როგორ, საინტერესოდ დავისვენოთ ტაიტის კუნძულზე?

  • Creed
  • თებერვალი 27, 2014

ტაიტი-ihow.geდასვენება ტაიტის კუნძლზე – ნებისმიერი ადამიანის ოცნებაა: მწვანე კუნძული, მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა, მშვიდი ოკეანის სანაპირო, მართლაც დაუთვლელია ყველა უპირატესობანი. თქვენთვის წარმოდგენილია რამდენიმე რჩევა თუ როგორ მოვახდინოთ ტაიტიზე დასვენების ორგანიზება, ისე რომ უკან აღარ მოგვინდეს დაბრუნება :)

 

 

რა დაგვჭირდება?

-რომანტიკული განწყობა
-ფული

ტაიტიზე-დაივინგი-ihow.geდაივინგის მოყვარულნი აქ იპოვიან საკუთარ ბედნიერებას. აუცილებლად ჩაყვინთეთ წყლის სიღრმეში – ასეთ სილამაზე თქვენ ვერსად ვერ შეხვდებით.

 

 

 

ტაიტის-აბორიგენები-ihow.geდასვენება ტაიტიზე დაგამახსოვრდებათ კულინარული შედევრებითაც, თუ ეწვევით რამდენიმე რესტორანს. ეგზოტიკური კერძები, მზადდება საოცარ სტილში და მორთულია განსხვავებულად, რაც აღაფრთოვანებს მის მომხმარებელს. წარმოუდგენელი ხილი და საოცარი თევზი – ეს ის კერძებია რაც თქვენ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ და შეაფასოთ.

ქვიშიანი პლაჟები, ისეთი ქვიშა რომელშიც ფეხები იფლობა – კიდევ ერთი ტაიტის ღირსშესანიშანობა. არ დაიზაროთ გაიღვიძოთ ადრე და შეხვდეთ მზის ამოსვლას ოკეანის სანაპიროზე. ასეთი ბუნებრივი სურათი თავისი დიდებულებით დაგამახსოვრდებათ სამუდამოდ.

სადილი-ტაიტიზე-ihow.geტაიტიზე დასვენების ორგანიზებისას არ გამოტოვოთ გასართობი ცეკვები ადგილობრივი აბორიგენების შესრულებით. ეს ნამდვილად საოცარი სანახაობაა, მომხიბვლელი თავისი უჩვეულო პლასტიკითა და ადამიანის სხეულის მოძრაობის სილამაზით.

ექსკურსიის სახით ესტუმრეთ ვანილის პლანტაციებს, ქოქოსის ჭალებსა და ტატუ სალონებს. ამ ლამაზ კუნძულზე ზრდიან შავ მარგალიტებს. არ გამოტოვოთ ასეთი სანახაობაც!

ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან თავაზიანი და სტუმარმასპინძელი, ძალიან მოხარულები არიან ნებისმიერი სტუმრის, ამის ნიშნად მღერიან სიმღერებსა და ანთებენ გირლანდებს. დასვენება ტაიტიზე – მართლად სამოთხის სიამოვნებაა.

წყლის-ქვეშ-ტაიტიზე-ihow.geტაიტეზე დასვენება შეიძლება მხოლოდ ერთის მხირვ გაგიცრუოთ იმედი – დასვენება ადრე თუ გვიან მთავრდება. აჰ, როგორ არ გვინდა დავტოვოთ ეს სამოთხის კუნძული. გისურვებთ ოდესმე დაისვენოთ ესეთ საოცარ ადგილას, იოცნებეთ და ოდესღაც თქვენი ოცნებები შეიძლება რეალობად იქცეს.

წინა «
შემდეგი »