როგორ მოვუაროთ ზაზუნებს ისე რომ სუნი არ ქონდეთ?

  • commail.comedyin
  • March 29, 2014
  • 0

ზაზუნაბევრს ყავს შინაური ცხოველი, მაგრამ ბევრი პლიუსის მიუხედავათ ყველა შინაურ ცხოველს დამახასიათებელი სუნი აქვს. ამ სტატიაში გაიგებთ ამ სუნთან ბრძოლის ხერხებს. 

 

 

 

 

 

ჭილოფიპირველ რიგში გამოცვალეთ ჭილოფი. ზოო მაღაზიაში მირჩიეს ისეთი ჭილოფი რომელიც გავს ცემენტს და კარგად იწოვს სითხეებს, მაგრამ ეს არ შველის რადგან შეწოვილი სითხე უკან ამოდის და უფრო ძლიერი სუნი დგას, ამიტომ მე ვიყიდე კატის დაპრესილი ხის ჭილოფი, რომელიც სურათზეა გამოსახული. ჩემი ზაზუნები მას მალე შეეჩვივნენ და როდესაც ისინი მას ასველებენ ის უბრალოდ იშლება და სუნს არ ტოვებს სითხეც მალე ორთქლდება.

ბანაობასაკმარისი არ არის მარტო მისი სახლის მოვლა. თუ თქვენს ზაზუნას ბორბალი რამე სათამაშოები ან სხვა ნივთები აქვს გალიაში აუცილებლად ისინიც გარეცხეთ. თვითონ ზაზუნაც უნდა დაბანოთ, მაგრამ ყოველთვის არა პერიოდულად, რადგან ისინი თვითონაც ილოკავენ თავის თავს.

 

ზაზუნის გალიაჩემს ზაზუნებს დიდი ორ სართულიანი გალია აქვთ და ხშირად ისინი იძინებენ ლაბირინთში, რომელიც მე მაქვს გაკეთებული მილებისგან. მათ იქ მიაქვთ საჭმელიც და ხანდახან მოთენთილებს ეზარებათ იქიდან გამოსვლა და თავიანთ “საქმეებს” იქ აკეთებენ. რის გამოც მას სუნი აქვს. მილების დაშლა ძნელია, მაგრამ მე მაინც მიწევდა მათი დაშლა გასარეცხათ. მე საერთოდ მოვხსენი მილები ზაზუნებს სარბენი ადგილი ისედაც ბევრი აქვთ, სამაგიეროდ სუნი არ არის და გალიის გაწმენდა მხოლოდ კვირაში ერთხელ მიწევს.

წინა «
შემდეგი »