როგორ უნდა მოვიქცეთ თუ სიგარეტს თავს ვერ ვანებებთ

  • marinola
  • სექტემბერი 11, 2012

სიგარეტიროგორ მოიქცნენ ისინი, ვისაც არ ყოფნით ნებისყოფა სიგარეტის ,,გადასაგდებად“? მათ მხოლოდ ერთი რამ რჩებათ – შეეცადონ, რომ სიგარეტის წევის მავნე შედეგები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

გამოიყენეთ უარომატო, ხარისხიანი ფილტრიანი სიგარეტი, ნუ გაიჩერებთ სიგარეტს პირში.

მოწიეთ სიგარეტი მხოლოდ ნახევრამდე.

სვით მეტი წყალი, რაც ტოქსინების ორგანიზმიდან სწრაფ გამოდევნას შეუწყობს ხელს.

შავის ნაცვლად სვით მწვანე ჩაი, იგი ბრონქებს ნიკოტინისაგან წმენდს.

აკონტროლეთ ფიზიკური დატვირთვა, რადგან სიგარეტი არტერიებს ავიწროვებს.

მიიღეთ ვიტამინური პრეპარატები, სიგარეტის ბოლის კომპონენტი აჩქარებს მთელი რიგი ვიტამინების დაშლას ორგანიზმში, ამიტომ მათი მოთხოვნა მწეველებში 50%-ით მეტია.

როგორ შევარჩიოთ ვიტამინები. ცნობილია, რომ სიგარეტის თითოეული ღერის მოწევისას მწეველის ფილტვებში ტრილიონობით თავისუფალი რადიკალი აღწევს, რომელიც დაბერებას იწვევს და შესაძლოა ონკოლოგიურ დაავადებამდეც მივიდეს საქმე. მათ განეიტრალებას ხელს უწყობს ანტიოქსიდანტი ვიტამინები – C, E, B.

C ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგრეთვე ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციის ფორმირებაში, მონაწილეობს სეროტონინისა და ნორადრენალის ბიოსინთეზში. ეს ნივთიერებები კი ჩვენს განწყობაზე ახდენს გავლენას.

ბევრმა არ იცის, რომ მწეველი ადამიანისათვის არ არის სასურველი A ვიტამინი და ბეტა-კაროტინი, რადგან სიგარეტთან ერთად ეს ნივთიერებები ზრდის ფილტვის კიბოს განვითარების რისკს. ასევე სახიფათოა სხვადასხვა მინერალის უკონტროლოდ მიღება.

გახსოვდეთ, რომ ვიტამინები დღეს ჯანსაღი ცხოვრების სტილის სიმბოლოდაა ქცეული, მაგრამ მათ მიღებასაც გარკვეული ჩვენება აქვს.

წინა «
შემდეგი »