როგორ მუშაობს საკრედიტო სისტემა საქართველოში?

  • Creed
  • ნოემბერი 9, 2013

საკრედიტო-სისტება-ihow.geერთსაფეხურიანი საბანკო სისტემა ბანკებს შორის ჰორიზონტალურ კავშირებს, მათი ოპერაციებისა და ფუნქციების უნივერსალიზაციას ეფუძნება.

ერთსაფეხურიანი საბანკო სისტემის ცარჩოებში ყველა საკრედიტო-საანგარიშსწორებო მომსახურების ანალოგიური ფუნქციების შესრულებისას ერთ იერარქიულ საფეხურზე იმყოფება. აგებულების ასეთი ტიპი ძირითადად დამახასიათებელია, როგორც სუსტად განვითარებული ეკონომიკური სტრუქტურების ქვეყნებისათვის, ასევე მართვის ტოტალიტარული, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური რეჟიმის ქვეყნებისათვისაც. ორსაფეხურიანი საბანკო სისტემა ბანკებს შორის ურთიერთობების ორ სიბრტყეში აგებულებაზე არის აგებული: ვერტიკალურზე და ჰორიზონტალურზე. ვერტიკალური ურთიერთობები ცენტრალურ ბანკს, რომელიც “ბანკთა-ბანკის”, მმართველობის ცენტრსა და დაქვემდებარებულ რგოლებს შორის ურთიერთობას ითვალისწინებს. ჰორიზონტალური ურთიერთობები – კომერციულ ბანკებს შორის ურთიერთობებს ითვალისწილებს.

XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, დღის წესრიგში დადგა არსებულ ეკონომიკური სისტემის შეცვლა საბაზრო ეკონომიკით, რასაც მოჰყვა ამ სისტემისათვის დამახასიათებელი კომერციული საბანკო სისტემის ფორმირება. ეს პროცესი საქართველოში სტიქიურად დაიწყო. 1989 წ. 20 ბანკი ფუნქციონირებდა, 1990 წლის ბოლოსათვის 200 გადააჭარბა. საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის ეკონომიკური რეფორმების კომპლექსურ პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა დათმობითი საკრედიტო ორგანიზაციას. მიღებულ იქნა კანონები ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკის საქმიანობის შესახებ. ამ კანონებით ქვეყნის ტერიტორიაზე ბანკებს მიეცა თანაბარ პირობებში ფუნქციონირების საშუალება. საქართველოს საკრედიტო სისტემის სტრუქტურა XXI საუკუნის დასაწყისისათვის შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 1) საქართველოს ეროვნული ბანკი; 2) კომერციული ბანკები; 3) სპეციალიზებული საკრედიტო_საფინანსო ინსტიტუტები.

საკრედიტო-ნაკლოვანებები-ihow.geსაქართველოს თანამედროვე საკრედიტო სისტემის ახალი სტრუქტურა შეესაბამება საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნილებებს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საკრედიტო სისტემის ფორმირებას გააჩნდა და დღესაც გააჩნია რიგი ნაკლოვანებებისა. საწყის ეტაპზე იქმნებოდა საფინანსო ინსტიტუტები სუსტი ფინანსური ბაზით, რის გამოც კლიენტების ხარისხიან მომსახურებას ვერ უზრუნველყოფდნენ, ძირითადად იძლეოდნენ მოკლევადიან კრედიტებს, გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსები ქვეყნის კომერციულ ბანკებს ფაქტობრივად არ გააჩნდათ. თანდათან მიმდინარეობდა ბანკების შერწყმისა და განმსხვილების ტენდენცია. ამით იყო განპირობებული, რომ 228 კომერციული ბანკიდან 2009 წლისათვის ფუნქციონირებდა 20 ბანკი.

