Google

როგორ მოვუაროთ თმას

დაწერილია:January 19, 2012
თმის ნელი ზრდა ძალიან ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. თმაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს: მედიკამენტებმა, დიეტამ, სტრესმა და სკალპის (თავის კანის) ინფექციამაც კი. ჯანმრთელი თმის შემთხევაში მისი დაახლოებით 90% ყოველთვის იზრდება, ხოლო დანარჩენი 10% ისვენებს. რამოდენიმეთვიანი დასვენების შემდეგ, ჯანსაღი თმა ცვივა ბუნებრივად, რათა გამოანთავისუფლოს ადგილი ახალი თმისათვის. ჯანსაღი თმა, როგორც წესი, თვეში დაახლოებით 1,25-1,3 სანტიმეტრით იზრდება. თუ თქვენ გენეტიკურად ან სამედიცინო ჩარევის შედეგად გცვივათ, ან გიფუჭდებათ თმა, ამის საწინააღმდეგოდ და თმის გასაჯანსაღებლად შეგიძლიათ შეიმუშავოთ, როგორც ნატურალური, ასევე სამედიცინო სტრატეგია. ჯანსაღი თმის მოვლა, დაბალანსებული დიეტა და მიზანმიმართული მკურნალობა დაეხმარება თქვენს თმას სწრაფად ზრდაში.

მოცემულ სტატიაში შევეხებით რამოდენიმე მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ გააჯანსაღოთ თქვენი თმა და მისცეთ მას სწრაფად ზრდის საშუალება.

ჯანსაღი კვება

ჯანსაღი კვება არის მთავარი ჯანსაღი თმისათვის, მაგრამ მხოლოდ დაბალანსებული კვება არ არის ხელშემწყობი თმის სწრაფად ზრდისათვის, ამისათვის საჭიროა კონკრეტული პროდუქტების მიღება. თუ თქვენ შეცვლით თქვენს კვების მენიუს და მიიღებთ ისეთ საკვებს, რომელიც სასარგებლოა თმის გაჯანსაღებისათვის, ეს არ აისახება უკვე გაზრდილ და ამოსულ თმაზე. სწორი კვება ასახვას ჰპოვებს გასაზრდელ თმაზე, რომელიც ამ დიეტის შემდეგ ამოვა.

