როგორ მოვუაროთ თხილამურებს?

  • Creed
  • September 12, 2014
  • 0

Скачущий лыжникზამთრის სეზონი – მშვენიერი დროის მონაკვეთია. ზამთრის სპორტის სახეობები უამრავია – თხილამურები, ციგურები, ციგები. მაგრამ თუ როგორ მოვუართ თხილამურებს ისე რომ არ უღალატონ საკუთარ პატროსნ პასუხისმგებელ მომენტში, ამისათვის წავიკითხოთ შემდგომი ინსტრუქცია

 

 

 

რა დაგვჭირდება?

-გამხსნელი ხსნარი
-წყალი და საპონი
-შესანახი შალითა
-პარაფინი

თხილამურების-გაწმენდა-ihow.geროგორ მოვუაროთ ახალ ნაყიდ თხილამურებს? ახლად ნაყიდი თხილამურები უნდა გავრეცხოთ, მისი ზედაპირი უნდა გავწმინდოთ ჭუჭყისგან. თუ ჭუჭყი არ შორდება ჩვეულებრივი საპნის და წყლის გამოყენებით, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ გამხსნელი ხსნადი ან სხვა გამწმენდი საშუალებები.

არასდროს არ გადააჯვაროთ ან დააწყვილოთ თხილამურები ერთად, ნებისმიერი ტრანსპორტირების დროს გამოიყენეთ სპეციალური შალითები და მათი დაწყვილებისას მიაწებეთ დამცავი თხილამურებს შორის.

როგორ შევინახოთ თხილამურები სახლის პირობებში? უპირველეს ყოვლისა ისინი უნდა შეინახოთ მშრალ ადგილას, მოშორებით რაიმე გასათბობი მოწყოვილობებისგან. თხილამურები დაალაგეთ იატაკზე, თხილამურების ჯოხებიც საჭიროა შევინახოთ შესაფერის პირობებში.

თხილამურების-სახელოსნო-ihow.geთუ თხილამურის ზედაპირს ვიზუალურად ეტყობა ნაკაწრები, ამ შემთხვევაში თხილამურის მოვლის საკითხი, ჯობია გადაწყვიტოს სპეციალისტს. მიიტანეთ სახელოსნოში, იქ თხილამურებს გაწმინდავენ, მოაპირკეთებენ, წაუსმევენ მაზსს და გააპალიროვკებენ.

თხილამურების მოვლაში მთავარია – დროდდრო თხილამურის ზედაპურს წავუსვათ სპეციალური მაზი (შეგვიძლია შევცვალოთ შერბილებული პარაფინით). დიდი ყურადღება მიაქციეთ სასრიალო ზედაპირს.

 

თხილამურები-ihow.geროგორც თხილამურები ასევე სხვა ნებისმიერი სპორტული ნივთი, დროის გასვლასთან ერთად კარგავს ხარისხს. თუ თქვენთვის ძვირფასია თქვენი სპორტული თანამგზავრი, მაშინ მისი მოვლის საკითხი არ გადაწყვიტოთ მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ მთელი წლის განმავლობაშიც.

წინა «
შემდეგი »