებს სწორად არის თუ გალიის ზომა შერჩეული. ისინი ცდილობენ პროდუქტის გაყიდვას, ამიტომ თქვენთვის საჭირო ინფორმაციას ხშირად არ ფლობენ.

  • ოქროსფერი ზაზუნა არ უნდა იმყოფებოდეს გალიაში რომლის ზომებიცაა: 30X30 სმ; ეს მისთვის სერიოზული შეზღუდვა იქნება. მას დიდი გალია სჭირდება, უკიდურეს შემთხვევაში 75X40X40 სმ.
  • სარბენი ბორბლის ზომაც ძალიან მნიშვნელოვანია. სირიული (ან ოქროსფერი) ზაზუნები უნდა ფლობდნენ მინიმუმ 20 სმ ზომის ბორბალს, თუმცა უფრო კომფორტულად 30 სმ-იან ბორბალზე იგრძნობენ თავს, რომელშიც მათ ზურგი სწორი ექნებათ. ველურ ბუნებაში მათ ღამით 8 კილომეტრის გავლა შეუძლიათ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა მოღუნული ზურგით კი ისინი დიდხანს ვერ დარბიან. ეცადეთ აირჩიოთ ისეთი ბორბალი, რომელის ჭრილებშიც თათები არ ჩაუვარდება.
  • ამ მხრივ ნაცრისფერი ზაზუნა ყველაზე პრეტენზიულია, აიღეთ ყველაზე დიდი გალია რომელსაც კი იშოვით (ან გასწვდებით) კარგი იქნება თუ შეუძენთ მილებს და სხვა დამატებებს.
  • განიხილეთ თაროები როგორც ზაზუნის გართობის საშუალება და მისთვის უფრო დიდი ფართობის შეთავაზება.
  • გალიის არჩევისას დააკვირდით რომ მას გამოკვეთილი კუთხეები ჰქონდეს. ზაზუნებს ცუდი მხედველობა აქვთ, ამიტომ ოვალური და მრგვალი კუთხეები ჩრდილების გარეშე ართულებს საზღვრების აღქმას. ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტთან და თავბრუსხვევა ზაზუნასთვის.
  • თუ გალიას აქვს სარისებრი ფორმა დარწმუნდით რომ მათ შორის ის ვერ გაძვრება, ზოგ ზაზუნას წვრილ ადგილებში გაძრომა ძალიან ეხერხება.

 

განიხილეთ სხვა ვარიანტი. მინის აკვარიუმი თავსახურით ასევე კარგი ვარიანტი იქნება, მაგრამ ის საკმაოდ დიდი უნდა იყოს ჰაერის ცირკულაციისთვის. აკვარიუმის მინუსს წარმოადგენს ჰაერის ცირკულაციის პრობლემის გამო დამატებების განთავსების სირთულე, მაგრამ პლიუსი მდგომარეობს იმაში, რომ იქიდან გაქცევა უფრო ძნელია. დარწმუნდით, რომ თავსახური კარგადაა დამაგრებულია თუ გარშემო ცნობისმოყვარე კატები ტრიალებენ.

აკვარიუმები

ნახერხი

 

აირჩიეთ შესაბამისი დასაფენი. არ გამოიყენოთ ფიჭვის ან ქლოროფილის ნათლელები. ეს ძალიან ცუდია პატარა და მსუბუქი ზაზუნებისთვის. უმჯობესია ასპენის ხის ან ნებისმიერი სხვა ნათლელი დამზადებული გადამუშავებული ქაღალდისგან. შეგიძლიათ იყიდოთ შრედერი და გადაამუშავოთ ქაღალდი თქვენი ზაზუნასთვის, მაგრამ დარწმუნდით თუ მასზე არის მელანი ის არ არის ტოქსიური, ასევე გაზეთის ტოქსიკურობის გათვალისწინებით გაზეთის დამუშავებაც შეიძლება.

ნაწილი 3: ჯანმრთელი და ბედნიერი ზაზუნა

 

მიეცით მას მეტი ადგილი, იმისთვის რომ ადვილად მოახდინოს ადაპტირება ახალ გარემოში. ზაზუნას პირველად მოყვანისას ჩასვით ის გალიაში. მიეცით მას დრო ახალ აპარტამენტებთან შესაგუებლად, მანამდე სანამ ამოიყვანთ მას იქიდან. რამოდენიმე დღე მან ადაპტირება უნდო მოახდინოს. უკიდურეს შემთხვევაში, მიეცით მას 3 დღე.

ზაზუნა გალიაში

ზაზუნას საჭმელი

 

შეცვალეთ მისი საკვები ყოველდღე. გამოცვალეთ წყალი რამოდენიმე დღეში ერთხელ, ან თუ წყალი მწვანე გახდება მოერიდეთ ამ შემთხვევას დაავადების გამოწვევა შეუძლია. გულმოდგინედ გაწმინდეთ წყლის ბოთლი ან ახალი ფლაკონი იყიდეთ.

  • საერთო ჯამში მიეცით მას 4 ჩაის კოვზი ან 1 სუფრის კოვზი საკვები.
  • ყოველი ჭამის მერე მოაშორეთ ნარჩენები, ავად გახდომის თავიდან არიდების მიზნით.
  • დარწმუნდით რომ საჭმელი რომელსაც ყიდულობთ მარილის ნორმალურ რაოდენობას შეიცავს, თუ მას არ აქვს მარილი, მოაყარეთ ის ბორბალს ასალოკად.

ზაზუნა ჭამს მზესუმზირას

 

მიეცით მას ახალი საკვები ის მიიღებს კმაყოფილების შეგრძნებას ახალი გემოებისგან. ერთი და იგივე მას მობეზრდება და ცუდ გუნებაზე დააყენებს.

  • იცოდეთ რომ მას იმის ჭამაც შეუძლია რაც მისთვის არ არის სასურველი, ოპტიმალური გადაწყვეტილებაა ხილი და ბოსტნეული: მარწყვი, მოცვი, კიტრი…
  • ხანდახან სასუსნავად მიეცით მას მზესუმზირა უთუოდ მას ეს მოეწონება, მან მათი გარჩევაც კი იცის.
  • არ გადააჭარბოთ ზომას! განსაკუთრებით საშიშია ბევრი საკვების მიღება ჯუჯა ჯიშებისთვის ეს დიაბეტის საშიშროებას ქმნის.

 

გალიის რეგულალური წმენდვა. კორპუსი ადვილად შეიძლება გახდეს მიკრობების წყარო, ამიტომ გაწმინდეთ გალია, მინიმუმ კვირაში ერთხელ.

ზაზუნის გალიის გასუფთავება

  • ხშირი წმენდვა სპეციფიური სუნის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს, რომელიც ასწავლის მას სად არის საძინებელი, სასადილო და საქმეების გასაკეთებელი ადგილი. ასე, რომ არც ძალიან ხშირი და არც ძალიან იშვიათი გასუფთავებაა კარგი.
წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.