როგორ მოვუაროთ ხელებს?

  • article
  • March 9, 2013
  • 0

xelebis-movla-iHOW.GEყოველდღიურად ჩვენ ვიყენებთ ხელებს სხვადასხვა ნივთებთან ურთიერთობისას, ეს შეიძლება იყოს უბრალო ქაღალდი, რული და კიდევ უამრავი რამ, მითუმეტეს თუ ვმუშაობთ ოფისში ან კომპიტერთან, ჩვენი ხელები ნელ-ნელა უხეშდება და მაგრდება, ამიტომ ეხლა გაგაცნობთ რამდენიმე ხერხს თუ როგორ დავირბილოთ ხელები და შევინარჩუნოთ ეს სირბილე და სინაზე…

დაიბანეთ ხელები, რაც შეიძლება ხშირად, ეცადეთ ხელის დაბანის დროს გამოიყენოთ კარგი საპონი და დაიბანოთ ყოველთვის თბილი წყლით (ეს ასევე აუცილებელია ჰიგიენისთვისაც).

ხელების სპა სახლში – ვიღებთ ადუღებულ წყალს ვამატებთ შიგნით ცოტა თაფლს და რაიმე არომატს, წყალი როცა შეგრილდება ჩავყოფთ ხელებს და დავტოვებთ 10-15 წუთი, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი ხელების დასარბილებლად (ასევე ხსნის სტრესს).

გირჩევთ ყოველთვის იხმაროთ ალოე ვერას საპონი და რამე მასაჟორი ხელებისთვის (ასევე რაც შეიძლება რბილი და ფაფუკი ხელსაწმენდი).

ასევე აუცილებელია ხელის კრემების გამოყენება, დავიდოთ ხელზე საკმარისი რაოდენობა კრემი და ხელის გულებზე ვიზილოთ მანამდე სანამ კანი მას მთლიანად არ შეიწოვს.

ამ რამდენიმე მარტივი ხერხით შეგიძლიათ დაირბილოთ და შეინარჩუნოთ რბილი და ნაზი ხელები.

სტატია ეკუთვნის საიტს : www.ihow.ge ავტორი : ბატა

წინა «
შემდეგი »