  • მიიღეთ ცილები ყოველდღიურად – ცილები აუცილებელია იმისათვის, რომ თმა გაიზარდოს ჯანსაღი. ცილები ეხმარება სხეულს ახალი თმის აღმოცენებაში, მაგრამ თუ სხეულში არ მოიპოვება საჭირო რაოდენობის ცილები, თმა არის სუსტი ან იზრდება ნელა;
  • საკმარისი რაოდენობის ცილების მისაღებად შეგიძლიათ მიირთვათ: მჭლე ხორცი, თევზი, კვერცხი, ლობიო, თხილი და სოიოს პროდუქტები;
  • დარწმუნდით, რომ ღებულობთ საჭირო რაოდენობის რკინასა და ცინკს (თუთიას) – რკინისა და ცინკის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს თმის გამოფიტვა და ცვენა, ისეთი დაავადებაც კი როგორიც არის ანემია;
  • რკინა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის უჯრედებს შორის ჟანგბადის განაწილებისას (მათ შორის თმის ფოლიკულების) და ასევე რკინა ეხმარება ორგანიზმს ცილების იმგვარად გარდაქმნაში, რომ მათ დადებითი გავლენა მოახდინონ თმაზე. ორგანიზმისაათვის საჭირო რკინას შეიცავს: მჭლე ხორცი, შინაური ფრინველები, კვერცხი, ლობიო, ოსპი, სოიოს ხაჭო (ტოფუ) და თავად სოიო;
  • ცინკი (თუთია) ხელს უწყობს სხეულის ზრდასა და ქსოვილების აღდგენას, შესაბამისად ცინკი აღადგენს და ზრდის თმას, ასევე ხელს უწყობს ფოლიკულებს ნორმალურ ფუნქციონირებაში. ორგანიზმისთვის საჭირო ცინკს შეიცავს: მიწისთხილი, კარაქი, მჭლე ხორცი, ხამანწკები, კიბორჩხალა, შინაური ფრინველები, გოგრის თესლი და ბარდა;
  • თუ თქვენი ორგანიზმი განიცდის რკინისა და ცინკის ნაკლებობას, მაშინ შეიძლება დაგჭირდეთ სხვა კონკრეტული პროდუქტების დამატებაც თქვენს მენიუში, მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი რკინისა და ცინკის საჭირო დონეს აღწევს მაშინ, როდესაც ზემოთაღნიშნული პროდუქტების გარდა ჭამს ისეთ პროდუქტებს როგორიცაა: ბურღულეული, პური, მაკარონი და ა.შ;
  • არ ამოიღოთ ცხიმი თქვენი დიეტიდან – ცხიმი არის უაღრესად მნიშვნელოვანი თმის ზრდისათვის, ცხიმის გარეშე თქვენი სხეული ვერ შეინარჩუნებს ჯანსაღ თმას. ცხიმი ასევე მნიშვნელოვანია თქვენი სხეულისათვის, რადგან ის მსგავსად ვიტამინებისა A, D, E და K ეხმარება თმას ზრდაში;
  • ასევე დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი ორგანიზმი არ განიცდის C ვიტამინის ნაკლებობას, რადგან აღნიშნული ფაქტი იწვევს თმის გამოშრობას, გამოფიტვას და დასუსტებას, რის შედეგადაც თმა ხდება არაჯანსაღი და მსხვრევადი;
  • C ვიტამინი ასტაბილურებს კოლაგენს, რომელიც თავის მხრივ წარმოშობს ახალ თმის უჯრედებს. C ვიტამინის გარეშე თქვენს სხეულს ურთულდება რკინის შთანთქმა, ასე რომ C ვიტამინის მიღება ორმაგად მნიშვნელოვანია;
  • C ვიტამინს შეიცავს: ციტრუსები, ანანასი, მარწყვი, ბროკოლი, წიწაკა, გუავა, ფერადი (ყვავილოვანი) კომბოსტო;
  • მიიღეთ B ვიტამინი თმის ცვენის ასაცილებლად. არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ როდესაც ვიღებთ აქტიურად B ვიტამის ამ დროს თმა მნიშვნელოვნად ჯანსაღდება (განსაკუთრებით რიბოფლავინი და ბიოტინი), მაგრამ უნდა იყოთ ფრთხილად რადგან ამ ქმედებამ შეიძლება საერთოდ სხვა შედეგიც კი მოგვცეს და დაგეწყოთ თმის ცვენა და დასუსტება. სანამ გადაწყვეტთ B ვიტამინის მიღებას ეწვიეთ ექიმს და გამოიკვლიეთ თქვენი ორგანიზმი, რათა თავიდან აიცილოთ თმის ცვენა B ვიტამინის მიღების შედეგად;
  • B ვიტამინით გაჯერებულია: ზღვის პროდუქტები, ისპანახი, შვრია, სოიოს პროდუქტები, რძე, მჭლე ხორცი, ბანანი, ოსპი, კარტოფილი (გაუთლელი), ბარდა, ბროკოლი, ჭარხალი და არტიშოკები.

 

ემოციებისა და სტრესული მდგომარეობის შემცირება

ინტენსიურმა ფიზიკურმა ან ემოციურმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ზრდის ტემპების შენელება ან საერთოდ შეჩერება. მძიმე შემთხვევებში სტრესმა შეიძლება თმის ცვენაც გამოიწვიოს. ჩვენ შეიძლება რამოდენიმე თვე ვერც კი შევამჩნიოთ სტრესული მდგომარეობისაგან თმის ზრდის შენელება ან ცვენა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტრესული მდგომარეობის დაძლევაზე არ უნდა ვიზრუნოთ. იმისათვის, რომ აღმოვფხვრათ სტრესისაგან მიყენებული ზიანი რამოდენიმე თვეა საჭირო, ამიტომ რაც უფრო მალე შეძლებთ რელაქსაციას და სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლას, ეს მით უფრო შეუწყობს ხელს თქვენი თმის სწრაფ ზრდას.

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი – ივარჯიშეთ მსუბუქად და რეგულარულად, იკვებეთ ჯანსაღად და გამოიძინეთ კარგად, რომ აღიდგინოთ ფიზიკური კონდინციები;
  • გადაღლილობის, მკაცრი დიეტის ან არასაკმარისი ძილის გამო, თვენმა სხეულმა შესაძლებელია იმუშაობს ე.წ თვითგადარჩენის რეჟიმში, რა დროსაც იგი თავის დარჩენილ ენერგიას გამოყოფს მხოლოდ აუცილებელი ორგანოების ფუნქციონირებისათვის. ამის შედეგად,თქვენი თმა რჩება გამოუკვებავი და დაუცველი, რაც არის თმის დაზიანების და ცვენის საწყისი;
  • განსაზღვრეთ სტრესის გამომწვევი კონკრეტული ფაქტორები, რაგდგან ხშირია შემთხვევები როცა სწორად ისეთი ფაქტორები როგორიცაა: არასწორი დიეტა, არარეკომენდირებული მედიკამენტების მიღება, ფიზიკური ტრავმა, ჰიპერაქტიური ცხოვრების წესი და ა.შ უშლის ხელს თმის ნორმალურ განვითარებას;
  • როგორც წესი, სტრესის გადატანის შემდეგ თმის ზრდა უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ შეიძლება თმამ რამოდენი თვით შეწყვიტოს ზრდა, მაგრამ როგორც კი თქვენ მოიშუშებთ იარებს და დაუბრუნდებით ნორმალურ ემოციურ მდგომარეობას, თმის ზრდაც ჩვეულ რიტმში აღდგება.
  • ისწავლეთ ემოციური სტრესის მართვა
    ემოციური სტრესის ისეთი მოვლენები როგორიცაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა, სამუშაო ადგილის შეცვლა, დაუცველობის შეგრძნება და ა.შ ახდენს გავლენას თქვენს ჯანმრთელობაზე, რაც თავის მხრივ ასახვას ჰპოვებს თმის ზრდაზეც. აღნიშნული მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავლის პოვნა არის ერთადერთი საშუალება, რაც დააჩქარებს ჯანმრთელი თმის სწრაფად გაზრდას.

