როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში ?

  • ninimate
  • ნოემბერი 25, 2013

0_8c42b_5ce43642_XL მოდის ზამთარი. სიცივეში კი სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან ამ პერიოდში კანი მუდმივ სტრესშია.
ქარი, წვიმა, თოვლი, მზე, სიცივე, შემდეგ სითბოში შესვლა და მრავალი ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს, რაც იწვევს მდგომარეობის გაუარესებას და ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ისწავლოთ, როგორ იზრუნოთ სათანადოდ სახის კანზე. ცივი ჰაერი იწვევს კანის გამოშრობას, რაც უკარგავს მას ტენიანობას არის შეწითლებული, უხეში. არ დაივიწყოთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია და სიცივის მიუხედავად თქვენი კანი ყოველთვის იქნება საოცარი. ზაფხულში, როგორც უვლით კანს ესეთი მოვლა არ იქნება ეფექტური ზამთარში, რადგან ზაფხულის სქემა ასეთია: გაწმენდა-დატენიანება-დაცვა. ცივ სეზონში კი უნდა შეიცვალოს: გაწმენდა-კვება-დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კრემის შერჩევას, უნდა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ტიპის კანისთვის დამატენიანებელი კრემი ზამთარში, როცა გარეთ ნულოვანი ტემპერატურაა შეიძლება გაიყინოს და კანზე წარმოქმნას ყინულის ქერქი.

როგორი უნდა იყოს კრემი ზამთარში ?

პირველი. ის უნდა იყოს საკმაოდ ცხიმიანი, მაგრამ არა ბლანტი.

მეორე. ზამთრის კრემი უნდა იყოს მკვებავი და შეიცავდეს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც გააუმჯობესებენ კანის რეგენერაციას: ჟოჟობას ზეთი, შეას კარაქი, ხილის მჯავები, ნუშის ზეთი და ვიტამინები A, C და E. ზამთრის კრემი გამოყენებული უნდა იყოს ერთი საათით ადრე გარეთ გასვლამდე, შემდეგ კი ნარჩენები მოიშოროთ სალფეტკით. გასვლისას კი დაიცავით კანი და წაისვით ტონალური კრემი.

დალიეთ ბევრი წყალი. კანის გამწმენდი ლოსიონები კარგია, რომლებიც არ შეიცავს ალკოჰოლს, რადგან სპირტი აშრობს კანს. 0_8c430_f8d332bc_XL

დატენიანება.

მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი კანის მოვლის პროცედურებში შედიოდეს აქტიური კანის დამატენიანებელი კომპონენტები: კოლაგენი, ლეციტინი, შარდოვანა, ალოეს ექსტრაქტი, ჰიალურონის მჟავა. კვირაში ერთხელ ან ორჯერ გაიკეთეთ დამატენიანებელი სახის ნიღაბი. მაგრამ ეს ნიღაბიც უნდა გაიკეთოთ სახლიდან გასვლამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე.

ბანანის ნიღაბი: 2 სუფრის კოვზი ბანანის პიურე შეურიეთ 1 სუფრის კოვზ ნაღებთან, გაიჩერეთ 10-15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ხაჭოს ნიღაბი: 1 სადილის კოვზ ხაჭოს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი რძე, დაამატეთ ასევე ჩაის კოვზი თაფლი და ამდენივე სტაფილოს წვენი, გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში და ჩამოიბაეთ თბილი წყლით.

კვება

სიცივეში ცხიმოვანი ჯირკვლები მუშაობს ცუდად და ამიტომ ნებისმიერი ტიპის კანისთვის საჭიროა კვება. აირჩიეთ ვიტამინი A და E, ზეთები, ამინომჟავები, მკვებავი კრემი, რომელიც დაიცავს თქვენს კანს სიცივისგან. განსაკუთრებით მგრძნობიარეა და საჭიროებს ინტენსიურ კვებას სახის კანი, ყელი და დეკოლტეს მიდამო.

სიცივისგან დაცვა

შეწითლებული ლოყები მეტყველებს იმაზე თუ როგორ უჭირს კანს სიცივეში და ამიტომ საჭიროა დაეხმაროთ მას. სანამ გარეთ გახვალთ წაისვით თხელ ფენად დამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ზეთს, ცვილს, სილიკონს, აუცილებელ ცხიმიან მჟავებს და სხვა კომპონენტებს. ეს დაიცავს თქვენს კანს და სუნთქვის საშუალებასაც მისცემს.

შეხვდით ზამთარს დაცული და მშვენიერი.

0_8c42d_d92717c1_XL

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.