როგორ მოვუაროთ მზისგან დამწვარ კანს?

  • naniko10
  • ივლისი 14, 2014

რუჯიმოვიდა ზღვის სეზონი, შესაბამისად დგება გარუჯვის პერიოდი ადამიანთა ნაწილი ამას ზღვის სანაპიროზე ცდილობს, ხოლო არის კატეგორია რომლებიც ვერ ახერხებენ ფიზიკურად ზღვაზე ყოფნას და სხვადასხვა აკვა პარკებსა თუ აუზებზე ცდილობს სასურველი ფერის მიღებას.

ხშირია შემთხვევები როდესაც გარუჯვის პროცედურის დროს მზე გვწვავს და შემდეგ ვიტანჯებით ამ შეგრძნებით, ამიტომ ამ სტატიაში მოგცემთ რჩევებს რომელთა დახმარებით საგრძნობლად შეიმსუბუქებთ ამ უსიამოვნო გრძნობას.

ნაბიჯი პირველი

მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც შეაჩერებს ანთებით პროცესს და შეამცირებს ტკივილს. ასეთი პრეპარატებია იბუფორენი და ასპირინი ( ექიმის რჩევის გარეშე ნუ მისცემთ მათ ბავშვებს)

ნაბიჯი მეორე

გამოიყენეთ ანთებითი პროცესის შემამცირებელი მალამოები, რომელიც განკუთვნილია მზის დამწვრობისათვის, ამ დროს კარგია ალოე ვერას გამოყენებაც, თუ თქვენ არ გაქვთ მალამო შეგიძლიათ დაფშხვნათ ასპირინი, დაამატოთ რამდენიმე წვეთი წყალი და ფრთხილად შეიზილოთ პრობლემურ ადგილებზე.

ნაბიჯი მესამე

მიიღეთ გრილი შხაპი, ეს შეამცირებს ანთებითი პროცესის გამწვავებას და მოგიხსნით ტკივილის შეგრძნებას. გაიმეორეთ ეს დღეში რამდენჯერმე, მოერიდეთ დუშგელების საპნის და მსგავსი საშუალებების გამოყენებას, ამან შესაძლოა გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება, შხაპის შემდგომ ნუ გაიმშრალებთ ტანს, უბრელოდ შემოიხვიეთ პირსახოცი. თუ თქვენ არ გაქვთ შხაპის მიღების საშუალება მოცემულ მომენტში, დაიდეთ ცივი, სველი კომპრესები (სასურველია ბამბის ქსოვილი) გაიჩერეთ 20-30 წუთი.

რამდენიმე შინაურული მეთოდი დამწვრობის წინააღმდეგ:

  • წაისვით ალოე ვერა, ლოსიონის ნაცვლდ, სასურველია ეს იყოს ცოცხალი მცენარე.
  • სცადეთ ჩაის მეთოდი: ცელ წყალში ჩადეთ ჩაის 3-4 პაკეტი, დაელოდეთ გაცივებას და წაისვით დამწვარ კანზე, უმჯობესია თუ არ ჩამოიბანთ.
  • კარგია რძიანი საფენების გამოყენებაც, ის ქმნის პროტეინის ფენას კანზე და აჩქარებს აღდგენას.
  • თუ მსუბუქი დამწვრობა გაქვთ (ბუშტუკების გარეშე) წაისვით პომიდვრის წვენი, ეს შეიძლება ცოტა უსიამოვნო იყოს, თუმცა პომიდორი დაეხმარება თქვენს კანს თავდაპირველი იერსახის დაბრუნებაში. დამწვრობის დროს ეცადეთ ჭამოთ ბევრი პომიდორი ეს ეხმარება თქვენს კანს.

დამწვრობა იწვევს დეჰიდრატაციას, ამიტომ დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი, მინიმუმ 8 ჭიქა დღეში.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.