როგორ უნდა აირჩიო მომავალი პროფესია

  • Alexander
  • თებერვალი 17, 2014

is-this-job-right-for-meროგორც ყველა ალბათ შენც ცოტა ნერვიულობ იმაზე თუ რა იქნები მომავალში როცა მუშაობა მოგიწევს. ალბათ ყველა შენზე ამყარებს იმედებს და თან გეგმებს სახავენ თუ რა პროფესია უნდა აირჩიო რომ იყო წარმატებული, თან თავიანთ გადაწყვეტილებებს თავს გახვევენ და გაიძულებენ იყო ის, რაც თვითონ უნდათ, რომ გახდე! ყველაზე მთავარია თავად გადაწყვიტო, შეარჩიო შენი პროფესია და არავის მისცე შენი მომავალი პროფესიის არჩევის უფლება, არც კი ჰკითხო რა შეიძლება გამოხვიდე. გახსოვდეს ყველა ადამიანის უფლება მთავრდება იქ სადაც იწყება სხვა ადამიანის ცხოვრება (უფლება). შესაძლოა მათ გითხრან რომ რასაც ფიქრობ ეს ძალიან არარეალურია და ამან შენ გული გაგიტეხოს მომავალი საქმიანობისთვის. ქვემოთ წაიკითხავ, როგორ შეარჩიო შენი პროფესია მომავლისთვის.

670px-Choose-What-You-Want-to-Be-when-You-Grow-Up-Step-1

 

აიღე კალამი და ფურცელი. თუ შენ სერიოზულად ფიქრობ, რომ აირჩიო ჩვეულებრივი სამსახური ან კარიერული სამსახური, აუცილებლად გჭირდება ჩამოწერო ყველაფერი რასაც ფიქრობ. ეს საშუალებას მოგცემს რეალურად გადახედო და შეაფასო შენი შესაძლებლობები, გადახაზე ის პროფესია რომელიც არ მოგწონს ან ფიქრობ რომ ვერ შეძლებ. არასოდეს აირჩიო ისეთი პროფესია რომელსაც ვერ გაუძღვები კარგად.

აირჩიე ერთერთი, ჩვეულებრივი სამსახური ან კარიერა. თუ არ იცი რა განსხვავებაა ამ ორს შორის, არ არის პრობლემა ახლავე აგიხსნით. ჩვეულებრივი სამსახური არის დროებითი, სანამ მიიღებ განათლებას და მიაღწევ კარიერას, ანუ როდესაც არ გჭირდება უმაღლესი განათლება. კარიერა არის ცხოვრების გეგმა, რისთვისაც შენ აუცილებლად სწავლა დაგჭირდება. როდესაც შენ კანონიერად გექნება მუშაობის უფლება გადახვალ კარიერის ახალ ეტაპზე ანუ მიიღებ პატარა სამუშაოს.

დახატე ორი  ღრუბელი და ერთში ჩაწერე “ჩვეულებრივი სამსახური” ხოლო მეორეში 670px-Choose-What-You-Want-to-Be-when-You-Grow-Up-Step-3“კარიერა”.  ჩვეულებრივი სამსახურის ღუბლის ქვემოთ ჩამოწერეთ, ის სამუშაოები რომელიც შეიძლება იშოვო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ანუ კარიერის გარეშე (მიმტანი, მდივანი, დამხმარე, ხელოსანი. ა.შ.). ხოლო მეორე კარიერის ღრუბლის ქვემოთ ჩამოწერე კარიერული სამსახურები (ექიმი, მასაწვლებელი, პროეფსორი. ა.შ.). რაც მთავარია ის სამსახურები ჩამოწერე, რომელიც შენ გაინტერესებს.

670px-Choose-What-You-Want-to-Be-when-You-Grow-Up-Step-5გამორიცხვის მეთოდით გადახაზე არასასურველი სამსახურები. რა თქმა უნდა, შენ არ შეგიძლია იმდენი პროფესია გქონდეს რამდენიც ჩამოწერე, ამიტომ ეს სია გამორიცხვის მეთოდით დაიყვანეთ 2-3 საქმემდე. გადახაზე ის საქმეები, რომელიც არ შეგიძლია და ნაკლებად იპყრობს შენ ყურადღებას, მაგალითად ფეხბურთი, კალათბურთი, ექიმი ან სხვ. ეს შენზეა დამოკიდებული.

ის სამსახურები რომლებიც დაგრჩა გადაწერე ახალ ფურცელზე. ცოტა არ იყოს შენი ფურცელი უწესრიგოდ გამოიყურება ამიტომ თავგზა რომ არ 670px-Choose-What-You-Want-to-Be-when-You-Grow-Up-Step-6აგებნეს, ის პროფესიები რომლებიც არ გადაგიხაზია, გადაწერე ახალ ფურცელზე.

კვლევა. ჩაატარე პატარა კვლევა, შეეცადე დაადგინო რომელი პროფესია იპყრობს ყველაზე მეტად შენ ყურადღებას. ასევე გაითვალისწინე ის თუ რა განათლების ხარისხი გჭირდება, ამ პროფესიისთვის.

670px-Choose-What-You-Want-to-Be-when-You-Grow-Up-Step-8შენი პროფესიები დანომრე პრიორიტეტების მიხედვით. მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვანის გვერდით დაწერე 1, შემდეგ რომელ პროფესიას აირჩევდი რომ არა ეს პირველი პრიორიტეტი? ანუ შეარჩიე მეორე პრიორიტეტი და მიანიჭე მას რიცხვი 2. და ასე გააგრძელე. ეს უფრო გაგიმარტივებს საქმეს და შენ გონებას ადრინდელთან შედარებით უფრო დაალაგებს.

 

დაიმახსოვრე

არ აირჩიო პროფესია იმის მიხედვით თუ რას ირჩევენ შენი მეგობრები, გახსოვდეს შენ შესაძლოა მათთან ერთად მუშაობა ვერ შეძლო, ამიტომ მაქსიმალურად გაათავისუფლე შენი თავი და აკეთე ის რაც შენია და შენ გინდა.

კარიერით უფრო მეტ ფულს იშოვი ვიდრე ჩვეულებრივი სამსახურით.

აირჩიო სამსახური ან კარიერია არ ნიშნავს იმას, რომ იმ წუთიდანვე მიიღებ მაღალ ანაზღაურებად სამსახურს ან იმას რაც გინდა, ამისთვის საჭიროა დრო, ზოგს კვირები ჭირდება ზოგს თვეები და ზოგსაც წლები.  რაც ყველაზე მთავარია შენი ყურადღება გადაიტანე იმაზე რომ იყო მომზადებული.

წინა «
შემდეგი »