როგორ უნდა მიხვიდე გამოსაშვებზე?

  • An'na
  • იანვარი 14, 2018

ბოლო ზარიგამოსაშვები არის საბოლოო საღამო, რომელზეც გაქვს შანსი დატოვო კარგი შთაბეჭდილება. გარეგნობიდან დაწყებული მისვლით დამთვრებული, ყველაფერი მნიშვნელოვანია, რომ ხალხს დარჩეს შენზე თვალი. შენ დაგჭირდება მომზადება და ამ პროცესის ორგანიზება. გაერთე და შემდეგ გადაიღე ფოტოები, რომ გაუზიარო სხვებსაც ის ფაქტი თუ რა მაგრად ერთობი.

1. დაგეგმე და ორგანიზება გაუწიე შენს მისვლას.

 

1. შეამოწმე სკოლის წესები.

ზოგიერთი სკოლა საკუთარ თავზე იღებს ბავშვების გამოსაშვებზე მიყვანის თემას. მათ შეიძლება გამოყონ ავტობუსი, რომელიც თითოეულ სტუდენტს მიიყვანს გამოსაშვებზე. გამოსაშვების ბილეთებზე/მოსაწვევებზე შეიძლება ეწეროს რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ სკოლა აგვარებს თუ არა სტუდენტების ტრანსპორტირების საკითხს.

  • თუ არ ხარ დარწმუნებული რა შეიძლება და რა არა გამოსაშვებზე, კითხე გამოსაშვების კომიტეტის/საორგანიზაციო საკითხების მომგვარებელ წევრს.

2. გადაწყვიტე ვინ წაგიყვანს.

ზოგი ადამიან წყვეტს, რომ გამოსაშვებზე წავიდეს დიდ ჯგუფთან ერთად, ზოგს კი უბრალოდ ურჩევნიათ პაემანზე წავიდნენ. ზოგს საერთოდ მოსწონს, რომ წავიდეს მარტო. მოიფიქრე ვისთან ერთად გინდა წასვლა და ჰკითხე მეგობრებს თუ უნდათ შენთან ერთად წამოსვლა.

  • ჯგუფთან ერთად წასვლა ყველაზე სასარგებლოა, ყველას შეუძლია გაიყოს ლიმუზინის გადასახადი.

3. შეეკითხე მეწყვილეს რა უნდა.

თუ მიდიხარ გამოსაშვებზე მეწყვილესთან ერთად გაითვალისწინე მეწყვილის აზრებიც. ჰკითხე მას მოსწონს თუ არა ისინი, ვისთან ერთადაც მიდიხართ და არაფერი არ გადაწყვიტო სანამ არ დარწმუნდები, რომ ის ბედნიერია.

4. აარჩიე მანქანა.

იმ დროიდან, როცა გაიგებ ვისთან ერთად მიდიხარ შეგიძლია დაიწყო ფიქრი რითი წახვალთ. ლიმუზინი კლასიკური არჩევანია. ხოლო მას შემდეგ რაც გაიგებ რამდენი ხალხი მოდის ჩნდება სხვა არჩევნებიც. წვეულების ავტობუსი კარგი არჩევანია, მაშინ როცა დიდი ჯგუფი მიდის ერთად, ხოლო როცა მეწყვილესთან მიდიხარ მანქანის ქირაობა კარგი ვარიანტია.

 

2. შეაჯამე შენი გეგმები

1. ჩაიცვი გაბედულად.

შენი ჩაცმულობა ტოვებს პირველად შთაბეჭდილებას მისვლისას. იფიქრე რა შთაბეჭდილება გინდა დატოვო. იფიქრე გამოსაშვების ადგილზე და თემატურობაზე.

2. გადაიღე ფოტოები სანამ მიხვალ.

არსებობს ორი უპირატესობა იმაში, რომ ფოტოები გადაიღო მისვლამდე. პირველი იღებ ფოტოს მაშინ როცა შენი ლამაზი გარეგნობა ახალია. მეორე შენ არ გინდა შეჩერდე კარებთან მოწყობილ გადასაღებ მოედანზე. ამ გზით შენ პირდაპირ შეხვალ დარბაზში და ყველა თვალი შენზე იქნება.

3. განსაზღვრე შენი მისვლის დრო და ასე შენ დაგინახავენ

ძალიან ადრე ან ძალიან გვიან მისვლამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ შენ ვერ შეგამჩნიონ. ეცადე ცოტა ხნის შემდეგ მიხვიდე, როცა ცეკვები უკვე დაწყებული იქნება.

3. როგორც კი შეხვალ დაიწყე ცეკვა.

არ არის სირცხვილი თუ იჯდები, მაგრამ თუ გინდა მოახდინო შთაბეჭდილება ეს ნამდვილდ არ გამოგივა სკამზე ჯდომით. მიდი იქ და გაერთე ისე როგორც შეგიძლია!

წინა «
შემდეგი »