როგორ მუშაობს საბანკო სტრუქტურა?

  • Creed
  • ივნისი 11, 2013

საბანკო-სტრუქტურა-ihow.geეს პატარა ლექცია შეიძლება გამოადგეს, როგორც ბანკის კლიენტს, ასევე თვით ბანკის ნებისმიერ თანამშორმელს. ამ პოსტში აღნიშნულ ინფორმაციას შეგიძლიათ წააწყდეთ ნებისმიერ საბანკო სასწავლო კურსზე თუ ტრენინგზე. არაა სავალდებულო სადმე სიარული ან თუნდაც ფულის გადახდა, საკმარისია უბრალოდ შემოხვიდეთ IHOW.GE-ზე.

 

 

ბანკის მესაკუთრეთა სწორ და დაბალანსებულ დამოკიდებულებას ბანკის საქმიანობისადმი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოშო მოქმედი კომერციული ბანკების აბსოლიტური უმრავლესობა, საბოლოო ჯამში სწორედ ამ პრობლემის მოუგვარებლობის გამო დაიხურა. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ უდიდესი მნიშვნელობა ექნება საკრედიტო საბჭოს ფორმირებისა და მისი საქმიანობის პრინციპების სწორ განსაზღვრას და თავად ბანკის მართველობითი სტრუქტურის ოპტიმიზაციას.

ბანკის სტრუქტურა წარმოდგენილი იქნება შემდეგი სახით
1) აქციონერთა კრება;
2) ბანკის სამეთვალყურეო საბჭო;
3) სარევიზიო კომისია;
4) შიდა აუდიტი;
5) საკრედიტო საბჭო;
6) ბანკის დირექცია

გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედი საბანკო კანონმდებლობით კომერციული ბანკები იურიდიულ-სამართლებრივი ფორმით სააქციო საზოგადოებები არიან, რომლებიც საბანკო საქმიანობას ახორციელებენ ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუზველზე, ბანკის სტრუქტურა გარკვეულწილად იმეორებს სააქციო საზოგადოების სტრუქტურულ პრინციპებს. აქედან გამომდინარე, წმინდა საბანკო პროფილის თვალსაზრისით ბანკის სტრუქტურაში უნდა გამოიყოს, ბანკის დირექტორატი და საკრედიტო კომიტეტი.

დირექტორატი2-ihow.geბანკის სამეთვალყურეო საბჭო – გამგეობა(დირექტორატი), როგორც ინსტანცია, მოიცავს უმაღლეს აღმასრულებელ ხელმძღვანელობას (პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები) და უშუალოდ მომსახურე შემსრულებლებს (მდივანი, რეფერენტი).

ბანკის დირექტორატი: ბანკის აღმასრულებელი აპარატის სტრუქტურა მიზანშეწონილია დაკომპლექტდეს გამოცდილი და ახალგაზრდა მაღალკვალიფიკაციური კადრებით. საკადრო პოლიტიკა ბანკის საქმიანობის ერთ-ერთ წამყვან პრიორიტეტად უნდა მივიჩნიოთ. ამ მოტივაციას აძლიერებს არა მხოლოდ კონკურენტუნარიანობის მოტივაცია, არამედ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული დებულება “ბანკების დირექტორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ”, რომელიც ბანკის დირექტორებად განიხილავს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ შესაფერისი საბანკო კვალიფიკაცია და საბანკო-საფინანსო სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის სტაჟი.

