როგორ მოვუაროთ ცხიმიან და მშრალ კანს?

  • salome1234
  • იანვარი 11, 2015

სახის მოვლაჯანმრთელი სახის კანის ბუნებრივი სილამაზე ყველა ასაკის ქალისთვის ძვირფასი განძია. კანის მოვლის ყველაზე ელემენტარულ, ადვილად ხელმისაწვდომი ხერხების დაცვა შესაძლებელებლობას იძლევა შევინარჩუნოთ იგი კარგ მდგომარეობაში.

ახალგაზრდა ქალებმა და ქალიშვილებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, როგორ მოქმედებს კანზე ცხელი და ცივი მზის სხივები, სიცივე და ა.შ. არა მარტო ხნიერი, არამედ საშუალო ასაკის ზოგიერთი ქალბატონი თვლის, რომ უკვე გვიანია კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება. ეს მცდარი შეხედულებაა, სახის კანის გააზრებული და მიზანდასახული მოვლა დადებით შედეგებს იძლევა ყველა ასაკში.

იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ გაქვთ მშრალი ან ცხიმიანი კანი მინდა გითხრათ რომ კოსმეტიკური ნაკლოვანებები უფრო ხშირად შეიმჩნევა ამგვარ კანში. ამ სტატიაში გასწავლით სახის კანის გაწმენდის მარტივ მეთოდებს სახლის პირობებში:

1) 1/2 ლიტრ ანადიღარ წალს ვუმატებთ 2 ჩაის კოვზ ლიმნის წვენს ან ცოტა ლიმონის მჟავას, მიღებულ ნარევის საშუალებით ვიწმინდავთ სახეს.

2) ასევე ერთ–ერთი მეთოდია სახეზე მარილიანი წყლის გადავლება 1/2 ლიტრ ანადუღარ წყალში ვუმატებთ 1ჩ/კ სუფრის მარილს (კრისტალურს). ერთ გადავლებაზე იხარჯება 1/2ლ წყალი.

3) 1–2 ჩაის კოვზ ზეთს 3 წუთით ტოვებთ ქილით ცხელ წყალში ან ასხამთ ცხელ კოვზზე. მსუბუქად დასველებული ტამპონით ვიწმინდავთ სახეს, შემდეგ უკვე ზეთით კარგად გაჟღენთილ ტამპონს ვისვამთ მთელ სახეზე, ასევე შეგიძლიათ გაიწმინდოთ წარბებიც და ტუჩებიც. 5 წუთის შემდეგ ზეთს ვიშორებთ ბამბის მეშვეობით, რომელიც გაჟღენთილი უნდა იყოს ლოსიონით, ჩაით ან სპეციალური სპრეით.

წინა «
შემდეგი »