როგორ მოვუაროთ ზაზუნას?

  • commail.comedyin
  • აპრილი 29, 2014

ზაზუნა კვებააქ წარმოდგენილია ყველაზე ადვილი რჩევები იმისათვის, რომ ზაზუნა იყოს სუფთა ჯანმრთელი და თავისი ცხოვრებით კმაყოფილი. უნდა გახსოვდეთ რომ ზაზუნა ცოცხალი არსებაა, რომელსაც მოვლა ჭირდება და არა სათამაშო. არ გააღვიძოთ ზაზუნა დღისით იმისათვის რომ ეთამაშოთ იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ მას ეს მოსწონს. მათ შედარებით უფრო ნაკლებად აღიზიანებთ ღამე გაღვიძება, ზაზუნა ღამის ცხოველია.

 

ზაზუნა

არ მიცეთ ზაზუნას ცხარე, მჟავე, მწარე და ტკბილი (გარდა სპეციალური ზაზუნების ტკბილეულისა). რაც შეიძლება მდიდარი რაციონი შეადგინეთ მიეცით მას ყველაფერი ოღონდ ცოტ-ცოტა. ზაზუნას წყალი ყოველთვის უნდა ქონდეს. თქვენ შეგიძლიათ იმაზე მეტი საჭმელი მიცეთ რამდენიც ჭირდება, რადგან ის ზედმეტს მაინც არ შეჭამს.

არასოდეს დაბანოთ ზაზუნა მას ეს არ ჭირდება. ისინი სისუფთავის მოყვარულები არიან. საწინააღმდეგო შემთხვევაში ის გაცივდება ან უარესი რამე დემართება (თუ მაინც გადაწყვეტთ ზაზუნის დაბანვას თვალი გადაავლეთ სტატიას – ზაზუნის მოვლაზე).

 

ზაზუნას გართობაზაზუნები ძალიან აქტიურები არიან მათ ყოველთვის მოძრაობაში ყოფნა ჭირდებათ. როგორც მინიმუმ გალიაში მას უნდა ქონდეს ბორბალი რომელზეც ის ირბენს (სასურველია ბორბალი იყოს მჭიდრო იმისათვის რომ მისი თათი არ გაიჭედოს). კარგი იქნება თუ მას გასასეირნებელ ბურთს უყიდით (ბურთი რომელიც მარცხენა მხარეს არის ნაჩვენები) ის თავისუფლად ირბენს ბინაში და არ დაიკარგება და უსაფრთხოდაც იქნება.

 

ზაზუნას სახლიმათი საცხოვრებელი კვირაში ერთხელ მეტჯერ არ გაასუფთავოთ, რადგან მათ არ უყვართ თავიანთი სუნის დაკარგვა გალიაში.

ხშირად ელაპარაკეთ მას და დაუძახეთ სახელი. მათ ამშვიდებთ ადამიანის ხმა. თან ის უფრო ადვილად მიეჩვევა სახელს და თქვენ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.