საკრედიტო-საბჭო2-ihow.geსაკრედიტო საბჭო: საკრედიტო საბჭოს ძირითადი პრეორეგატივა უნდა იყოს როგორც მსესხებლის კრედიტუნარიანობის გარკვევა და სესხის გაცემის გადაწყვეტილების მიღება, ასევე ბანკის საკრედიტო პოლიტიკის შემუშავება და მისი დამტკიცება აქციონერთა კრებაზე. საკრედიტო საბჭოში პარიტეტული პრინციპით უნდა იყვნენ შეყვანილი როგორც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, ასევე მნიშვნელოვანი წილის მფლობელი და ჩვეულებრივი აქციონერები, ასევე ბანკის გენერალური დირექტორი, და დირექტორატის წევრები. გადაწყვეტილების მიღება სასურველია მოხდეს სესხის გაცემის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რომელთა შორის უნდა მოხდეს სესხების კლასიფიცირება მსესხებლის გადახდისუნარიანობიდან, სესხის მოცულობისა და დაფარვის ვადებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილების მიღებისას იმ მსესხებლებზე რომელთა გადახდისუნარიანობა, საქმიანი იმიჯი და შესაბამისად საკრედიტო რისკი შეფასებული იქნება დამაკმაყოფილებლად მიზანშეწონილია გადწყვეტილება სესხის გაცემაზე ხმათა 2/3 იქნას მიღებული, ხოლო შედარებით მაღალი რისკის ბიზნესის, მაგრამ მიმზიდველი წინადადებების, მათ შორის საპროექტო წინადადებების დასაკრედიტებლად ხმათა 4/5-ით. საბანკო სტრუქტურის ზოგადი სქემა წარმოდგენილია უნივერსალური ვარიანნტის სახით. საქართველოს მოქმედი კომერციული ბანკები ამ სქემას მეტ-ნაკლებად იყენებენ. ძირითადი განსხვავებები მდგომარეობს დირექტორთა საბჭოს ფორმირების კონცეფციაში. შედარებით დიდი ბანკები ახორციელებენ ფუნქციათა მაქსიმალურ გამიჯვნას და და დირექტორატი 4-5 დირექტორით არის წარმოდგენილი, მათ შორის იურიდიული დეპარტამენტი ხშირად ცალკეა და გენ. დირექტორის მოადგილეს ექვემდებარება და არა გენ. დირექტორს.

ხაზობრივი (ანუ კომერციული) განყოფილებები – ბანკის ქვეგანყოფილებები, რომლებიც უშუალოდ პასუხს აგებენ საფინანსო მომსახურების წარმოებასა და გასაღებაზე.

შტაბური ინსტანციები – ბანკის ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან დირექტორატს და ასრულებენ დადგენილ ფუნქციებს მისი საქმიანობის მართვისა და უზრუნველყოფისათვის.

დამხმარე სამსახურები – ბანკის ქვედანაყოფები, რომლებიც ასრულებენ განსაზღვრულ ფუნქციებს ტექნიკური მხარდაჭერისა სა სხვა ქვედანაყოფებისა და ინსტანციების მომსახურებისათვის.

კომერციული ბანკები ძირითადად სარგებლობენ ორი ძირითადი სტუქტურით:

  • თანამედროვე ფილიალების მქონე ბანკი გამოიყენებს დივიზიონალურ ორგანიზაციულ სტრუქტურას;
  • დიდი ბანკების ფილიალები და უფილიალო ბანკები ორგანიზებული არიან ხაზობრივ-ფუნქციონალური სახით.

ხაზობრივ-ფუნქციონალური ორგანიზაციული სტრუქტურის დროს ბანკის მთლიანი საქმიანობა იყოფა სამსახურებს შორის, რომლებიც ახორციელებენ მკაცრად რეგლამენტირებულ ფუნქციებს და მათი შესრულება განსაზღვრავს მენეჯმენტის მიზნების მიღწევას
დივიზიონალური ორგანიზაციული სტრუქტურა ითვალისწინებს საბანკო საქმიანობის დაყოფას საბანკო პროდუქტების შეთავაზების სახეების, მომხმარებელთა ჯგუფების ან რეგიონული ნიშნების შესაბამისად.

