როგორ გავმდიდრდეთ?

  • Creed
  • June 9, 2013
  • 0

მდიდარი-ihow.geმე ვერ დაგპირდებით რომ აღნიშნული ინსტრუქციის წაკითხვის შემდგომ თქვენ მომენტალურად ფინანსურად გამდიდრდებით, მაგრამ შემიძლია დაგპირდეთ, რომ მიიღებთ სულიერ სიმდიდრეს :) ახალსაც მე არაფერს აღმოვაჩენ, მე უბრალოდ მსურს შევაჯამო ის გამოცდილება და ცოდნა, რაც მივიღე უამრავი წაკითხული წიგნიდან. იმედია ეს პოსტი დაგანიტერესებთ.

 

 

რა დაგჭირდებათ?

  • ენთუზიაზმი
  • ნებისყოფა მოგებისკენ
  • მონდომება
  • შეუპოვრობა
  • საკუთარი პიროვნების აღქმა
  • შრომა
  • დრო
  • დრო
  • დრო

პირველი ნაბიჯი:

მიიღეთ გადაწყვეტილება.
დიახ, ზუსტადაც ესაა პირველი მარტივი ნაბიჯი, ზოგიერთისთვის ესეც არა არის მარტივი. იმისთვის რომ წამოიწყოთ გზა სიმდიდრისკენ, უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება რომ გახდედთ მდიდარი.

მეორე ნაბიჯი:

დაისახეთ დიდი მიზნები.
თუ თქვენი საბოლოო მიზანი მცირეა, მაშინ ნებისმიერი დაბრკოლება მას გადაფარავს. და თუ თქვენი გაქვთ დიდი მიზნები, მაშინ არცერთი პრობლემა მას არ დააბნელებს.

მესამე ნაბიჯი:

ყოველდღიური განვითარება და ცოდნის მიღება!
უპირველეს ყოვლისა როგორც პიროვნული ასპექტი, ხოლო შემდგომ პროფესიონალური. როდესაც ადამიანი წყვეტს სწავლას, მაშინ იგი დაღუპულია. ადამიანი რომელიც ყოველთვის დაკავებულია თვითგანათლებით, ის თავისუფალი ადამიანია.

მეოთხე ნაბიჯი:

ისწავლეთ სიძნელეების დაძლევა.
ცხოვრების ნებისმიერ სფეროში არსებობს სიძნელეები. თუ საკუთარ თავში იპოვით ძალას რომ დაძლიოთ სიძნელე, მაშინ წარმატება დიდხანს არ დაგელოდებათ.

მეხუთე ნაბიჯი:

ყოველთვის აღრიცხეთ შემოსავლები და დანახარჯები, თვალი ადევნეთ რომ დანახარჯი იყოს ყოველთვის ნაკლები. ეძებეთ დამატებითი შემოსავლის წყარო და შეეცადეთ ხარჯების შემცირება.

მეექვსე ნაბიჯი:

დაისახეთ მიზნები და დაგეგმეთ მათი შესრულების ვადა.
უვადო მიზნები, ეს უბრალოდ ოცნებებია. თუ გსურთ გამოიმუშაოთ მილიონი, მაშინ დაასაბუთეთ ზუსტი თარიღი და მიისწრაფეთ მისკენ. იყავით პატიოსანი საკუთარ თავთან, არ გაბედოთ რომ პისიმიზმა დაგძლიოთ (ასევე ზედმეტ ოპტიმიზმმაც). შეგვიძლია ეს თარიღი დავწეროთ რაიმე ფურცელზე. შემდგომ დავდოთ იგი სადმე თვალსაჩინო ადგილას და დღეში მინიმუმ ორჯერ გადავიკითხოთ ეს შეგონება. დაიმახსოვრეთ რომ ფიქრები მატერიალურია. საჭიროა უბრალოდ გჯეროდეს.

მეშვიდე ნაბიჯი:

დამეთანხმებით რომ მხოლოდ რწმენა არ არის საკმარისი. თუ გსურთ რაიმე მიიღოთ, ასევე უნდა ისწავლოთ გაცემაც. იქიდან გამომდინარე რომ თქვენ გსურთ მიიღოთ მილიონი, განსაზღვრეთ რის ხარჯზე გნებავთ მისი მიიღებთ (ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის სამუშაო, მომსახურება ან ა. შ.). არ დაივიწყოთ ვადები.

მერვე ნაბიჯი:

ურთიერთობის წრე.
გაიცაინით ახალი ხალხი, ურთიერთობა დაიკავეთ საინტერესო ადამიანებთან. აუცილებელია დაკვირვებით მოსმენა, მაგრამ რჩევები მიიღეთ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც უფრომ მეტს მიაღწიეს ვიდრე თქვენ.

ამ ეტაპზე სულ ესაა რაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ ეს მხოლოდ წვეთია ოკეანეში. გთავაზობთ წაიკითხოთ სხვადასხვა ლიტერატულა, რომელიც სიღრმისეულად შეგასწავლით სხვადასხვა ასპექტებს. მაგალითად: ბოდო შეფერი – გამარჯვებულის კანონები; რობერტ კიიოსაკი – მდიდარი მამა, ღარიბი მამა; ნაპოლეონ ხილი – იფიქრე და გამდიდრდი. ასევე თქვენც შეგიძლია შემოგვთავაზოთ რაიმე საინტერესო ლიტერატურა.

მომავალში დავდებ პოსტს, თუ როგორ უნდა იყო წარმატებული. სადაც უფრო სიღრმისეულად განვიხილავ ყველაფერს.

წინა «
შემდეგი »