 

შეისწავლეთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა

დარწმუნდით, რომ თქვენი თმის ზრდის ნელი ტემპი ან ცვენა არ არის გამოწვეული თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ანუ სანამ თმის ზრდის სტიმულირების რომელიმე კონკრეტულ მეთოდზე გადახვალთ, უმჯობესია გაესინჯოთ ექიმს, რადგან თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის დაავადება, კვების არასწორი რეჟიმი, ნივთიერებათა ცვლის არევა ან სხვა, შეიძლება სწორედ მსგავსი არაჯანსაღი სამედიცინო მდგომარეობა აღმოჩნდეს თქვენი თმის ცვენისა ან არ გაზრდის მიზეზი.

  • იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ კიბო და ქიმიურმა თერაპიამ და სხვა სამედიცინო ჩარევებმა იმოქმედეს თქვენი თმის ცვენაზე, მოგიწევთ პარიკის ტარება;
  • ჰკითხეთ ექიმს ან პარმაცევტს ესა თუ ის მედიკამენტი, რომელსაც იღებთ ხომ არ უშლის ხელს თმის ზრდას. ისეთი მედიკამენტები როგორიცაა: ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, გულისა და არტერიული წნევის წამლები ხელს უშლიან თმის ნორმალურ ზრდას, ამიტომ წინასწარ გაერკვიეთ მათ ინსტრუქციებში;
  • შეემოწმეთ სკალპის ინფექციაზე;
  • მოერიდეთ მკაცრ დიეტებს ექიმთან კონსულტაციის გარეშე;
  • გამოიკვლიეთ თქვენი ჰორმონალური მდგომარეობა.

როგორც წესი, ჰორმონალური ცვლილებების გამომწვევია: მენოპაუზა, ორსულობა ან მშობიარობა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენება, ფარისებრი პრობლემები, ტესტოსტერონის მაღალი დონე. ჰორმონალური ცვლილებები და თმის ცვენა ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს გარდატეხი ასაკიდან გამომდინარე, ამ დროს მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა ჯანსაღი კვება.

 

არაჯანსაღი ექსპერიმენტების შეზღუდვა

თმის დასუსტება და ცვენა შეიძლება გამოიწვიოს, მასზე ზედმეტად ხშირად ზრუნვამ და გასუფთავების უხეშმა მეთოდებმა.

  • მოერიდეთ თმის ხელოვნურად დახვევას ან გასწორებას და ხშირ-ხშირად მის შეღებვას;
  • მოერიდეთ თმის ე.წ ფენით გაშრობას, რადგან ის ძალინ მალე აზიანებს თმას, თუ არ გეჩქარებათ დაელოდეთ მის ბუნებრივ გაშრობას;
  • ნუ დაივარცხნით თმას ძალიან ხშირად, მაქსიმუმ დღეში ორჯერ;
  • იშვიათად გამოიყენეთ რეზინის რგოლები თმის შესაკრავად, რადგან ისინი აუხეშებენ და აფუჭებენ თმას;
  • შეარჩიეთ თმის მოსავლელი პროდუქტები განსაკუთრებული სიფრთხილით, რადგან თმის ჯანსაღად და სუფთად შენახვა მისი სწრაფად ზრდის გარანტირებული საშუალებაა;
  • თმის ხშირი დაბანა აკარგვინებს მას ტენიანობას, რაც იწვევს თმის მტვრევადობას და გაყოფილ ბოლოებს;
  • გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი თავის დაბანამდე ან დაბანის შემდეგ. ქოქოსის ზეთი გვინარჩუნებს ცილებს სხვა ზეთებზე უკეთესად, რაც კვლევებმა დაადასტურეს;
  • გამოიყენეთ ისეთი შამპუნი, რომელიც მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს, ჭუჭყს და ზედმეტ ცხიმს. თავის დაბანისას გამოიყენეთ ნელ-თბილი წყალი;
  • 10-12 კვირაშინ ერთხელ მიაკითხეთ სტილისტს რათა მოიშოროთ ბოლოჭამიები და დროულად აიცილოთ თავიდან მთელი თმის გაფუჭების საშიშროება.