ხაზობრივ-ფუნქციონალური სტრუქტურის აგება ხდება პრინციპით, როცა ყოველ ფუნქციაზე (ხაზობრივი ან შტაბური) – ფორმირდება სამსახურების სისტემა, რომელიც გამსჭვალავს მთელ ბანკს ზემოდან ქვემოთ. დივიზიონალური სტრუქტურის დროს ეს სამსახურები დგინდება საწარმოო დანაყოფების დონეზე. ე.ი. განყოფილება, ხაზობრივის გარდა, ღებულობს ავტონომიურ ფნქციონალურ სტრუქტურას (ფინანსური მართვა, აღრიცხვა, დაგეგმვა და სხვა), რომელიც მას საშუალებას აძლევს ნაწილობრივ ან მთლიანად აიღოს თავის თავზე მომსახურების შემუშავება, წარმოება და რეალიზაცია. ამის შედეგად ბანკის უმაღლესი დონის რესურსების გამოთავისუფლება ხდება სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტისათვის.

ბანკის სტრუქტურის ცვლილება, რომელი დაკავშირებულია საქმიანობის სფეროს გაფართოებასა და ახალი პროდუქტების შეთავაზებაზე, როგორც წესი, თან ახლავს ახალი სპეციალისტების შტატის შემოღება. ნებისმიერი სტრუქტურული გარდაქმნა ბანკის თანამშრომელთა შორის იწვევს სამუშაოს დაკარგვის ასოციაციას. იმის გამო, რომ თანამშრომლები დაინტერესებული არ არიან სტრუქტურულ ცვლილებებში, ორგანიზაციულმა სტრუქტურამ შეიძლება დაკარგოს თავისი მნიშვნელოვანი თვისება – მოქნილობა.
საქართველოს საბანკო სისტემა უმეტესწილად ევროპის ქვეყნების მსგავსად ვითარდება. საქართველოს კანონოს,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” მეორე მუხლის მიხედვით, კომერციული ბანკი შეიძლება შეიქმნას სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. საკუთარი კაპიტალის დიდი ოდენობა განაპირობებს ბანკების საიმედოობას და ლიკვიდობის ურუნველყოფას. საქართველოსაგან განსხვავებით, უცხოეთის ბანკები შეიძლება იყოს შპს-ის, ამხანაგობის და სხვა სამართლებრივ-ორგანიზაციუი ფორმით ჩამოყალიბებული.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში არის აქციონერთა კრება, რომელსაც გამგეობა, სამეთვალყურეო საბჭო და სალიკვიდაციო კომისია იწვევს სასამართლოს გადაწყვეტილებით. ცალკეულ ქვეყნებში არსებობს ბანკის ხელმძღვანელობის განსხვავებული ფორმებიც.

ხელმძღვანელობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

  • გამგეობა და პრეზიდენტი – გენერალური დირექტორი (საფრანეგთი, აშშ);
  • სამეთვალყურეო საბჭო და გამგეობა – დირექტორატი (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საქართველო).

აშშ-სა და საფრანგეთში გამგეობას 3-12 წევრის შემადგენლობით 6 წლის ვადით ირჩევს აქციონერთა კრება. გამგეობა კი, თავის მხრივ, ირჩევს პრეზიდენტს – გენერალურ დირექტორს.

გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ასევე საქართველოში, იყენებენ მართვის კოლექტიურ ფორმას – სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორის სახით. გერმანიის, ისე საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია ერთი და იმავე პირის მონაწილეობა ორივე მართვის ორგანოში. ორივე ქვეყანაში სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედის 3-21-მდე პირი (4წლის ვადით). სამეთვალყურეო საბჭო ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორატს, ნიშნავს მას არაუმეტეს 4 წლის ვადით, გადარჩევის უფლებით.

საბანკო მენეჯმენტში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამსახურები, რომლებიც პირდაპირ ექვემდებარებიან ბანკის მმართველს და უშუალოდ მონაწილეობენ ბანკის სტრატეგიების შემუშავებაში. აშშ-ში ეს არის რევიზორი, რომელიც ბანკის მმართველის უშუალო დაქვემდებარებაშია, საფრანგეთში კი – კონტროლისა და ბანკის ორგაიზაციული სტრუქტურის სამსახურები, მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილებები, საქართველოში – სარევიზიო კომისია.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.