როგორ მოვუაროთ ცხიმიან სახის კანს?

  • Mina Murray
  • სექტემბერი 10, 2014

ცხიმიანი კანისულ ცოტა, დღეში ორჯერ მაინც უნდა დაიბანოთ თბილი წყლითა და საპნით.
შეგიძლიათ საპნის მაგივრად გამოიყენოთ შემდეგი ნარევი:

ერთნაირი რაოდენობის ხორბლის ქატო, საპნის ბურბუშელა, ჭვავის ფქვილი ჩაყარეთ პარკში, ააქაფეთ და ჩაუმატეთ ლიმონის, ან ძმრის წვეთი. საღამოს, დაბანის შემდეგ სახე სალიცილის სპირტით გაიწმინდეთ, ან შემდეგი შემადგენლობის ხსნარში დასველებული ბამბით:

ოდეკოლონი –1,5 სუფრის კოვზი
წყალი – 2 სუფრის კოვზი
ბორის მჟავა – 1/6 ჩაის კოვზი

ცხიმიან სახეზე დროგამოშვებით უნდა დავიდოთ ნუშის ქატოს ნიღაბი :

1 ჩაის კოვზ ცაცხვის გამხმარ ყვავილებს დავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ჭურჭელი დავხუროთ. 1–2 საათის შემდეგ გავწუროთ, ნაყენში ჩავასხათ ნუშიც ქატო ისე, რომ სქელი ფაფა გამოვიდეს, ამ ფაფას დავიდებთ სახეზე 15–20 წუთი, შემდეგ დავიბანოთ ნელ-თბილი წყლით და წავისვათ მშრალი პუდრი.

ამასთან ერთად, აფთიაქებსა და კოსმეტიკური საშუალებების მაღაზიებში მრავლადაა სპეციალურად ცხიმიანი კანისთვის მორგებული სახის დასაბანი საშუალებები, რომლების დაგეხმარებათ სილამაზის შენარჩუნებაში.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.