როგორ მოვუაროთ ფერისმჭამელებს?

  • Mina Murray
  • სექტემბერი 11, 2014

ფერისმჭამელებიქალები და არა მარტო ქალები ხშირად უჩივიან ფორების გაფართოებას, რომელიც შავი წერტილებოვით ჩანს. ეს ფერისმჭამელებია. ხშირად მათი ანთებაც ცნდება ხოლმე. ეს არის კანის საცხის გაფართოებული სადინარები, რაც უმეტესად ცხიმიან და ნორმალური კანის ტიპს ახასიათებს. უნდა ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ ასეთი მოვლენები.

ასეთ შემთხვევაში ყველაზე კარგი საშუალებაა ცხელი საფენები, ამ დროს ფორები კიდევ უფრო ფართოვდება და შიგ ჩალესილი ცხიმისა და ჭუჭყის შავი წერტილები თავისუფლად ამოვარდება

როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში ?

უპირველეს ყოვლისა კარგად უნდა დავიბანოთ სახე. შემდეგ უნდა მოვამზადოთ სალიცილის სპირტი, ბამბის ქულები და დაახლოებით 3 ლიტრი წყალი (წყალში შეიძლება ჩაყაროთ ცაცხვის ყვავილი ან გვირილა).

წყალი გააცხელეთ თითქმის დუღილამდე ( სასურველია ემალის ქვაბით) დაიდგით წინ და თავზე გადაიფარეთ პირსახოცი. თუ სუნთქვა გაგიჭირდათ, შეგიძლიათ პირსახოცს პატარა “ღრიჭო” გაუკეთოთ. ასე გაჩერდით 10–15 წუთს, შემდეგ შეიმშრალეთ სახე და ფორებიდან ცხიმი ამოწურეთ (შესაძლებელია სპეციალური კოვზით). შემდეგ სახე ისევ თბილი წყლით დაიბანეთ და სახეზე სალიცილის სპირტი წაისვით. (სასურველია სახის გაწმენდის შემდეგ სახის კრემის გამოყენებაც)

არასოდეს არ ამოიწუროთ ფორები წინასწარი დაორთქვლის გარეშე, დაუბანელი ხელებითა და ჭუჭყიანი ფრჩხილებით, ამან შეიძლება ფორების ანთება გამოიწვიოს და ამის საქმეს უფრო გაართულებთ.

ფერისმჭამელები ახალგაზრდული ასაკისთვის არის დამახასიატებელი. იგი ყველაზე გავრცელებული კანის დაავადებაა. განსაკუთრებით სქესობრივი მომწიფების დროს. ჩნდება გამონაყარი შუბლის, ცხვირის, ნიკაპის არეში, ზოგჯერ ბეჭებსა და მხრებზეც.

ფერისმჭამელის საწინააღმდეგო უპირველესი საშუალებაა კანის სისუფთავის დაცვა, სწორი კვება, მზის სხივების მიღება. თუ ახალგაზრდა დაიცავს ამ წესებს, იგი ხელს შეუშლის ფერისმჭამელების უფრო რთულ ფორმაში გადაზრდას. მაშინ უკვე საჭირო არ ხდება კოსმეტოლოგისა და ექიმის ჩარევა.

კანის მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს კუჭ–ნაჭლავის გამართულ მოქმედებას. ამიტომ თუ ჯანსაღად იკვებებით, ყველანაირი პრობლემის გადაწყვეტა ადვილად შეგიძლიათ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.