როგორ მოვუაროთ კუს?

  • commail.comedyin
  • აპრილი 25, 2014

 

კუკუ ძალიან საინტერესო ცხოველია, მაგრამ იმისათვის რომ ის სრულფასოვნად გაიზარდოს საჭიროა სწორი მოვლა და ელემენტარული დეტალების ცოდნა მის შესახებ, სტატიაში მოკლედ მოგიყვებით კუს მოვლის აუცილებელ და საჭირო ხერხებსა და მეთოდებზე.

 

 

 

სახლი

კუს სახლიკუ ცივსისხლიანია, ამიტომ მის სახლში უნდა იყოს სითბო. მათ უყვართ ლამპაზე გათბობა ან უბრალოდ გაცხელებულ ქვებზე წამოწოლა. ეს მათთვის უბრალოდ სასიამოვნო კი არა აუცილებელია. კუს შინაგანი ორგანოები სრულფასოვნათ გაცხელების შემდეგ მუშაობენ, ამიტომ ჭამამდე კუ ერთი-ორი საათი ცხელდება. ტერარიუმში ორი ლამპა უნდა იყოს. ერთი უნდა უმიზნებდეს ქვებს, რომ ისინი გაცხელდნენ. მეორე კი დღის შუქის იმისათვის, რომ სიბნელე არ იყოს, იმიტომ რომ პირველი ლამპა რომლითაც ქვებს ვაცხელებთ მხოლოდ ჭამის და ბანაობის წინ უნდა ავანთოთ.
საკვები

კუს საკვებიკუს საჭმელი უნდა დაასველოთ წყალში რადგან ისინი საერთოდ არ სვამენ წყალს. ისინი წყალს მხოლოდ საკვებიდან იღებენ. თუ კუ ჯანმრთელია მას ლობიო, პომიდორი, სტაფილო, სალათის ფურცლები, კომბოსტო (კვირაში 1-2 ჯერ), კიტრი, ბარდა და სიმინდი უნდა აჭამოთ. შეიძლება გაყინული ბოსტნეულის ნარევები იყიდოთ და გაადნოთ.

 

ბანაობა და სეირნობა

კუკუ უნდა აბანაოთ და გაასეირნოთ. ბანაობა გრძელდება 20 წუთი. კუ უნდა ჩასვათ ტაშტში ან ვედროში 30-35 გრადუსიანი წყლით. ბანაობის შემდეგ კუს უნდა დაასხათ 2 ჭიქა იგივე ტემპერატურის წყალი. გასეირნება შეიძლება მარტო გაზაფხულზე როდესაც ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსია. აცალეთ კუს სიარული ბალახზე ერთი საათი. ამ დროის განმავლობაში მას უნდა უთვალთვალოთ რომ არ გახოხდეს. შეიძლება პატარა ეზო გააკეთოთ და იქ გაუშვათ ხოლმე.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.