თუ თქვენ თქვენი თმის გაჯანსაღებისათვის ან სწრაფი ზრდისათვის აპირებთ მედიკამენტების გამოყენებას, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუნდაც ეს მედიკამენტები იყოს მცენარეული საშუალებები.

მომზადებულია www.wikihow.com-ის მიხედვით

ასევე წაიკითხეთ . . .

  • როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა?როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა? თმის ცვენა ამ საუკუნის უდიდესი პრობლემაა, რასაც განაპირობებს გარემოს დაბინძურება, არაჯანსაღი საკვები, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, ოთახის […]
  • როგორ მოვემზადო გასაუბრებისთვის?როგორ მოვემზადო გასაუბრებისთვის? ალბათ ხშირად გსმენიათ ტექსტები: ისევ უმუშევარი ვარ, გასაუბრება ვერ გავაირე, არ ამიყვანეს, ნეტა რატომ არ მოვეწონე და სხვა უკმაყოფილებები, […]
  • რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ლუდი?რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ლუდი? ბევრ ადამიანს გაუკვირდება, რომ ლუდის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ დალევის მიზნით! ზოგერითი ქალბატონმა იცის ამ სასმელის დადებითი […]
  • როგორ უნდა  გავხდეთ  მიმზიდველიროგორ უნდა გავხდეთ მიმზიდველი ყველა ქალი მიმზიდველია, მაგრამ ზოგმა არ იცის თუ, როგორ უნდა გაუსვას ხაზი ამ მიმზიდველობას, ეს არც თუ ისე რთულია. მთავარია შეასრულო […]
  • როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი თმისთვის?როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი თმისთვის? ქოქოსის ზეთი არის გასაოცარი გზა იმისათვის, რომ თმა და კანი იყოს რბილი და ჯანმრთელი. გადაყარეთ კონდინციონერები, სახის კრემები და […]
  • როგორ მივცეთ თმას ბზინვარებაროგორ მივცეთ თმას ბზინვარება დაიბანეთ თმა თბილი და არა ცხელი წყლით. ყოველთვის გამოიყენეთ თმის კონდიციონერი. თუ თმას იბანთ ყოველდღე, გამოიყენეთ ნაზი შამპუნი, […]
  • როგორ გავიზარდოთ თმა სწრაფად ?როგორ გავიზარდოთ თმა სწრაფად ? ლამაზი, ბზინვარე და ჯანმრთელი თმა, არამარტო სილამაზის, არამედ ჯანმრთელობის ნიშანიცაა. დღეს ძალიან მოდურია გრძელი დაშვებული თმა. […]
  • როგორ გავხდეთ უფრო ლამაზები?როგორ გავხდეთ უფრო ლამაზები? არ არსებობს და ალბათ არც იარსებებს ისეთი დრო, როდესაც სილამაზე არ დაფასდება. ძველი დროიდან მოყოლებული, ყველა აღიქვამს და შეიგრძნობს მას. […]
  • როგორ მოვუაროთ ზამთარში ტუჩებსა და თმას?როგორ მოვუაროთ ზამთარში ტუჩებსა და თმას? ზამთრის ყინვა არამარტო სახის კანს, არამედ ტუჩებზეც ტოვებს კვალს, ამიტომ აუცილებელია მათი მოვლა. პირველი და უმთავრესი პრობა - სახლიდან […]
  • როგორ გავიკეთოთ მელირება/ომბრე სახლის პირობებშიროგორ გავიკეთოთ მელირება/ომბრე სახლის პირობებში მოგეხსენებათ თმის ფრანგული მელირება ამ სეზონის მოდის ტენდენციებს გარეთ არც წელს დარჩენილა, ის ისევე პოპულარულია როგორც გასული წლების […]
  • როგორ შევარჩიოთ თმის საღებავი?როგორ შევარჩიოთ თმის საღებავი? ადამიანები ხშირად იცვლიან თმის ფერს სხვადასხვა მიზეზის გამო: ზოგს არ მოსწონს თავისი ფერი, ზოგს სტილის შეცვლა სურს, ზოგი კი ახალი ფერით […]
  • როგორ დავისვენოთ ბორჯომში?როგორ დავისვენოთ ბორჯომში? როდესაც საუბარი დასვენებას ეხება, ალბათ ხშირად გვსმენია: ,,ზღვას მთა მირჩევნია". მეც სწორედ ამ კატეგორიას მივეკუთნები, რადგან ზღვაზე […]