როგორ მოვუაროთ ციფრულ ფოტოაპარატს?

  • zviadii
  • ნოემბერი 18, 2014

ქენონითუ თქვენ გახდით ციფრული ფოტოაპარატის ბედნიერი მფლობელი, მაშინ იმისათვის, რომ მან გამართულად იმუშაოს დიდხანს, საჭიროა მისი მოვლა.

საჭიროა გულდასმით შეისწავლოთ ფოტოაპარატის ინსტრუქცია. კამერის წმენდა მიზანშეწონილია კარგი განათების პირობებში მყარ ზედაპირზე. იგი დაცული უნდა იყოს გარე ზემოქმედებისაგან და უამინდობისაგან, ამიტომ შეუძინეთ თქვენს აპარატს შესაბამისი შალითა.

ამყოფეთ კამერა სისუფთავეში შეეხეთ მხოლოდ მშრალი და სუფთა ხელებით. იმ შემთხვევაში თუ კამერაში მოხვდა წყალი ჯერ საჭიროა გამორთოთ, შემდეგ გაწმინდოთ ხელსახოცით და დატოვოთ გასაშრობად. არც ერთ შემთხვევაში არ დაშალოთ აპარატი თვითნებურად, აუცილებლად მიაკითხეთ შესაბამის სერვის ცენტრს.

ასევე აუცილებელია მეხსიერების ბარათის წმენდაც. თუ დიდხანს არ აპირებთ კამერის გამოყენებას, მაშინ ჩადეთ ის პოლიეთილენის პაკეტში, რაც დაიცავს მას მტვრისგან, ნესტისა და ტემპერატურის ცვალებადობისაგან. ასევე მეხსიერების ბარათიც მოათავსეთ მისთვის განკუთვნილ პლასტმასის ფუტლიარში.

სარკული ფოტოაპარატის აკუმულატორი არასდროს არ უნდა დარჩეს განმუხტული. მაშინაც კი თუ დიდი ხნის განმავლობაში არ იყენებთ აპარატს, არ დაგავიწყდეთ დროდადრო დატენოთ აკუმულატორი.

ფოტოაპარატის შენახვა აუცილებელია ნესტისგან დაცულ სათავსში და ოთახის ტემპერატურაზე. კამერა არ უნდა ინახებოდეს გამათბობელი საშუალებების ახლოს, ასევე გენერატორებისა და ტრანსფორმატორების, ან სხვა ელექტრო მოწყობილობების ახლოს რომელთაც დიდი ელექტრომაგნიტური ველი გააჩნიათ.

ციფრული აპარატი

ასევე არ შეიძლება ფოტოაპარატის მანქანაში და საბარგულში შენახვა: ზაფხულში შეიძლება გადახურდეს, ზამთარში კი გაიყინოს. ტემპერატურის უცაბედმა ცვალებადობამ შესაძლოა გამოიწვიოს კონდენსატის განვითარება აპარატის შიგნით.

ქვიშა და მტვერი აუცილებელია გაიწმინდოს რბილი ფუნჯით. ეკრანის გაწმენდა ხდება სპეციალური ხელსახოცით. ყველა რთულად მისაწვდომი ადგილები საჭიროა გაიწმინდოს ბამბიანი ჩხირებით. წმენდის დროს არაა რეკომენდირებული ნაჭრისა და საწმენდი სითხის გამოყენება.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.