როგორ მუშაობს სითი პარკი?

  • ihow.ge
  • January 31, 2015
  • 0

სითი პარკისითი პარკის მიმართ, დადებითი განწყობა მოსახლოების უმრავლოსებას არასოდეს ჰქონია, ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით მწვავეა უკანასკნელ პერიოდში, რაც ლოგიკურია, რადგან ეს კომპანია მხოლოდ პარკირების გადასახადის, ჯარიმების და მანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანით არის დაკავებული, ხოლო დამატებითი პარკირების ადილების გამოყოფისათვის ან აშენებისათვის არაფერს აკეთებს.

ზოგადად საღად მოაზროვნე ადამიანთათვის გასაგებია, რომ აღნიშნული პრობლემა გარკვეული ხერხებით უნდა კონტროლირდებოდეს, თუმცა კონტროლის განხორციელებასთან ერთად უნდა იზრუნო შესაბამისი პირობების შექმნაზე, ზუსტად ანალოგიური პირობები აქვთ მომუშავე პერსონალისათვის, ამუშავებენ კაბალურ პირობებში, ხოლო დაქირავებული მუშახელის შესაბამის ანაზღაურებასა და სამუშაო გარემოზე არავინ ფიქრობს (სამართლიანობა მოითხოვს რომ აღინიშნოს, ეს ზოგადი პრობლემაა და არა მხოლოდ სითი პარკის).

სითი პარკის საფასურის გადახდა

უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  იმის მაგივრად რომ ვადის გასვლის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდონ ჩასაფრებულები არიან და ერთი სული აქვთ როდის გავა ვადა, რათა ჯარიმის გამოწერა არ დააგვიანონ, არადა ძალიან მარტივია 2-3 დღით ადრე სმს-ის საშუალებით შეატყობინო ავტომობილის მფლობელს, რომ მას გადასახდელი აქვს პარკირების თანხა, ეს ყველაფერი არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, უბრალოდ, საჭიროა სითი პარკის ნება ამის განსახორციელებლად.

პარკირების გადასახადი

 

როგორც სურათზე ხედავთ 21 აგვისტოს ამოიწურა ვადა პარკირების გადასახადის, 22 აგვისტოს შევედი “თი.ბი.სი” ბანკში პარკირების თანხის გადასახდელად გამოვედი და რა თქმა უნდა მხვდება ჯარიმა საფასურის გარეშე დგომის გამო.

სითი პარკის ჯარიმა

ამ სტატიას იმისთვის არ ვქმნით, რომ სითი პარკისგან “მონსტრი” შევქმნათ და შემდეგ სოციალურ ქსელებში დავიწყოთ გაზიარება: სკანდალი, საზიზღარი სითი პარკი, სითი პარკი გვაყაჩაღებს და ა.შ.

პრაგმატულად თუ მივუდგებით ვერაფერს იტყვი, რადგან ამოიწურა პარკირებისათვის კუთვნილი პერიოდი და დაწერეს ჯარიმა, მაგრამ მორალური მხრივ რამდენად სწორია პირდაპირ დასტუკება და ჯარიმის გამოწერა, როდესაც კეთილსინდისიერად იხდი პარკირების საფასურს და ფიზიკურად ვერ ფიქრობ ექვსი თვის განმავლობაში იმაზე, რომ ნეტა როდის გასდის ჩემი პარკირების საფარუს ვადაო.

სითი პარკის ჯარიმის გამოწერის ტექნოლოგია

ყველას მოგეხსენებათ, რომ სითი პარკის პერსონალი, რომელიც ქალაქის მასშტაბით მოძრაობს და ჯარიმებს წერს სხვადასხვა დარღვევებისათვის ვალდებულია შეასრულოს არცთუ მარტივი გეგმა “ადამიანური” ხელფასის ასაღებად, ამიტომ ალბათ ყველას გსმენიათ ერთ დღეს 2-3 საათის ინტერვალში, ერთი და იმავე ავტომობილისათვის გამოწერილი ჯარიმის შესახებ (რაც რა თქმა უნდა არასამართლიანია და კომპანიის პოლიტიკაშიც არ შედის), აღნიშნული გამოწვეულია დამჯარიმებლის მხრიდან ხელფასის აღების სურვილით.

მე გაგაცნობთ სრულიად ახლებურ მეთოდს რომელსაც სიტი პარკი იყენებს გეგმის შესასრულებლად.

არასწორი ჯარიმაროგორც უკვე გითხარით ჩვენი თვითმიზანი უარყოფითი მუხტის აწევა, ზედმეტი დრამატიზება სიტუაციის ან კონკრეტული პირებისათვის ზიანის მიყენება არ არის, ამიტომ ქვითრის ნომრისა და ჯარიმის გამომწერის ინფორმაციას სურათში არ გამოვაჩენთ.

როდესაც მანქანასთან მივედი და ჯარიმა დამხვდა ვიფიქრე ისევ პარკირებისათვის გადახდილ თანხას ვადა გაუვიდა მეთქი, რადგან სრული წესების დაცვით მეყენა მანქანა, მაგრამ როდესაც სითი პარკის ვებ-გვერდზე შევედი ვნახე რომ ვადა 2015 წლის მარტამდე მქონდა და დაწერილი ჯარიმაც ვერ აღმოვაჩინე, შემდეგ ავიღე ისევ ქვითარი და დავათვალიერე, აღმოვაჩინე რომ 032-ის ნაცვლად 037-ზე დაუწერიათ ჯარიმა.

რა თქმა უნდა შესაძლებელია აღნიშნული შეცდომა მექანიკური იყოს, მაგრამ რამოდენიმე დღიანი წვალების შემდეგ ცხელ ხაზს როგორც იქნა დავუკავშირდი და დამამშვიდეს, რომ ნუ ღელავთ ამ ჯარიმის გადახდა თქვენ არ მოგიწევთო, თუმცა 037-ზე აღნიშნული ჯარიმა დღემდე გადაუხდელია.

იმედია აღნიშნულ სტატიას სითი პარკის ადმინისტრაციაც ნახავს და შესაბამის დასკვნებს გამოიტანს.

წინა «
შემდეგი »