საქართველოს ეროვნული ბანკის(სებ) ფუნქციები. სებ-ის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით და საქართველოს კონსტიტუციით. მთავარი ფუნქცია მონეტარულ ნაწილში არის ფასებისა და ბაზრის სტაბილიზაცია, რაც დაკავშირებულია ანტიინფლაციური პოლიტიკის წარმართვასთან. ინფლაცია ხშირად დაკავშირებულია ჭარბწარმოებასთან ანუ ეკონომიკის “გადახურებასთან” ან ხარჯების ზრდასთან. აქედან გამომდინარე, ინფლაციური წნევის შესარბილებლად გამოიყენება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტები და უპირველესად, სააღრიცხვო განაკვეთების აწევა. სააღრიცხვო განაკვეთების გაძვირებით ძვირდება საკრედიტო რესურსების ფასი და შესაბამისად, იზრდება დეპოზიტების განაკვეთებიც. ერთის მხრივ კომერციული კრედიტის გაძვირება ამცირებს სამეწარმეო საქმიანობას, მეორეს მხრივ ზრდის დეპოზიტების მიმზიდველობას ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის შემდეგ დეპოზიტების მიმზიდველობის გაზრდით, ხდება თავისუფალი ფულადი სახსრების საბანკო არხებში გადადინება, რაც მოთხოვნის შემცირების წინაპირობა ხდება. ნიშანდობლივია, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკაც ანალოგიურ რეჟიმში გადადის და სამომხმარებლო მოთხოვნის შემცირებას უნდა ემსახურებოდეს. იგი უპირველესად, დამატებითი ხარჯების შემცირებას და საგადასახადო შეღავათებას შემცირებას ითვალისწინებს საბიუჯეტო ადმინისტრირების ანუ გადასახადების ამოღების ზრდით. შესაბამისად, ინფლაციური მოდელი ასეთია:

1) შემოსავლების ზრდა;
2) შიდა მოხმარების ზრდა;
3) ფასების ზრდა.

უნდა აღინიშნოს, რომ სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდა დაკავშირებულია შემოსავლების მატებასთან, რაც თავის მხრივ უშუალოდ შრომის ნაყოფიერების ზრდის შედეგად მიიღწევა. ამასთან სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდა საინვესტიციო აქტივობის ზრდასთან ერთად, დანაზოგების შემცირებასაც იწვევს და ზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილსაც.

გარდა ზემოთ აღნიშნული ფუნქციებისა ეროვნული(ცენტრალური) ბანკის ფუნქციებში ასევე შედის :
-საკრედიტო რესურსების ემისია;
-მთავრობის საკრედიტო-საანგარიშსწორებო მომსახურება;
-საერთაშორისო რეზერვების შექმნა და მართვა

ზედამხედველობა-კანონმდებლოა-ihow.geცალკეა გამოსაყოფი საკრედიტო დაწესებულებების ზედამხედველობა, კონტროლი და რეგულირება; დღეს საქართველოში ეს ფუნქცია ეროვნულ ბანკს 2007 წლიდან აღარ აქვს და მას ახორციელებს საფინანსო ზედამხედველობის საააგენტო, რომელიც სტრუქტურულად გამოყოფილია ეროვნული ბანკისაგან. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე საბანკო სისტემებში არიან ქვეყნები, სადაც საბანკო ზედამხედველობა შედის ცენტრალური ბანკების ფუნქციებში, ანალოგიურად მთელი რიგი ქვეყნები(ბალტიის სახელმწიფოები, სკანდინავიის ქვეყნები, ავსტრია, ხორვატია, ლუქსემბრგი და ა.შ), მათ შორის საქართველო დიფერენცირებულ მოდელს არჩევენ.

საბანკო ზედამხედველობა მოიცავს გარე(off site) და შიდა (inn site) ინსპექტირებას. თანამედროვე ზედამხედველობის მეთოდოლოგია ეყრდნობა კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესს და აგებულია ხუთი კომპოზიტის პრინციპზე, რაც CAMEL-ის სისტემის სახით არის ცნობილი. იგი შემდეგნაირად იშიფრება:

C-კაპიტალის ადექვატურობა(საკუთარი სახსრების შეფარდება მთლიან აქტივებთან);
A-აქტივების ხარისხის მაჩვენებელი ლიკვიდობისა და რისკების შეწონვის მიხედვით;
M-მენეჯმენტის დონე ანუ მართველების კვალიფიკაცია;
E- შემოსავლიანობა.
L-ლიკვიდობის მაჩვენებლი(ლიკვიდური აქტივების შეფარდება სხვა აქტივებთან);

დღეს საქართველოში საბანკო რეგულირება ეყრდნობა კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებისა და სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ფინანსური მდგომარეობის CAEL-ის სისტემით ანალიზისა და შეფასების მეთოდური სახელმძღვანელო -ს.

ბანკის-ბოლო-ihow.geთავის მხრივ საბანკო მენეჯმენტი ეყრდნობა ცნობილი “ოთხი თვალის” პრინციპსაც, რაც გულისხმობს ბანკის მინიმუმ ორი მენეჯერის მართვის დაშვებას. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ე.წ. ჩინეთის კედლის პრინციპი, რაც ბანკის მენეჯმენტისა და რგოლების ფუქნციების ისეთ გადანაწილებას გულისხმობს, რაც მაქსიმალურად აგვაცილებს ინტერესთა კონფლიქტების წარმოშობას.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.