როგორ უნდა გავხდეთ მიმზიდველი

  • marinola
  • აგვისტო 5, 2012

ყველა ქალი მიმზიდველია, მაგრამ ზოგმა არ იცის თუ, როგორ უნდა გაუსვას ხაზი ამ მიმზიდველობას, ეს არც თუ ისე რთულია. მთავარია შეასრულო რამოდენიმე წესი:შეიყვარეთ საკუთარი თავი.  თქვენ შეიძლება ფიქრობთ რომ არაფერი ლამაზი არ გაქვთ და ამას ხშირად აღნიშნავთ. ნუ აიძულებთ სხვებს, რომ ამ თვალით შემოგხედონ.

იყავით ხალისიანი და გქონდეთ რეაქციები სხვადასხვა მოვლენებზე, გამოხატეთ თქვენი გრძნობები, ეცადეთ, რომ მამაკაცებმა შეგამჩნიონ და ეს ბუნებრივად უნდა გააკეთოთ.

თუ ზედმეტი წონა გაქვთ, სასწრაფოდ შეარჩიეთ ეფექტური დიეტა, ხშირად ჩაიხედეთ სარკეში და ეცადეთ იფიქროთ როგორ დაფაროთ ზედმეტი ცხიმი.
იზრუნეთ თქვენს კანზე. თუ კანზე პრიშიკები ან ფერიმჭამელები გაქვთ ამან შეიძლება დისკომფორტი შეგიქმნათ ადამიანთან საუბრისას. სასწრაფოთ ეწვიეთ კოსმეტოლოგს.
დაიცავით ჰიგიენა. ყოველდღე მიიღეთ შხაპი, ჩაიცვით სუფთა ტანსაცმელი და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ ერთიდაიგივე ყოველდღე. ეცადეთ ნაზი სუნამოს სუნი აგდიოდეთ.
თმა ჯანმრთელად უნდა გამოიყურებოდეს. წადით სალონში, შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ვარცხნილობა, გამოიყენეთ თმის ბრწყინვალების მისაცემი შამპუნები. ეცადეთ მამაკაცს აღუძრათ სურვილი, რომ მიუალერსოს თქვენს თმას.
იყავით თავაზიანი ყველას მიმართ. ნუ გამოიყენებთ  ჟარგონებს საუბარში და რაც არ უნდა გაბრაზდეთ ეცადეთ არ იყვიროთ და მოთმინება არ დაკარგოთ.
ღიმილი არ დაგავიწყდეთ (რა თქმა უნდა ნორმის ფარგლებში). მამაკაცებს არ მოსწონთ პირქუში ქალები.
ეცადეთ მონაწილეობა მიიღოთ საუბარში და ღონისძიებებში.
საუბრის დროს ნუ გაშეშდებით. ეცადეთ ნელ-ნელა შეცვალოთ სხეულის მდგომარეობა და ეს მიმზიდველად და ნაზად უნდა გააკეთოთ.
არ დაგავიწყდეთ სამკაულები და მსუბუქი მაკიაჟი.

წინა «
შემდეგი »