როგორ მოვუაროთ კოკერ სპანიელს?

  • commail.comedyin
  • მარტი 20, 2014

კოკერ სპანიელიძაღლის ჯიშების უმრავლესობის მოვლის მეთოდი ძალიან მსგავსია, მაგრამ არსებობს რაღაც ნიუანსები რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ. მე შემოგთავაზებთ სტატიას იმის შესახებ თუ როგორ მოვუაროთ კოკერ სპანიელს.

სპანიელი არის დიდბეწვიანი ცხოველი. ეს კი იძულებულს ხდის პატრონს დაუვარცხნოს ბეწვი რამოდენიმე დღეში ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბეწვი აირევა და წარმოიქმნება კონტურები და არ გქონდეთ იმედი, რომ მას ვინმესთან მიიყვანთ და ის სასწაულს ჩაიდენს. ძაღლი დავარცხნის პროცესს სახლში მოყვანის თანავე უნდა შეაჩვიოთ.

ყურების დამაგრებაასეთი გრძელი ყურების სისუფთავის შენარჩუნება ძნელია. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ძაღლი მიირთმევს სპეციალურ მშრალ საკვებს ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ თქვენ მას ნატურალურ საკვებს უმზადებთ ეს პრობლემაა. ყურების დამაგრება ყელსაბამით შეიძლება ან მხოლოდ ჭამის პროცესში დაამაგრეთ ყურები თმის რეზინით. შეიძლება მილის ფრომის ქუდიც შეკეროთ ყურების დასამალად.

კვებაახლა მივუბრუნდეთ კვების საკითხს. სპანიელი ბუნებით ჭამის მოყვარული ცხოველია. თუ მან თავისი საჭმელი უკვე შეჭამა ის თავს გვაცოდებს და საჭმლის დამატებას ითხოვს. არ დაუჯეროთ მას და ნაცნობებიც გააფრთხილეთ, რომ საჭმელი არ დაუყარონ. სხვა შემთხვევაში ძაღლის ნაცვლად თქვენ მოსიარულე კარადა გეყოლებათ.

 

ყურები სპანიელის ყველაზე მტკივნეული ნაწილებია თვალები და ყურები. ყურებზე მას ძალიან ბევრი ბეწვი აქვს რის გამოც ისინი ძალიან ცუდად ნიავდებიან. ანთების შემთხვევაში თვალები ჩაით გამოუბანეთ. ყურები კი ფურაცილინის ხსნარით მაშინვე დაურეკეთ ვეტერინარს. ვინც თქვენი შინაური ცხოველის ბეწვს ჭრის გააფრთხილეთ რომ ყურის შიდა ნაწილში ბეწვი შეჭრას.

წინა «
შემდეგი »